0 1 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

#ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი საგაზაფხულო დარგვებს კვლავ პლატოს ტერიტორიაზე განახორციელებს

18 მაისს,  12:00 საათზე, კომპანია  IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით, ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე 2500 ნერგი დაირგვება.

აქცია ხორციელდება ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში, რომლის  მიზანს ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე ტყის საფარის აღდგენა-განახლება წარმოადგენს. პროექტში „ბორჯომი“ უკვე მერვე წელია ჩართულია. დღემდე კამპანიის #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი ეგიდით 3 ჰექტარ მიწის ფართობზე 8700 ნერგია დარგული. წელს კი კომპანია კავკასიური ფიჭვის 2500 ნერგის დარგვას გეგმავს. „ბორჯომის“ მიზანია აღადგინოს ტყის საფარი ბორჯომში და ასევე, აქტიურად ჩართოს საზოგადოების წევრები ტყის აღდგენის პროცესში.

„ტყის საფარის აღდგენა და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, შენარჩუნება თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. ჩვენი პროექტიც, რომელიც უკვე ბევრი წელია არსებობს, სწორედ, ამას ემსახურება, დავრგოთ ახალი ნერგები და 5 წლის მანძილზე განვახორციელოთ მოვლა - პატრონობა. ასევე, მნიშვნელოვანია ამ თემაზე ბევრი საუბარი, რათა საზოგადოების ფართო მასები ჩავრთოთ ამ აქტივობებში  და ისინიც ბუნების გულშემატკივრებად გადავაქციოთ.  წელს, ჩვენ გვინდა მადლობა გადავუხადოთ და „ბორჯომის გმირი 2019“ სტატუსი მივანიჭოთ  იმ ადამიანებს, რომლებმაც ბუნების მნიშვნელობა კარგად იციან,“ - აღნიშნა კომპანია IDS ბორჯომის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა,  ნიცა ჩოლოყაშვილმა.

ამ დღესვე, გაიმართება დაჯილდოება „ბორჯომის გმირი 2019“, რომელიც წელს გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე ადამიანებს გადაეცემათ, მათ, ვინც თავიანთი საქმიანობით ხელს უწყობს მწვანე გარემოს. ერთ-ერთი „ბორჯომის გმირის“  ვინაობა უკვე ცნობილია - „ბორჯომის გმირი 2019“ სტატუსის მატარებელი სამცხე-ჯავახეთის მთავარი მეტყევე კობა სილაგაძე გახდება.

ღონისძიებას დაესწრებიან და მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს და დაცული ტერიტორიების სამსახურების  წარმომადგენლები,  ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მედია და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს თანამშრომლები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები