0 3 : 1 0
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალი საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორის შესახებ მომზადებულ კვლევას ანახლებს


თიბისი კაპიტალი ანახლებს თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევას 2019 წლის პირველი კვარტლის ტრანზაქციების მონაცემებით. ახალი საკრედიტო რეგულაციების ფონზე, კვლევის განახლება სექტორის მსხვილი მონაწილეების მზარდმა დაინტერესებამ განაპირობა, მიიღონ რელევანტური, სანდო და კომპეტენტური ინფორმაცია სექტორის შესახებ. კვლევის მიზანია, კომპანიებსა და პოტენციურ ინვესტორებს პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია ბაზრის მიმდინარე მდგომარეობისა და სექტორის განვითარების პოტენციალის შესახებ.
კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ 2019 წლის პირველ კვარტალში, 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაყიდვები არ შემცირებულა, მათ იგივე დონე შეინარჩუნეს. როგორც მოსალოდნელი იყო, 2018 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით გაყიდვების კლება ფიქსირდება, რაც ნაწილობრივ სეზონურობით, ნაწილობრივ 2018 წლის ბოლო კვატალში ბაზარზე რეკორდული აქტივობით აიხსნება.
ხელშესახები კლების არარსებობის მიუხედავად, სახეზეა ტრენდისგან გადახვევა: წლების მანძილზე გაყიდვები ყოველი წლის პირველ კვარტალში სჭარბობდა წინა წლის პირველი კვარტლის გაყიდვებს. 2019 წლის პირველი კვარტალი ამ მხრივ გამონაკლისია.
2019 წლის იანვრის გაყიდვები წინა წლის იანვართან შედარებით 6%-ით არის გაზრდილი, მცირე, 1%-ანი მატებაა თებერვალში, ხოლო მარტში 6% კლება ფიქსირდება, თუმცა ამ დინამიკიდან დასკვნის გამოტანა ნაადრევია.
2019 წლის პირველ კვარტალში ახალი აშენებული ბინების გაყიდვები გაიზარდა, ხოლო ძველი აშენებული ბინების გაყიდვები შემცირდა, რაც ამ სეგმენტში მცირე ზომის ბინების გაყიდვის კლებით იყო განპირობებული. იპოთეკური პორტფელი კვარტლის მანძილზე უმნიშვნრლოდ გაიზარდა. გაცემული სესხების რაოდენობა და მოცულობა ნაკლებია ვიდრე 2018 წლის პირველ კვარტალში გაცემული სესხებისა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ლარში დენომინირებულ ახალ იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები კლებულობს, რაც მოთხოვნის სტიმულირებას იწვევს.
გაყიდვებით შეწონილი საშუალო გასაყიდი ფასი მეტწილად სტაბილურია და წინა კვატალთან შედარებით უმნიშვნელო კლება განიცადა. ამავდროულად, ახალი აშენებული ბინების ფასი მცირედ მზარდია, ხოლო ძველი აშენებული ბინებისა - კლებადი.
თიბისი კაპიტალი განახლებულ კვლევაში მკითხველს იპოთეკური სესხების ხელმისაწვდომობის კალკულაციის სენსიტიურობის ანალიზს სთავაზობს, ბინის ზომის და ფასის მიხედვით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    „თელიანი ველის“ კიდევ ერთი გამარჯვება ოქროს თასი, ...

    „თელიანი ველის“ საერთაშორისო კონკურს „International Wine Challenge 2019“ -ზე მოპოვებული მედლები და უმაღლესი ჯილდო ოქროს თასი საერთაშორისო კონკურს „International Wine Challenge 2019“ წარმოდგენილმა...

  • 17:19

    „თელიანი ველი“ საერთაშორისო გამოფენა Vinexpo Borde...

    საფრანგეთის ქალაქ ბორდოში 13-16 მაისს ღვინის საერთაშორისო გამოფენა VinExpo Bordeaux 2019 გაიმართა. გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მონაწილეობა ...

  • 15:23

    B COM - ახალი სივრცე ბიზნესსაზოგადოებისთვის...

    თიბისი ბიზნესი ბიზნესსაზოგადოებისთვის ახალ სივრცეს ქმნის.  B COM  არის  ბიზნესკომუნიკაციის პლატფორმა, რომელიც მასში გაწევრიანებულ ბიზნესებს სხვადასხვა სახის ბენეფიტებს სთავაზობს.  ...

  • 13:44

    #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარის ფარგლებში პლატოს ტ...

    ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება კომპანია  IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით, ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე 2500 ნერგი დარგო. აქცია  ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში განხო...

  • 12:34

    „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ 25 000 აბონენტს ძველი მრიცხ...

    გაზგამანაწილებელი კომპანიის 15-მილიონიანი სოციალური პროექტი - თბილისის 25 000 აბონენტის ექსპლუატაციიდან გამოსული გაზის მრიცხველი ახლით ჩანაცვლდა. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ტექნიკურმა სამსახურმა დედაქალა...

  • 16:28

    ავტო ლომბარდი

    ავტო ლომბარდი საუკეთესო გამოსავალია იმ შემთხვევაში, როდესაც გესაჭიროებათ თანხა, მაგრამ საკმარისი დრო არ გაქვთ დოკუმენტაციების შესაგროვებლად და სხვა ტიპის კრედიტის ასაღებად. როგორც წესი, საფინანსო ორგა...

  • 14:37

    "დინო" - სასმელი ვისაც ენერგია სჭირდება...

    ენერგეტიკული სასმელების ბაზარზე კიდევ ერთი ბრენდი გამოჩნდა. ქართული ენერგეტიკული სასმელი „დინო“, რომელიც სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერაა წარმოებული უკვე საცალო ქსელში იყიდება. „დინო“ საკუთარ ...

×