0 8 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

2018 წელს HUAWEI-ს სმარტფონების გაყიდვებმა 200 მილიონს გადააჭარბა

HUAWEI-ს მომხმარებელთა ბიზნეს გუნდის განცხადებით კომპანია HUAWEI-ს მიერ წარმოებული სმარტფონების გაყიდვებმა 2018 წელს 200 მილიონს გადააჭარბა. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ  აღნიშნული შედეგი მომხმარებელთა და მსოფლიოს მასშტაბით არსებული პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერამ და სმარტფონების სიძლიერემ განაპირობა. ექსპერტები HUAWEI-ს ამ რეკორდულ წარმატებას კომპანიის მიერ წარმოებულ ძლიერ სმარტფონებს უკავშირებენ, მათ შორის არის HUAWEI P20-ისა და HUAWEI Mate20  სერიის ინოვაციური და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობების მქონე სმარტფონები.

ბოლო 8 წლის განმავლობაში, HUAWEI-ს მომხმარებელთა ბიზნეს გუნდი მიმართავდა  მომხმარებელზე ზრუნვის კონცეფციასა და მიდგომებს. კომპანიამ ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ინდუსტრიის ყველაზე პოპულარულ, ინოვაციურ და კონკურენტულ ტექნოლოგიურ სფეროებში, როგორიცაა ფოტოგრაფია, ელემენტის გამძლეობა, კომუნიკაცია და ხელოვნური ინტელექტი. 



HUAWEI -ს სმარტფონების გაყიდვები  2010-დან 2018-წლამდე (მლნ) 

ბოლო 8 წლის განმავლობაში, HUAWEI-ს სმარტფონების გაყიდვები 3 მილიონიდან 200 მილიონამდე გაიზარდა, რაც 2010 წლის მაჩვენებელთან შედარებით 66-ჯერ მეტია.  2018 წლის მეორე და მესამე მეოთხედში, HUAWEI მსოფლიოში სმარტფონების მწარმოებელი მეორე კომპანია გახდა, ბაზრის 14.6% -იანი წილით. 

დღეს, მსოფლიო მასშტაბით, HUAWEI-ს სმარტფონებს 500 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს 170-ზე მეტ ქვეყანაში. IPSOS-ის მონაცემების მიხედვით, HUAWEI -ს ბრენდი ასოცირებულია პროგრესთან, ძლიერ და ინოვაციურ შესაძლებლობებთან და სანდოობასთან. 

„მომავალში, HUAWEI-ს მომხმარებელთა ბიზნეს გუნდი კვლავ გააგრძელებს მომხმარებლებზე ორიენტირებულ კონცეფციაზე ფოკუსირებას და ინოვაციების შექმნას, არ დაიშურებს ძალას რათა გახდეს რევოლუციური სმარტფონების შემდეგი ტალღის ლიდერი. შევქმნით რა ახალ ფასეულობებს მომხმარებლებისთვის, HUAWEI გახდება ყველასთვის საყვარელი ბრენდი, რომელიც თავის მომხმარებლებს უფრო მარტივად ცხოვრების საშუალებას მისცემს“ - განაცხადა HUAWEI -ს მომხმარებელთა ბიზნეს გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ იუმ.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.  HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები