0 5 : 3 8
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფორუმი გაიმართა

18 ივნისი, 2019 - საქართველოს ბანკისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფორუმი გაიმართა. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ფორუმზე განიხილეს ინფრასტრუქტურის დარგში არსებული სიახლეები, გამოწვევები და პერსპექტივები. ამასთან, გალტ & თაგარტმა შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკის და მშენებლობის სექტორის მიმოხილვა წარმოადგინა. პრეზენტაციაზე განიხილეს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტენდენციები, მიმდინარე რეფორმები, გაცვლითი კურსის დინამიკა და მოლოდინები. ასევე, ფორუმის  მონაწილეები გაეცნენ სამშენებლო სექტორის მიმდინარე ტენდენციებს, ზრდის პერსპექტივებს და დაფინანსების წყაროებს.

 

„საქართველოს ბანკი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სექტორების ხელშეწყობასა და  განვითარებას განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სექტორს მშპ-ს 9.3% უკავია და სექტორის ბრუნვა 7.2 მლრდ ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპისთვის, ვინაიდან უკეთესი ინფრასტრუქტურა ქვეყნის ეკონომიკის პოტენციალის სრულად გამოყენებას უწყობს ხელს, მათ შორის ისეთ დარგებში როგორიცაა ტურიზმი, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, მრეწველობა, ვაჭრობა და სხვა. მშენებლობის დარგი ასევე მნიშვნელოვანია სოციალური თვალსაზრისით, რადგან იგი ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. საქართველოს ბანკი გალტ & თაგარტთან ერთად მუდმივად მზად არის საკუთარი გამოცდილება  გაუზიაროს დარგის მოთამაშეებს, რათა მათ შეძლონ მათი საქმიანობის განვითარება, რისკების გადაზღვევა, სწორი გადაწყვეტილებების მიღება და ამით ბიზნესის უკეთ დაგეგმვა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფაილოძემ.

 

ინფრასტრუქტურის ფორუმის მიზანია ხელი შეუწყოს დარგში არსებული გამოწვევების შესახებ ღია პლატფორმის არსებობას, რათა კომპანიებმა ამ პლატფორმის საშუალებით მიიღონ ინფორმაცია მშენებლობის დარგში მიმდინარე ტენდენციებსა და დაფინასების შესაძლებლობებზე,  ასევე ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:44

    რე|ბანკის ფილიალი გორში გაიხსნა...

    გორში რე|ბანკის, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდის, ფილიალი გაიხსნა. დღეიდან მომსახურების მიღებას მომხმარებლები უკვე ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე #13-ში შეძლებენ. თბილისში რე|ბანკ...

  • 16:40

    ბათუმი - ოდესღაც შორეული ნაოსნობიდან დაბრუნებული ხ...

    როგორია დათო ტრაპაიძის #ქალაქიხასიათით #ქალაქიხასიათით - ასე ჰქვია ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“   შემოქმედებით კონკურსს, რომელიც ფინალური ეტაპზე გადადის და გამარჯვებული რამდენიმე დღე...

  • 15:37

    „შენც გახდი ჩვენი ბინადარი“!...

    აქცია ნოემბრის ბოლომდე ლისის ტბის მიმდებარედ მშენებლობის დაწყებისთანავე დეველოპერული კომპანია „ბინადარის“  პროექტმა „ბინადარი ლისზე“ უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. „პროექტს ძალიან ბევრი უ...

  • 15:28

    „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფი“ საქართველოში უა...

    15 ნოემბერს, 14:30 საათზე „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ ინიციატივით, უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკურ ცენტრში (მის: თბილისი, თამარაშვილის #4), მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო ტური მოეწყ...

  • 11:20

    თიბისი IT აკადემია სტუდენტების მეორე ნაკადის მიღებ...

    თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმა, თიბისი IT აკადემია სტუდენტებისთვის backend development-ის კურსზე მეორე ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, IT აკადემიაში ...

  • 16:20

    თბილისში ბავშვებისთვის განკუთვნილი ახალი სივრცე გა...

    ყველაფერი ერთ სივრცეში - ქალაქის ცენტრში 10 ნოემბერს, ბავშვებისთვის განკუთვნილი ახალი ცენტრი, „ტალღა“ გაიხსნა. ეს არის სივრცე, რომელიც ბავშვთა სპას, ხელოვნების სტუდიასა და ფოტოსტუდიას აერთიანებს. ა...

  • 15:13

    თიბისი დაზღვევის ახალი პროდუქტი - მასპინძლის სახლი...

    თიბისი დაზღვევა მომხმარებელს ახალ პროდუქტს - მასპინძლის დაზღვევას სთავაზობს.სახლის გაქირავება ხშირად გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირდებული. ახალი პროდუქტი კი გაქირავებულ საცხოვრებელ ფართს ი...