თიბისიმ და EBRD-იმ “ლოპოტა სპა რეზორტის” ინფრასტრუ...
თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, “ლოპოტა სპა რეზორტის” ახალი პროექტები 9 400 000 ევროთი დააფინანსეს, რომლის ფარგლებშიც, ივნისში ახალი ობიექტები გაიხსნება:...
|
HUAWEI-ს სამომავლო განვითარებასა და ამერიკელ პარტნიორებთან ურთიერთობის გაგრძლებაზე, HUAWEI-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა რენ ჟენფეიმ საერთაშორისო ინტერნეტ გამოცემა CNBC-თან ისაუბრა და ამასთან ერთად, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ბევრი სხვა საინტერესო დეტალიც განიხილა.
რენ ჟენფეიმ CNBC -ის ჟურნალისტთან საუბრისას ხაზი გაუსვა, HUAWEI-ს განვითარებაში ამერიკული კომპანიების წვლილს: „მათთან პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიისთვის და ეს თანამშრომლობა უკვე 30 წელს ითვლის. შესაბამისად, ორივე მხარისთვის ჩამოყალიბებული ურთიერთობები და პარტნიორობა პოლიტიკაზე მაღლა დგას“.
გამოცემათან საუბრისას კომპანია HUAWEI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა განსაკუთრებული ყურადღება Google-ზე გაამახვილა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ HUAWEI არ გამოიყენებს Android-ის ოპერაციულ სისტემას, Google დაკარგავს 700-800 მილიონ არსებულ მომხმარებელს, რაც ძალიან დიდი დანაკარგია. შესაბამისად, პარტნიორობის გაგრძელება ორივე კომპანიისთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენს.
„აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჩიპების მნიშვნელობაც, რომლებსაც HUAWEI ამერიკელ მომწოდებლებს უკვეთავს. ჩვენი პარტნიორები პირნათლად ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს და ამ ეტაპზე, ოფიციალური ვაშინგტონისგან ნებართვის მოპოვებას ცდილობენ. თანხმობის მიღების შემთხვევაში, HUAWEI კვლავ განაგრძობს ამერიკული ჩიპების შესყიდვას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ HUAWEI ვერ მიიღებს საკმარისი რაოდენობით პროდუქციას პარტნიორებისგან, ეს პრობლემას არ შექმნის, რადგან კომპანიას აქვს მათი თავად წარმოების რესურსი,“ - განაცხადა რენ ჟენფეიმ.
გარდა ამისა, HUAWEI-ს დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ მსგავს რადიკალურ ქმედებებს და ფაქტობრივად თავდასხმას, ამერიკის მთავრობისგან არ ელოდა, თუმცა არსებობდა გარკვეული მოლოდინები, რომლებზე დაყრდნობითაც კომპანიამ შეძლო მძიმე პერიოდისთვის მომზადება. რენ ჟენფეის თქმით, მომავალ წლებში, შესაძლოა შემცირდეს წარმოების მოცულობა და შემოსავალი გაყიდვებიდან 2019 წელს მოსალოდნელ ციფრზე ნაკლები იყოს - დაახლოებით 30 მილიარდი დოლარი შეადგინოს. თუმცა, მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში კომპანია კვლავ დაუბრუნდება ზრდის ტემპებს და საზოგადოებას კიდევ უფრო უკეთეს მომსახურებას შესთავაზებს „მიმდინარე მოვლენების ფონზე, გაოცებული ვარ ჩვენი თანამშრომლების მონდომებით, ისინი კიდევ უფრო ენერგიულები გახდნენ და იმაზე მეტს მუშაობენ, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოვიგოთ ეს სანქციების "ბრძოლა“- აღნიშნა ჟენფეიმ.
კიბერ უსაფრთხოებაზე საუბრისა, HUAWEI-ს დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ წლების გამოცდილებამ კომპანიის სანდოობა დაამტკიცა რაც შეეხება კიბერ უსაფრთხოებას, „HUAWEI პასუხისმგებელია 3 მილიარდ ადამიანს შორის კავშირის უზრუნველყოფაზე, ბანკების, ბიზნესისა და მთავრობის დაკავშირებაზე. ბოლო 30 წლის განმავლობაში, HUAWEI -ს მომსახურებით სარგებლობს 170 ქვეყანა და ეს კავშირი არასდროს დარღვეულა, რაც კარგად მეტყველებს ქსელების უსაფრთხოებაზე,“ - განაცხადა ჟენფეიმ. ის ასევე შეეხო ინტელექტუალური საკუთრების საკითხებს და აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიის განვითარებისთვის ეთიკური სტანდარტების პატივისცემა „HUAWEI ყოველთვის ოპერირებდა შესაბამისი ეთიკური სტანდარტებით, მაშინაც კი, როცა პატარა კომპანია იყო. მარტივად რომ ვთქვათ, HUAWEI ვერ გახდებოდა ის რაც არის დღეს, რომ არ გვქონოდა ძლიერი ბიზნეს ეთიკა“.
სექტორის და სფეროს განვითარების შესახებ საუბრისას, რენ ჟენფეიმ ხაზი გაუსვა ერთ ძირითად მიმართულებას, რომელიც მისი თქმით უახლოეს წლებში კიდევ უფრო მეტად განვითარდება „ვფიქრობ მომდევნი 20-30 წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი ადამიანებისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა იქნება. AI აძლიერებს ადამიანურ შესაძლებლობებს, თუმცა არ ცვლის მათ. საზოგადოება უფრო და უფრო რთული ხდება, გამოწვევებიც უფრო სერიოზული, შესაბამისად მომავალში, ზოგიერთ ამოცანას პირდაპირ ხელოვნური ინტელექტი დაარეგულირებს. ინოვაციების მიმართ ტოლერანტულები უნდა ვიყოთ. ხელოვნური ინტელექტი არ არის რაღაც ნეგატიური, ის ადამიანების შესაძლებლობების გაგრძელებაა“ - აღნიშნა HUAWEI-ს დამფუძნებელმა.
დასასრულს, რენ ჟენფეი HUAWEI-ს სმარტფონების მსოფლიო გაყიდვების პროგნოზსაც შეეხო. „დიახ, თავდაპირველად გაყიდვები დაახლოებით 40%-ით დაეცა, თუმცა ეს პროცესი სწრაფად დარეგულირდა და მაჩვენებელი უკვე 20%-მდე შემცირდა. ასე რომ, სიტუაცია ნელნელა გამოსწორდება. გვაქვს თუ არა განვითარების სხვა გზა? სიმართლე გითხრათ, ასეთი აზრი ჯერ არ მომსვლია. ჩვენ მხოლოდ ერთი გზის გვჯერა და მას მივყვებით ნაბი-ნაბიჯ - ჩვენ არ გავჩერდებით იქამდე, სანამ ჩვენი ინდუსტრიის მწვერვალს არ მივაღწევთ“ -განაცხადა კომპანია HUAWEI-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.
თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, “ლოპოტა სპა რეზორტის” ახალი პროექტები 9 400 000 ევროთი დააფინანსეს, რომლის ფარგლებშიც, ივნისში ახალი ობიექტები გაიხსნება:...
იაპონური კულტურისა და სამზარეულოსადმი გამორჩეული ინტერესი საქართველოში ოცდამეერთე საუკუნესთან ერთად დაიწყო. ამ ინტერესს, უპირველეს ყოვლისა, ახალი თაობა იჩენს. ახალგაზრდებში ანიმეს სიყვარული, როგორც წ...
თიბისი ბიზნესის ორგანიზებით, თიბისი ბიზნესის განათლების ფარგლებში, თბილისსა და გორში ორი შეხვედრა გაიმართა. თბილისში გამართულ ვორქშოფზე მოსულ აუდიტორიას საშუალება ჰქონდა მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ...
“თიბისი დაზღვევამ” და “ენთებმა” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც “ენთების” პარტნიორ კომპანიებს შეეძლებათ მიიღონ სპეციალური პირობა თიბისი დაზ...
ზაფხულის მოახლოებასთან და ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკაც. მნიშვნელოვანია, თითოეულმა მძღოლმა იცოდეს, როგორ მოამზადოს ავტომობილი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის,...
“თეგეტა აკადემიის“ დელეგაცია ჰოლანდიაში იმყოფებოდა. სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი - ეს იმ ქვეყნების ჩამონა...
მსოფლიო საავტომობილო ბაზრის 14% დღეისათვის ელექტრომობილებს უჭირავს. მსხვილი ავტომწარმოებლები ერთგულად მიჰყვებიან განაცხადსა და დანაპირებს ეკომეგობრული ტრანსპორტის განვითარებასთან დაკავშირებით. წ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები