0 6 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საფრანგეთის ელჩი: თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები უცნაურია, ნამდვილად

საქართველოში საფრანგეთის ელჩის პასკალ მენიეს განცხადებით, თიბისი ბანკის ირგვლივგანვითარებული მოვლენები გარკვეულ კითხვებს ბადებს. ფრანგმა დიმპლომატის განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში სამართლიანობასთანდაკავშირებით, საქართველოდან უარყოფითი სიგნალები მოდის.
თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები უცნაურია, ნამდვილად. ასეთი რამ ჩემთვისწარსულთან ასოცირდება. ეს ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა დალისტული და მას ასევე უცხოელიაქციონერები ჰყავს; ამ ბანკის მიმართ მენეჯმენტის კუთხით ყველაფერი წესრიგშია. შესაძლოა, რაიმეარასწორი მომხდარიყო 10 წელზე მეტი ხნის წინ, თუმცა ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ამსაკითხით დაინტერესება ახლა, ამდენი ხნის შემდეგ და არა - მანამდე“, - განაცხადა ელჩმა.
პასკალ მენიეს თქმითვე, თუ ეროვნული ბანკისგან სანქციებს პროპორციული სახე არ ექნება, ეს შექმნისშთაბეჭდილებას, რომ პროცესები პოლიტიკურადაა მოტივირებული. საფრანგეთის ელჩის შეფასებით,ამ ეტაპზე ზემოაღნიშნულ მოვლენებს საინვესტიციო გარემოზე გავლენა არ ჰქონია, თუმცა თუეროვნული ბანკის მიერ თიბისი ბანკის მიმართ არაპროპორციულ სანქციებს ექნება ადგილი, ესსაქართველოს ეკონომიკურ გარემოზე უარყოფითად აისახება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები