1 9 : 1 7
 | 

ბიზნესი

უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

14 მარტი,  2019 –საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი უძრავი ქონების ახალი პლატფორის  Area.ge-ს ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია. ნებისმიერი მსურველს, ვისაც ციფრული პლატფორმის დახვეწისა და შემდგომი განვითარების მიზნით პროცესში მონაწილეობა სურს, აქვს შესაძლებლობა დარეგისტრირდეს ონლაინ პლატფორმაზე https://beta.area.ge/ და მიიღოს სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ბენეფიტები.  კერძოდ, უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა/გაქირავებით დაინტერესებულ პირებს, მათ ვინც განსაკუთრებით აქტიური იქნება განცხადებების განთავსების კუთხით, Area.ge პრემიუმ სერვისებს სთავაზობს, რაც გულისხმობს  განცხადებების ვებგვერდზე კონკრეტული ვადით უფასოდ ატვირთვას. ასევე, ფოტოგრაფის მომსახურებას მაღალი ხარისხის  ვიზუალური მასალის განსათავსებლად.  

 

Area.ge პირველი თანამედროვე პლატფორმაა საქართველოში, რომელიც უძრავი ქონების ძებნის, გაყიდვისა და გაქირავების პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს და საძიებო სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს. Area.ge-ის უპირატესობას წარმოადგენს დაზუსტებული, ხარისხიანი და სანდო ინფორმაცია, რაც ხელოვნური ინტელექტის სისტემებითა და განცხადებების პროაქტიული მოდერაციით გახდა შესაძლებელი. პლატფორმის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს სრულყოფილი და მუდმივად განახლებადი ინფორმაცია. Area.ge ბაზარს სთავაზობს სრულიად ახალ სტანდარტს ვებგვერდის დიზაინის, ძებნის ნავიგაციისა და განცხადებების ნამდვილობის გადამოწმების კუთხით. პლატფორმაზე დაინერგა მოხმარებლის ქცევის შემსწავლელი სისტემები, რომლებიც მათ აძლევს შესაძლებლობას, განმეორებით ვიზიტებზე იხილონ მათთვის საინტერესო განცხადებები.

 

საქართველოს ბანკი კვლავაც განაგრძობს ციფრული პლატფორმების განვითარების ფინანსურ მხარდაჭერას და მომხმარებლებისათვის კიდევ უფრო საინტერესო და უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული შესაძლებლობების შექმნას. საქართველოს ბანკი მუდმივად ზრუნავს, რათა საკუთარ მომხმარებელს მათ საჭიროებაზე მორგებული პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს. Area.ge არის ის ონლაინსივრცე, რომელიც უძრავი ქონების სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი მხარის, იქნება ეს დეველოპერი, აგენტი თუ ფიზიკური პირი, ინტერესს დააკმაყოფილებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:41

    HUAWEI Mate 20 Pro ანდროიდის ახალი სისტემის ტესტირ...

    Google-მა HUAWEI Mate 20 Pro Android Q beta-ს პროგრამაში დააბრუნა. გარდა ამისა, კომპანია კვლავ განაგრძობს ისეთი ასოციაციების რიგებში ყოფნას, როგორიცაა: SD ასოციაცია, Bluetooth-ისა და Wi-Fi ალიანსი.კომ...

  • 13:22

    საქართველოს ბანკის პარტნიორობით „Welcome to Georgi...

    14 ივნისი, 2019- საქართველოს ბანკის პარტნიორობით „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ ფარგლებში ტურიზმისა და მასპინძლობის მორიგი კონფერენცია გაიმართება. საქართველოს ბანკი უკვე მეოთხე წე...

  • 12:37

    TPAY - გადახდის ახალი პლატფორმა...

    თიბისიმ გადახდის ახალი პლატფორმა - TPAY შექმნა. ამის შესახებ პრეზენტაცია თიბისიმ გუშინ, სასტუმრო „სტამბაში“ გამართა. TPAY მომხმარებლებს და სავაჭრო ობიექტებს საშუალებას აძლევს ფიზიკურ და ციფრულ გარემო...

  • 11:46

    მთის კურორტების განვითარების კომპანიამ კორეის რესპ...

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლები საქართველოს საელჩოს ორ...

  • 11:10

    სამ საუკუნოვან იუბილეს „ბავარია“ გრანდიოზულად აღნი...

    ლუდი „ბავარია“ 300 წლის ხდება. სამ საუკუნოვან იუბილეს „ბავარია“ გრანდიოზულად აღნიშნავს და ამ უმნიშვნელოვანეს  თარიღთან დაკავშირებით 120 ქვეყნიდან 300 ადამიანს ამსტერდამში ეპატიჟება. „ბავარი...

  • 17:42

    HUAWEI-ის მოწყობილობებს Facebook-ის, WhatsApp-ისა ...

    კომპანია HUAWEI-სა და Google-ს შორის  ბოლოდროინდელი  მოვლენების ფონზე, გავრცელებული   ინფორმაცია რომ HUAWEI-ის ახალ სმარტფონებში მომხმარებლები Facebook-ის, WhatsApp-ისა და Instagra...

  • 17:04

    პაშა ბანკი დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების...

    პაშა ბანკის სპონსორობით, 13-14 ივნისს დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების ფასიანი ქაღალდების რიგით მე-16 კონგრესი ჩატარდება. ღონისძიება ბათუმში გაიმართება. აღნიშნული კონგრესი 2004 წლიდან ყოველწლიუ...