0 6 : 5 2
 | 

ბიზნესი

თიბისი ბანკმა აბაშაში ფერმერებისათვის აგროფორუმი ჩაატარა

რეგიონებში თიბისი ბანკის აგროფორუმები გრძელდება. რიგით მეშვიდე აგროფორუმმა თელავის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, გორის, მარნეულისა და ახალციხის შემდეგ ფერმერებს აბაშაში უმასპინძლა. წინა ფორუმების მსგავსად, ფერმერებმა და აგროსექტორით დაინტერესებულმა პირებმა ექსპერტებისგან კითხვა-პასუხის რეჟიმში მათთვის საინტერესო დარგობრივ და კოოპერაციულ საკითხებზე მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია.

აბაშაში აგროფორუმი ორ თემატურ მიმართულებად იყო დაყოფილი. თავდაპირველად, თიბისი ბანკმა ფერმერებს ახალი პროდუქტი - სტარტაპ აგროსესხი წარუდგინა და გააცნო, თუ ვის, რა ტიპის მეურნეობისათვის, რა პირობებითა და მოთხოვნებით შეუძლია აღნიშნული სესხით სარგებლობა.

მეორე ნაწილი ფრინველის ხორცის წარმოებას დაეთმო. დამსწრე საზოგადოებამ ფრინველის ხორცის ეფექტური წარმოებისა და სახორცე ფრინველის პროდუქტიულობის სტანდარტული მონაცემების შესახებ მიიღო ინფორმაცია, ასევე თუ როგორია მსოფლიოსში და კონკრეტულად საქართველოში სასურსათო ხორცის წარმოებისა და მოხმარების სტატისტიკა. დარგის ექსპერტმა - კომპანია „ნუტრიმაქსი“-ს წარმომადგენელმა, რევაზ ლაფაჩმა ბროილერის მეურნეობის მართვისა და ადმინსიტრირების, ასევე ბროილერის გამოზრდისათვის აუცილებელი გარემო პირობების, კვების ფაზების, რაციონისა და თავისებურებების შესახებ ისაუბრა.

აგროფორუმები თიბისი ბანკის მიერ აგროსექტორის განვითარებისათვის განხორციელებული ერთ-ერთი პროექტია. დარგის მხარდაჭერა ფერმერებისათვის აგროპროდუქტების შეთავაზებასთან ერთად, ტრენინგებსა და კონსულტაციებსაც გულისხმობს, სადაც რჩევებისა და უახლესი ინფორმაციის გაზიარება ხდება. აგროფორუმები სრულად დაფინანსებულია თიბისი ბანკის მიერ. აგროფორუმებზე დასწრება თავისუფალია. თემატიკა კი, რეგიონების სპეციფიკიდან გამომდინარე - განსხვავებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 09:48

    „ვიმედოვნებთ, პროცესები გამჭვირვალედ წარიმართება“ ...

    საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩი კარლ ჰარცელი TBC ბანკის ირგვლივ შექმნილ ვითარებას და პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება. „რასაკვირველია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ვი...

  • 17:25

    ისარგებლეთ 30%-იანი ფასდაკლებით თეგეტა მოტორსში...

    თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს ქსელში წარმოდგენილ ზამთრის საბურავებს, კერხერის ბრენდის სარეცხ დანადგარებს და მტვერსასრუტებს 30%-იანი ფასდაკლებით სთავაზობს, ასევე 20%-იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ შეიძ...

  • 16:47

    HUAWEI P smart 2019 - ახალი ბიუჯეტური კლასის სმარტ...

    კომპანია HUAWEI-ის უახლესი ბიუჯეტური კლასის სმარტფონში გაზრდილია ეკრანის მოცულობა და გაუმჯობესებულია გადაღების ფუნქცია, რადგან HUAWEI P smart 2019-ის  ძირითად კამერებს აქვთ ხელვნური ინტელექტის მხ...

  • 15:21

    თეგეტა მოტორსის 2018 წლის შეჯამება...

    თეგეტა მოტორსმა 2018 წელი ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერის სტატუსით დახურა. ჰოლდინგი აერთიანებს 5 შვილობილ კომპანიას: შპს თეგეტა თრაქ ენდ ბასს, შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს, შპს ტოიოტა ცენტრი თეგეტა...

  • 12:54

    HUAWEI Mate20 Pro -ს ცნობილი ინტერნეტ გამოცემები ...

    თავის დროზე, სმარტფონის მომხმარებლები HUAWEI P20 Pro-ს გამოჩენამ აღაფრთოვანა. მოგვიანებით კი, მსოფლიო ბაზარზე აჟიოტაჟი HUAWEI Mate 20 Pro-ს გამოჩენამ გამოიწვია, HUAWEI Mate 20 Pro მსოფლიომ შეაფასა, რო...

  • 13:24

    საქართველოს ბანკის ახალი გენერალური დირექტორი არჩი...

    10 იანვარი, 2019-  საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, ახალი გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის დანიშვნის შესახებ განაცხადა. არჩილი საქართველოს ბანკის ჯგუფს 2019 წლის 28 იანვრიდან...

  • 19:59

    29 წლის გოგონა, რომელიც გაცნობის აპლიკაციით მილია...

    „ონლაინ“ სივრცემ, რასაკვირველია, ცხოვრება გაამარტივა და ეს შეეხო ადამიანების პირად ცხოვრებასაც. თუ აქამდე სასიყვარულო და არა მხოლოდ სასიყვარულო ამბები საზოგადოების თავშეყრის ადგილებში იწყებოდა, ახლა, ...