2 2 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გუდაურში ზაფხულის სეზონი 29 ივნსს გაიხსნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ გუდაურში ზაფხულის სეზონს  29 ივნისს გახსნის. 

„გუდაურა“ (გონდოლა) და კობი-გუდაურის საბაგიროები ყოველდღიურ რეჟიმში  10:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს. 

მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია ზამთრის კურორტები გახდეს ოთხსეზონური. სწორედ ამ მიმართულებით კურორტზე ფუნქციონირებს საერთაშორისო დონის 5000 მეტრიანი ველობილიკი, რომელიც გათვლილია, როგორც პროფესიონალი ველომრბოლელებისთვის, ასევე მოყვარულებისთვის. 

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობის გაზრდისთვის შექმნილია ფუნქციურად და ინფორმაციულად სრულყოფილი აპლიკაცია, რომელიც ერთი ბრენდის ქვეშ აერთიანებს ოთხ სამთო კურორტს: გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი. აპლიკაცია უნიკალური გზამკვლევია, შესაბამისად მომხმარებელს ამომწურავ ინფორმაციას აწვდის მთის კურორტების შესახებ, როგორც ზამთარში ასევე ზაფხულში.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები