0 3 : 1 5
 | 

ბიზნესი

დავით ბერძენიშვილი: რაც უფრო მეტი ბერკეტი ექნება რუსეთს ქართულ ეკონომიკაში, მით უფრო ცუდია

საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საწვავის კომპანია - „ვისოლი“ (Wissol) შესაძლოა „როსნეფტმა“ შეიძინოს.  იქნება თუ არა ეს კიდევ ერთი ბერკეტი რუსეთის ხელში და გაზრდის თუ არა ეს ქვეყნის ენერგოდამოკიდებულებას რუსეთზე, ამ საკითხზე კითხვებს „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა უპასუხა.

როგორც დავით ბერძენიშვილი განმარტავს, მისთვის  კატეგორიულად მიუღებელია რუსული კომპანიების გაძლიერება ქართულ ბაზარზე.

„მე არ ვგულშემატკივრობ რუსული სახელმწიფო კომპანიების  გაძლიერებას ქართულ ბაზარზე. არ არის ეს კარგი პროცესი, რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი ბერკეტი ექნება რუსეთს საქართველოზე, ქართულ ეკონომიკაზე, მითუმეტეს, ენერგეტიკაში, მით უფრო ცუდია. სომხეთში ნიკოლ  პაშინიანის ხელისუფლება სულაც არ არის პრორუსული თავისი არსით, მაგრამ მას  დახვდა პრაქტიკულად რუსული ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი  სომხური ეკონომიკა.  სწორედ ამიტომ არის აქ სირთულე,“ - განაცხადა ბერძენიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    „თელიანი ველის“ კიდევ ერთი გამარჯვება ოქროს თასი, ...

    „თელიანი ველის“ საერთაშორისო კონკურს „International Wine Challenge 2019“ -ზე მოპოვებული მედლები და უმაღლესი ჯილდო ოქროს თასი საერთაშორისო კონკურს „International Wine Challenge 2019“ წარმოდგენილმა...

  • 17:19

    „თელიანი ველი“ საერთაშორისო გამოფენა Vinexpo Borde...

    საფრანგეთის ქალაქ ბორდოში 13-16 მაისს ღვინის საერთაშორისო გამოფენა VinExpo Bordeaux 2019 გაიმართა. გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მონაწილეობა ...

  • 15:23

    B COM - ახალი სივრცე ბიზნესსაზოგადოებისთვის...

    თიბისი ბიზნესი ბიზნესსაზოგადოებისთვის ახალ სივრცეს ქმნის.  B COM  არის  ბიზნესკომუნიკაციის პლატფორმა, რომელიც მასში გაწევრიანებულ ბიზნესებს სხვადასხვა სახის ბენეფიტებს სთავაზობს.  ...

  • 13:44

    #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარის ფარგლებში პლატოს ტ...

    ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება კომპანია  IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით, ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე 2500 ნერგი დარგო. აქცია  ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში განხო...

  • 12:34

    „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ 25 000 აბონენტს ძველი მრიცხ...

    გაზგამანაწილებელი კომპანიის 15-მილიონიანი სოციალური პროექტი - თბილისის 25 000 აბონენტის ექსპლუატაციიდან გამოსული გაზის მრიცხველი ახლით ჩანაცვლდა. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ტექნიკურმა სამსახურმა დედაქალა...

  • 16:28

    ავტო ლომბარდი

    ავტო ლომბარდი საუკეთესო გამოსავალია იმ შემთხვევაში, როდესაც გესაჭიროებათ თანხა, მაგრამ საკმარისი დრო არ გაქვთ დოკუმენტაციების შესაგროვებლად და სხვა ტიპის კრედიტის ასაღებად. როგორც წესი, საფინანსო ორგა...

  • 14:37

    "დინო" - სასმელი ვისაც ენერგია სჭირდება...

    ენერგეტიკული სასმელების ბაზარზე კიდევ ერთი ბრენდი გამოჩნდა. ქართული ენერგეტიკული სასმელი „დინო“, რომელიც სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერაა წარმოებული უკვე საცალო ქსელში იყიდება. „დინო“ საკუთარ ...

×