1 8 : 2 7
 | 

ბიზნესი

საბკულტურა - ღია სივრცე წიგნის მოყვარულთათვის

ფაბრიკაში გუშინ „საბას“ ახალი ინიციატივის, პროექტ „საბკულტურის“ პრეზენტაცია გაიმართა. ეს არის წიგნის მოყვარულთა და მკითხველთა ახალი მოძრაობა, რომლის წევრებსაც სჯერათ,  რომ კითხვა ცვლის ფიქრებს, ფიქრები - ქმედებებს, ქმედებები კი გარემოს. 

„საბკულტურა“ გულისხმობს თავისუფალ, ღია სივრცეს, სადაც წიგნებზე და წიგნებიდან მიღებული ცოდნის გარშემო საუბარი და დისკუსია მარტივი იქნება, როგორც ციფრულ, ასევე რეალურ სივრცეში. 

იმისათვის, რომ კითხვა უფრო საინტერესო და ყოველდღიური პროცესი გახდეს, „საბა“ გეგმავს არაერთ პროექტსა და აქტივობას, სწორედ ამის დასაწყისია განახლებული Saba Reader-იც. 

„საბკულტურა“ „საბას“ და „ლივინგსტონის” ერთობლივი პროექტია, რომლის შედეგადაც Saba Reader-ს ისეთი ფუნქციები დაემატა, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებით საუკეთესო კითხვის გამოცდილებას ემსახურება და კითხვა სასიამოვნო, ყოველდღიურ პროცესი  იქნება. 

პრეზენტაციის დასასრულს ლევან ბერძენიშვილმა შეკრებილ საზოგადოებას ლიტერატურის მნიშვნელობაზე ესაუბრა. 

„საბა“, რომელიც 17 წლის წინ თიბისის ხელშეწყობით შეიქმნა, ყველაზე ავტორიტეტული ლიტერატურული პრემიაა საქართველოში. 2012 წლიდან მას ელექტრონული წიგნების წამყვანი, ინოვაციური ვებპლატფორმა დაემატა,  დღეს ელექტრონული წიგნების სახლს 190 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს, ხოლო მის კატალოგში 6000-მდე ელექტრონული წიგნია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:37

    როგორ მოვაწყოთ მთლიანი ბინა ავეჯითა და ტექნიკით 20...

    რაც არ უნდა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ სტატიის სათაური, ეს ყველაფერია რეალურია, ყველანაირი დაფარული გადასახადისა და მესიჯის გარეშე, შეგიძლიათ მთლიანი ბინა - 3 ოთახი ავეჯითა და ტექნიკით (15 ნივთი) მხოლოდ 2...

  • 17:10

    HUAWEI Nova 5T საშუალო ბიუჯეტური სმარტფონი, ფლაგმა...

    უფრო მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი სმარტფონი, ავანგარდული და მოდური, ცდება არსებული სტილისა და ფუნქციონალის საზღვრებს, ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული (AI HDR+ ალგორითმი) ხუთმაგი  კამერათა სისტემა, 32...

  • 17:05

    საბურთალოზე სითი მოლში მაკდონალდსის რესტორანი და ...

    საბურთალოზე,  ვაჟა-ფშაველას N70-ში  მაკდონალდსის ახალი რესტორანი და მაკკაფე გაიხსნა. სავაჭრო ცენტრის „სითი მოლის“ მეოთხე სართულზე განთავსებული, მაკდონალდსის რიგით მეთექვსმეტე რესტორანი 200-ზ...

  • 16:41

    საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meli...

    12 დეკემბერს, სასტუმრო ბილტმორ თბილისის დიდ დარბაზში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „სამოქა...

  • 16:11

    17 წელი პაციენტების ბოლო იმედად !!!...

    17 წელი პაციენტების ბოლო იმედად !!! ფიტითერაპეფტი ლელა გეჟაძე 2003 წლიდან მკურნალობს ავადმყოფებს თავისი საავტორო პრეპარატით, რომელიც თავდაპირველად ღვიძლისა და ნაღვლის სამკურნალოდ იყო შექმნილი, მა...

  • 14:33

    საქართველოს ბანკი სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობ...

    13 დეკემბერი, 2019- საქართველოს ბანკი სტუდენტური პროგრამის - “ლიდერატორის“ განხორციელებასა და დასაქმების ხელშეწყობას აგრძელებს. საქართველოს ბანკი წელს საუკეთესო სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვი...

  • 15:41

    თიბისი ბანკმა ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებ...

    ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD საუკეთესო ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებისა და საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისათვის თიბისი ბანკი დააჯილდოვა. ღო...