0 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ჰონგ კონგის ბიზნეს დელეგაცია მომდევნო კვირაში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

 

18-20 მარტს თბილისს ოფიციალური ვიზიტით ჰონგ კონგის ბიზნეს დელეგაცია ეწვევა.  ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია ქართულ მხარესთან პერსპექტიულ ინვესტიციებსა და პარტნიორობას განიხილავს. ჰონგ კონგისა და საქართველოს აქტიურ თანამშრომლობაში მნიჭვნელოვანი წვლილი მიუძღვის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რომელსაც მხარეებმა ხელი შარშან ივნისში მოაწერეს.

ჰონგ კონგის სავაჭრო და ეკონომიკური საბჭოს ინიციატივით შექმნილ დელეგაციას საბჭოს მდივანი ედვარდ იაუ ხელმძღვანელობს. დელეგაცია სხვადასხვა პროფესიული დარგის წარმომადგენლებისგან შედგება, მათ შორის არიან ფინანსების, ინფრასტრუქტურული განვითარების, დაზღვევის, ტექნოლოგიების, ვაჭრობის და სხვა სფეროს წარმომადგენლები.

18 მარტს, 15:20 საათზე სასტუმრო თბილისი მერიოტში მედიისთვის ბრიფინგს ჩაატარებს ჰონგ კონგის სავაჭრო და ეკონომიკური საბჭოს მდივანი ედვარდ იაუ. ის დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის მედიას ოფიციალური ვიზიტის შესახებ. ასევე, ისაუბრებს საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები