1 0 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

შსს: ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დავით გარეჯის ტერიტორიაზე მონიტორინგს ერთობლივად ახორციელებენ

ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დილიდან არიან მობილიზებული დავით გარეჯის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე და ერთობლივად ახორციელებენ ადგილზე არსებული ვითარების მონიტორინგს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარე არ გეგმავს  არანაირ მსვლელობას და აქციას.

„არ ველოდებით არანაირ პროვოკაციას. იმიტომ ვართ ჩვენ აქ, რომ მოქალაქეების  უსაფრთხოების დაცვა მოხდეს“, – განაცხადა სასაზღვრო პოლიციის უფროსის  მოადგილემ თეიმურაზ კუპატაძემ.

რაც შეეხება სასულიერო პირებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ დავით  გარეჯში დღეს დაგეგმილ აქციას, კუპატაძის განცხადებით, მოქალაქეების აყვანა  ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვით მოხდება.

„რა თქმა უნდა, აქ შეკრებილ ხალხს ექნება საშუალება ჩიჩხიტურის კოშკთან  ასვლის. ჩვენ ეტაპობრივად უზრუნველვყოფთ ამ ხალხის აყვანას.  რამდენიმე ადამიანს ავიყვანთ ორგანიზებულად, შემდეგ, ისინი რომ ჩამოვლენ,  მეორე ეტაპი ავა“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები