1 8 : 4 3
 | 

ბიზნესი

Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance თიბისი ბანკი ზედიზედ უკვე მერვედ დაასახელა საუკეთესო ბანკად საქართველოში. აღნიშნული ჯილდო ხაზს უსვამს თიბისი ბანკის მიერ მომხმარებლებისთვის საუკეთესო საბანკო სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებას.
2019 წლის საუკეთესო ბანკები სპეციალურად დაჯილდოებისთვის დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია. შერჩევის კრიტერიუმებს წარმოადგენდა: აქტივების ზრდა, მომგებიანობის მაჩვენებელი, გეოგრაფიული დაფარვის არეალი, სტრატეგიული ურთიერთობები, ახალი ბიზნესების განვითარება და მომხმარებლებისთვის ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება.
„მოხარული ვართ, რომ Global Finance-ის კიდევ ერთი ჯილდო მივიღეთ. ეს აღიარება ხაზს უსვამს თიბისი ბანკის ძლიერ ფინანსურ შედეგებს, პროგრესს ციფრული სტრატეგიის განვითარების კუთხით და გუნდის ძალისხმევას, ბანკის მომხმარებლებს შესთავაზოს საუკეთესო მომსახურება და პროდუქტები. წლის ბოლოს კიდევ უფრო გაუმჯობესებული შედეგების მიღწევას ველით“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
„თანამედროვე მომხმარებელი უპრეცედენტოდ მაღალ მოთხოვნებს უყენებს ფინანსური მომსახურების პროვაიდერებს. მათ მოეთხოვებათ თითოეულ მომხმარებელზე მორგებული, მაქსიმალურად უსაფრთხო მომსახურების გაწევა რეალურ დროში“, - განაცხადა ჯოზეფ დ. ჯარაპუტომ, ჟურნალ „Global Finance“-ის მთავარმა რედაქტორმა.
საერთაშორისო ფინანსური ჟურნალი „Global Finance“ 1987 წელს დაარსდა და ის 50,050-იანი ტირაჟით გამოიცემა მსოფლიოს 188 ქვეყანაში. „Global Finance“-ის მკითხველებს წარმოადგენენ ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საინვესტიციო და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაზე. ჟურნალის ვებ-გვერდზე (GFMag.com) გამოქვეყნებული სტატიები და ანალტიკური მასალა ასახავს 32-წლიან გამოცდილებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე და მკითხველს სთავაზობს მნიშვნელოვან ინფორმაციასა და მონაცემებს 192 ქვეყნის შესახებ. ჟურნალის მთავარი ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს, მისი ფილიალები კი წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
Global Finance უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. გამოცემამ თიბისი ბანკი საქართველოში საუკეთესო ბანკად აღიარა 2004, 2006, 2007 და 2012-2019 წლებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:41

    HUAWEI Mate 20 Pro ანდროიდის ახალი სისტემის ტესტირ...

    Google-მა HUAWEI Mate 20 Pro Android Q beta-ს პროგრამაში დააბრუნა. გარდა ამისა, კომპანია კვლავ განაგრძობს ისეთი ასოციაციების რიგებში ყოფნას, როგორიცაა: SD ასოციაცია, Bluetooth-ისა და Wi-Fi ალიანსი.კომ...

  • 13:22

    საქართველოს ბანკის პარტნიორობით „Welcome to Georgi...

    14 ივნისი, 2019- საქართველოს ბანკის პარტნიორობით „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ ფარგლებში ტურიზმისა და მასპინძლობის მორიგი კონფერენცია გაიმართება. საქართველოს ბანკი უკვე მეოთხე წე...

  • 12:37

    TPAY - გადახდის ახალი პლატფორმა...

    თიბისიმ გადახდის ახალი პლატფორმა - TPAY შექმნა. ამის შესახებ პრეზენტაცია თიბისიმ გუშინ, სასტუმრო „სტამბაში“ გამართა. TPAY მომხმარებლებს და სავაჭრო ობიექტებს საშუალებას აძლევს ფიზიკურ და ციფრულ გარემო...

  • 11:46

    მთის კურორტების განვითარების კომპანიამ კორეის რესპ...

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლები საქართველოს საელჩოს ორ...

  • 11:10

    სამ საუკუნოვან იუბილეს „ბავარია“ გრანდიოზულად აღნი...

    ლუდი „ბავარია“ 300 წლის ხდება. სამ საუკუნოვან იუბილეს „ბავარია“ გრანდიოზულად აღნიშნავს და ამ უმნიშვნელოვანეს  თარიღთან დაკავშირებით 120 ქვეყნიდან 300 ადამიანს ამსტერდამში ეპატიჟება. „ბავარი...

  • 17:42

    HUAWEI-ის მოწყობილობებს Facebook-ის, WhatsApp-ისა ...

    კომპანია HUAWEI-სა და Google-ს შორის  ბოლოდროინდელი  მოვლენების ფონზე, გავრცელებული   ინფორმაცია რომ HUAWEI-ის ახალ სმარტფონებში მომხმარებლები Facebook-ის, WhatsApp-ისა და Instagra...

  • 17:04

    პაშა ბანკი დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების...

    პაშა ბანკის სპონსორობით, 13-14 ივნისს დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების ფასიანი ქაღალდების რიგით მე-16 კონგრესი ჩატარდება. ღონისძიება ბათუმში გაიმართება. აღნიშნული კონგრესი 2004 წლიდან ყოველწლიუ...