0 2 : 1 1
 | 

ბიზნესი

#მადლობასაქართველოსთვის - კომპანია „აიგრუპის“ გზავნილი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახებს

ქართული ინდუსტრიული კომპანია „აიგრუპი“ 2008 წლის აგვისტოს ომის 11 წლისთავს ეხმიანება და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.   „აიგრუპის“  ინიციატივით, აგვისტოს ომში და ასევე, სამშვიდობო მისიებში  დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და სხვა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მეუღლეებსა და მათ არასრულწლოვან შვილებს საჩუქრად  საქართველოს მთის კურორტის, კერძოდ კი, ბაკურიანის   ერთკვირიანი  საგზური გადაეცემათ.

„უკვე 11 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.  ჩვენ გვინდა, გამოვხატოთ დაღუპული გმირების მიმართ პატივისცემა და გვერდში დავუდგეთ მათ ოჯახებსა და  შვილებს. ადამიანებს, რომლებსაც ისინი ყველაზე მეტად უფრთხილდებოდნენ და იცავდნენ. ქართველი ჯარისკაცების გმირობა თითოეული ჩვენგანისთვის ისეთივე ძვირფასი და საამაყოა, როგორც მათი ოჯახებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომში და ასევე, სამხედრო მისიებში დაღუპული გმირების ოჯახებს, რომელთაც ამ დროისთვის ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, ბაკურიანის ერთ კვირიან საგზურებს გადავცემთ საჩუქრად. ამ პროექტის განხორციელებით, გვსურს, მადლობა გადავუხადოთ თავდადებისთვის ჩვენს გმირებს და მათ ოჯახებს,“- აცხადებს კომპანია „აიგრუპის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, კახა გულედანი.

პროექტი აგვისტოს ომსა და სამშვიდობო მისიებში სამხედრო და ძალოვანი უწყებების  დაღუპული თანამშრომლების   85 ოჯახს მოიცავს.  პროგრამის განხორციელების პერიოდი აგვისტოს მეორე ნახევარი  და სექტემბერია.  კომპანია „აიგრუპი“ უზურნველყოფს, როგორც სასტუმროს, ასევე სამჯერადი კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯს.

„აიგრუპი“ აღნიშნული აქციით ასევე ეხმიანება პროგრამას „დაისვენე საქართველოში“, რომელიც თავის მხრივ, იმ კურორტების თანადგომას გულისხმობს, სადაც წელს ყველაზე მეტად იგრძნეს ტურისტების ნაკლებობა. ბაკურიანი საქართველოს ერთ - ერთი ყველაზე ცნობილი ზაფხულის და ზამთრის კურორტია, სადაც ადგილობრივი და უცხოელი ტურისტები ძირითადად, ბავშვებთან ერთად ისვენებენ. 

„აიგრუპი პირველი ქართული ინდუსტრიული ჯგუფია საქართველოში,  რომელიც გლობალურად უდგება 21 საუკუნის გამოწვევებს. ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა ბიზნესის წარმოება ის მიმართულებაა, რომელიც „აიგრუპის“ და მისი შვილობილი კომპანიების მამოძრავებელი ძალაა. „აიგრუპის“ ქვეშ გაერთიანებული კომპანიები: „აიქარი“, „აიფაუერი“, „აიენერჯი“ და „აიფროდაქშენი“ სთავაზობს ამ ქვეყნის მოქალაქეებს ელექტრომობილების გაქირავების სერვისს, ელექტროდამტენების ინფრასტრუქტურის შექმნას, მზის პანელების საშუალებით ელექტროენერგიის მოპოვებას და რეალიზაციას და ქ. ქუთაისში ელექტრომობილების წარმობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:37

    როგორ მოვაწყოთ მთლიანი ბინა ავეჯითა და ტექნიკით 20...

    რაც არ უნდა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ სტატიის სათაური, ეს ყველაფერია რეალურია, ყველანაირი დაფარული გადასახადისა და მესიჯის გარეშე, შეგიძლიათ მთლიანი ბინა - 3 ოთახი ავეჯითა და ტექნიკით (15 ნივთი) მხოლოდ 2...

  • 17:10

    HUAWEI Nova 5T საშუალო ბიუჯეტური სმარტფონი, ფლაგმა...

    უფრო მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი სმარტფონი, ავანგარდული და მოდური, ცდება არსებული სტილისა და ფუნქციონალის საზღვრებს, ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული (AI HDR+ ალგორითმი) ხუთმაგი  კამერათა სისტემა, 32...

  • 17:05

    საბურთალოზე სითი მოლში მაკდონალდსის რესტორანი და ...

    საბურთალოზე,  ვაჟა-ფშაველას N70-ში  მაკდონალდსის ახალი რესტორანი და მაკკაფე გაიხსნა. სავაჭრო ცენტრის „სითი მოლის“ მეოთხე სართულზე განთავსებული, მაკდონალდსის რიგით მეთექვსმეტე რესტორანი 200-ზ...

  • 16:41

    საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meli...

    12 დეკემბერს, სასტუმრო ბილტმორ თბილისის დიდ დარბაზში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „სამოქა...

  • 16:11

    17 წელი პაციენტების ბოლო იმედად !!!...

    17 წელი პაციენტების ბოლო იმედად !!! ფიტითერაპეფტი ლელა გეჟაძე 2003 წლიდან მკურნალობს ავადმყოფებს თავისი საავტორო პრეპარატით, რომელიც თავდაპირველად ღვიძლისა და ნაღვლის სამკურნალოდ იყო შექმნილი, მა...

  • 14:33

    საქართველოს ბანკი სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობ...

    13 დეკემბერი, 2019- საქართველოს ბანკი სტუდენტური პროგრამის - “ლიდერატორის“ განხორციელებასა და დასაქმების ხელშეწყობას აგრძელებს. საქართველოს ბანკი წელს საუკეთესო სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვი...

  • 15:41

    თიბისი ბანკმა ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებ...

    ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD საუკეთესო ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებისა და საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისათვის თიბისი ბანკი დააჯილდოვა. ღო...