0 1 : 3 8
 | 

ბიზნესი

თიბისი თანამშრომლებისთვის ინოვაციურ პროექტს სტარტაპ-დეკრეტს იწყებს

თიბისი თანამშრომლებისთვის უპრეცედენტო, ინოვაციური პროექტის  - სტარტაპ-დეკრეტის განხორციელებას იწყებს.

პროექტის ფარგლებში, თიბისის თანამშრომლები შეძლებენ საკუთარი ბიზნესიდეის რეალობად ქცევას. ამისათვის, თიბისი მათ 6 თვიან დეკრეტულ შვებულებას სრულად აუნაზღაურებს და შესაძლებლობას მისცემს, სტარტაპიდეა განავითარონ და რეალურ ბიზნესად აქციონ.  გარდა ამისა, თიბისელები ავტომატურად ჩაერთვებიან პროგრამა სტარტაპერში და არაფინანსური და ფინანსური სერვისებით სარგებლობას განსაკურებული პირობებითა და შეღავათებით შეძლებენ. 

სტარტაპ-დეკრეტის ფარგლებში, თიბისელები საკუთარ ბიზნესიდეებს სპეციალურად პროექტისთვის შერჩეულ ჟიურის წევრებს წარუდგენენ, რის შემდეგაც ჟიური საუკეთესო იდეების ავტორებს გამოავლენს. ბიზნესიდეა უნდა იყოს ინოვაციური, ნებისმიერ სფეროსთან დაკავშირებული, გარდა სტანდარტული ვაჭრობისა. უპირატესობა მიენიჭება ტექნოლოგიურ იდეებს. 

„სტარტაპ-დეკრეტი უნიკალური და ინოვაციური პროექტია, რომელსაც ანალოგი არ აქვს. თიბისის მისიაა ციფრული ტექნოლოგიების განვითარება და ეს პროექტიც გარკვეულწილად ამის გამოძახილია. გვინდა, თიბისელებს შესაძლებლობა ჰქოდეთ, განავითარონ საკუთარი იდეები და რეალურ ბიზნესებად აქციონ ისინი. ამ ინიციატივით ქვეყანაში სტარტაპების განვითარებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯს ვდგამთ და ვაფიქსირებთ, რომ თიბისი საუკეთესო დამსაქმებელი ორგანიზაციაა. პროექტი სტარტაპ-დეკრეტი უნიკალური და არასტანდარტული მიდგომაა როგორც თანამშრომლების, ისე სტარტაპერების მხარდასაჭერად“,  -  ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი. 

სტარტაპ-დეკრეტის პირველ 10 გამარჯვებულს თიბისი სექტემბერში გამოავლენს.

კომენტარები

სარეკლამო ადგილი - 46
850 x 250

მსგავსი სიახლეები

  • 16:05

    საქართველოს ბანკისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ...

    18 ივნისი, 2019 - საქართველოს ბანკისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფორუმი გაიმართა. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ფორუმზე განიხილეს ინფრასტრუქტურის დარგში არსებული სიახლეები, გამო...

  • 11:43

    საქართველოს ბანკის ჯგუფი (Bank of Georgia Group PL...

    18 ივნისი, 2019- საქართველოს ბანკის ჯგუფი ელექტრონული ეკოსისტემების განვითარებას აგრძელებს და ერთერთი  წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმის- extra.ge-ის   განვითარებაში ინვესტირება...

  • 13:10

    კახეთში თიბისის რეგიონული ბიზნესფორუმი ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებითა და ფონდი EFSE-ს მხარდაჭერით, რეგიონული ბიზნესფორუმები გრძელდება. აჭარისა და იმერეთის შემდეგ, ფორუმის მონაწილეები ამჯერად კახეთში შეიკრიბნენ. ბიზნესფორუმში მონაწილეობა იმ მცირ...

  • 11:27

    პაშა ბანკმა დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნები...

    პაშა   ბანკის   სპონსორობით, ბათუმში, 13-14   ივნისს   დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიისქვეყნების ფასიანი ქაღალდების რიგით მე-16 კონგრესი ჩატარდა. აღნიშნული კონგრესი...

  • 23:19

    თიბისი ბანკი ტაქსის მძღოლების ხელშეწყობის პროგრამა...

    თიბისი ბანკი ტაქსის მძღოლებს მათზე მორგებულ, გამარტივებულ ფინანსურ პროდუქტებს სთავაზობს.  ტაქსის მძღოლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თბილისში მომუშავე ტაქსის მძღოლები ავტომობილების შეძენა...

  • 23:43

    პაშა ბანკმა ჟურნალის Entrepreneur საიტის პრეზენტაც...

    14 ივნისს, სასტუმრო „მოქსიში“, ჟურნალის Entrepreneur ივნისის ნომრისა და საიტის www.entrepreneur.ge  პრეზენტაცია შედგა. ღონისძიებას სპოსნორობა პაშა ბანკმა გაუწია.პრეზენტაციას Entrepreneur-ის ამ დრ...

  • 23:36

    შპს „მაგთიკომის“ განცხადება...

    მაგთიფიქსისმომსახურება  უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება 17 ივნისიდან მაგთი ფიქსის მომსახურება  უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება და მომხმარებლები შეუფერხებლად შეძლებენ აღნიშნული სერვისით სარგებლობა...