2 2 : 0 6
 | 

ბიზნესი

“მემუქრებოდნენ შუბლის გახვრეტით, სნაიპერის ტყვიით…”- რა წერილებს იღებდა ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მუქარის შემცველ წერილებთან დაკავშირებით გავრცელებუ ინფორმაციას ეხმაურება და მისი მისამართით მიწერილ მუქარის შემცველ წერილებსაც ასაჯაროებს:

"ჩემი ისტორიაც მინდა დავწერო: ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც სახალხო დამცველი გავხდი... აქამდე საჯაროდ ამ თემაზე არ მისაუბრია, თუმცა ვფიქრობ, რომ საკითხის მასშტაბურობიდან და სიმწვავიდან გამომდინარე, ყველამ უნდა ისაუბროს ამაზე, ერთხმად უნდა დავგმოთ მუქარა და ძალადობა, ვის წინააღმდეგაც არ უნდა იყოს ის და სამართალდამცავებს მოვუწოდოთ მთელი სერიოზულობით მოეკიდონ მსგავსი ფაქტების გამოძიებას.

რამდენიმე თვის წინ პირადად გავხდი სწორედ ასეთი შეტევის ობიექტი; მემუქრებოდნენ შუბლის გახვრეტით, სნაიპერის ტყვიით, მიხსენიებდნენ უცენზურო სიტყვებით და ა.შ.... უკვე ბევრისგან მსმენია იგივე, განსაკუთრებული სამიზნე სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები, კანდიდატები არიან... სამწუხაროდ, უკვე ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა მუქარა და შეურაცხყოფა, დაუსრულებელი შეტყობინენები, სადაც გაურკვეველი პირები სიცოცხლის მოსპობით იმუქრებიან.

ეს არის დანაშაული და მსგავსი შინაარსის შეტყობინებებზე რეაგირება არის სახელმწიფოს, სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა, და არა სამოქალაქო სექტორის, რომელიც თავად არის მსგავსი მუქარების სამიზნე.

ვგმობ ყოველგვარ ძალადობას და ძალადობის მოწოდებას. მოვუწოდებს შსს-ს უკვე განხორციელებულ მუქარებსა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებზე მოახდინოს კანონის მთელი სიმკაცრით რეაგირება, რადგან ეს პრობლემა არ ეხება მხოლოდ ერთ ან ორ კანდიდატს, ეს ეხება ყველას და შეეხება თითოეულ ჩვენგანს, ვისი აზრიც ვიღაცისთვის ერთ დღეს მიუღებელი იქნება.

აქვე, ვასაჯაროებ რამდენიმე მუქარის შემცველ შეტყობინებას ჩემი მისამართით. სამწუხაროდ, ნაწილი წამეშალა ან ვერ შევინახე.

პ.ს. აქვე დავამატებ, რომ შსს-სთან მქონდა ამ საკითხზე კომუნიკაცია, თუმცა, მინდა ყველამ იცოდეს იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვინც ოდესმე ვინმეს სიცოცხლის მოსპობით, ან ძალადობით დაემუქრება."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:46

    თიბისი ლიზინგი 15 წლისაა...

    თიბისი ბანკის შვილობილი კომპანია თიბისი ლიზინგი დღეს 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. კომპანია რომლის ჯამური პორტფელიც დღეს უკვე 235 მლნ ლარამდეა და ბაზრის 70%-ზე მეტი წილი უკავია, ერთ ერთი პირველი იყ...

  • 13:57

    რა განაპირობებს HUAWEI Mate 20 სერიის უპირობო ლიდე...

    როდესაც HUAWEI -მ გაყიდვებით Apple-ს გადაუსწრო და მეორე ადგილი დაიკავა, ეს ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ყოველშემთხვევაში ამას ხაზს უსვამდნენ ექსპერტები. თუმცა ახლა, განსაკუთრებით კი,  ახალი Ma...

  • 11:34

    ჩაერთე RC COLA-ს გრანდიოზულ საახალწლო გათამაშებაში...

    RC COLA-მ ყველას დაასწრო და გრანდიოზული საახალწლო გათამაშება დაიწყო. გინდა მოიგო ყურსასმენი, ჰოვერი, ტელევიზორი, ველოსიპედი, მობილური ან სუპერ პრიზი - ბინა?  - მაშინ შეუერთდი RC COLA-ს გათამ...

  • 13:01

    HUAWEI მესამე კვარტალშიც კვლავ უსწრებს Apple-ს გაყ...

    წამყვანი ანალიტიკური ფირმების - IDC, IHS Markit და Counterpoint-ის მონაცემებით,  HUAWEI კვლავ უსწრებს Apple-ს გაყიდული სმარტფონების რაოდენობით და რჩება გაყიდვებით მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდ კომპ...

  • 11:08

    18 ნოემბერს ფიტოთერაპევტი ლელა გეჯაძე კულტურული მო...

    ფიტოთერაპევტი ლელა გეჯაძე კომპლექსური მკურნალობის ნაყენი „ქავთასი“-ს ავტორია იგი მკურნალობს ავადმყოფებს თავისი საავტორო ნაყენით, რომელიც თავდაპირველად ღვიძლისა და ნაღვლის სამკურნალოდ იყო შექმნილი, მაგ...

  • 16:16

    საქართველოს ბანკის BOG Fintech-ის მხარდაჭერით მონა...

    საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, BOG Fintech -ის მხარდაჭერით კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური ფესტივალი- DataFest Tbilisi იმართება. ფესტივალი განკუთვნილია იმ ადამიანებისთ...

  • 16:09

    „ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდის...

    „ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდისგან“ 5 წლიანი წარმატებული ბიზნეს საქმიანობისათვის ჯილდო მიიღო. საერთაშორისო აღიარება „ვენდის“ ქართულ რესტორნებს სწრაფი განვითარების ტემპების, მზარდი გ...