1 7 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2019 - „ბიზნესი მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად“

2 მაისს, 19:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება კორპორაციულიპასუხისმგებლობის ჯილდოს ყოველწლიურ კონკურსში გამარჯვებული კომპანიების დაჯილდოება.

კოპორაციული პასუხისმგებლობის კლუბისა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით ჯილდოს კონკურსი უკვე მეორედ ტარდება საქართველოში  და მიზნად ისახავს, ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის პოპულარიზაციას და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას.

ხარისხიანი განათლება; გენდერული თანასწორობა; ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა; მდგრადი ქალაქები და დასახლებები; პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის – ეს ის კატეგორიებია, რომლებშიც გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდებიან და და დაჯილდოვდებიან.  აღსანიშნავია, რომ წელს პირველად გამოვლინდება და დაჯილდოვდება SDG პიონერი – 35 წლამდე ასაკის ლიდერი, რომელიც მუშაობს ბიზნეს სექტორში, და თავისი საქმიანობით ხელს უწყობს კომპანიის პასუხისმგებლიან საქმიანობას, და ქვეყნის მდგრად განვითარებას.

გამარჯვებულებს ჯილდო საშუალებას მისცემს: მიიღონ აღიარება კოლეგებს შორის, როგორც ლიდერებმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში. წარმოჩნდნენ, როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორები, მომხმარებელთა, პარტნიორთა და ინვესტორთა წინაშე. წვლილი შეიტანონ საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროს განვითარებაში, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.

დამატებითი ინფორმაცია:

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის (CSR Club) და გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) საქართველოს ქსელის ინიციატივით, საქართველოში   „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს” ცერემონიალი, პირველად 2018 წელს გაიმართა. წარდგენილი 23 პროექტიდან, ადგილობრივი და საერთაშორისო შემფასებლებისგან შემდგარმა ჟიურიმ სხვადასხვა კატეგორიაში სამი გამარჯვებული კომპანია  გამოავლინა და დააჯილდოვა. ესენი იყო: ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მიმართულისაუკეთესო პროექტი – გამარჯვებული კომპანია „ფოთის პორტი“, გარემოს დაცვისკენ მიმართულისაუკეთესო პროექტი – კომპანია ‘ნატახტარი“ და წარმატებული პარტნიორობა მდგრადიგანვითარებისთვის – კომპანია m2.

 

კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით აქტივობები მხარდაჭერილია შვედეთის მთავრობის მიერ.

 

კომპანიების პროექტების შესახებ ინფორმაცია:

https://www.facebook.com/pg/csrclubgeorgia/photos/?tab=album&album_id=2187311964914329

ჟიურის წევრების შესახებ ინფორმაცია:

https://www.facebook.com/pg/csrclubgeorgia/photos/?tab=album&album_id=2187306328248226

2018 წლის ჯილდოს ცერემონია:

https://www.facebook.com/pg/csrclubgeorgia/photos/?tab=album&album_id=1910057432639785

საკონტაქტო ინფორმაცია:

ეთუნა ცოტნიაშვილი,  599 512215, [email protected]

მაია ტაკაშვილი, 577 244085, [email protected]

კომენტარები

მსგავსი სიახლეები