1 4 : 1 9
 | 

ბიზნესი

თიბისი სტატუსი მომხმარებელს ახალ ციფრულ ნაკრებს სთავაზობს

თიბისი სტატუსი მომხმარებელს ახალ ციფრულ ნაკრებს სთავაზობს. ნაკრები განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც საბანკო პროდუქტებით სარგებლობა ყოველდღიურობის ნაწილია, ვინც აქტიურად მოიხმარს არასაბანკო პროდუქტებსა და შეთავაზებებს და ვისაც ურჩევნია დამოუკიდებლად, პერსონალური ბანკირის გარშე მართოს საკუთარი ფინანსები და საბანკო ოპერაციები.

 

სტატუსის ციფრული ნაკრები ტრადიციულ ნაკრებში შემავალ ყველა უპირატესობასა და პროდუქტს აერთიანებს, პერსონალური ბანკირის გარდა. მომხმარებელს შეუძლია მისი ცხოვრების სტილზე მორგებული შეთავაზებებით, სავაჭრო ობიექტებში ფასდაკლებებითა და სხვადასხვა ღონისძიებაზე განსაკუთრებული პირობებით ისარგებლოს. სტატუს კონსიერჟი კი სხვადასხვა მოთხოვნების განხორციელებაში დაეხმარება.

 

სტატუსის ციფრული ნაკრების საბანკო და არასაბანკო პროდუქტების სრული სია ასე გამოიყურება:

 

საბანკო პროდუქტები:

 

·       პრემიუმ კლასის VISA/MASTERCARD PLATINUM ბარათი:

-       თანხის უფასო განაღდების პირობა ბარათიდან თიბისის და პარტნიორი ბანკების ბანკომატებში

-       დღიური განაღდების მაღალი ლიმიტი  ბანკომატში

-       ბარათზე არსებულ ნაშთზე სარგებლის დარიცხვის პირობა

-       ბარათის უსაფრთხოების უფასო  „პრემიუმ"მომსახურება

·       ფიქსირებული ტარიფები საბანკო გადარიცხვებზე

·       შეღავათიანი ტარიფები შემნახველი და მიმდინარე ანგარიშებიდან თანხის განაღდებაზე

·       განსაკუთრებული შეთავაზებები სადაზღვევო პროდუქტებზე

·       ცნობა და ამონაწერი უფასოდ

·       პრიორიტეტული რიგის მართვის ბარათი

·       სტატუს ცენტრის მომსახურება 24/7 

 

არასაბანკო პროდუქტები:

 

·       კონსიერჟ მომსახურება

·       ფასდაკლებები 150-ზე მეტ სავაჭრო ობიექტში

·       მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული ტრენინგები, მასტერკლასები და ღონისძიებები

·       აეროპორტების ლაუნჯებზე წვდომის ბარათი (Lounge Key; Priority Pass)

 

სტატუს ციფრული ნაკრების ყოველთვიური ღირებულება 10 ლარია.

ციფრული ნაკრების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ  ვებ-გვერდზე -https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/status-digital.დაინტერესების შემთხვევაში, დაუკავშირდით სტატუს ცენტრს ნომერზე - 2 272700.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:27

    ზოგჯერ უბრალოდ იცი, რომ სწორად იქცევი - „სოკარი“ 2...

    ხეების დარგვა, მზის პანელები, საქველმოქმედო აქციები, ახალგაზრდების და შშმ პირთა მხარდაჭერისთვის განხორციელებული პროექტები - „სოკარმა“ 2019 წელს CSR პლატფორმის „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის“ ფარგლებში...

  • 12:12

    საბა 2020 დაიწყო

    წელს ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ კონკურსი მეთვრამეტედ გამოაცხადა. ავტორებსა და გამომცემლებს უკვე შეუძლიათ წიგნები წარადგინონ კონკურსზე. ამისათვის მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი ვებგვერდზე sab...

  • 16:52

    HUAWEI P30 lite - ახალი შესაძლებლობები მობილური ...

    დღეს უამრავი  ბრენდია მსოფლიოში, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა ტექნოლოგიებით აღჭურვილ სმარტფონებს სთავაზობს, მაგრამ არცერთი არ ჰგავს HUAWEI-ს, რომელიც არასდროს ყოფილა მორცხვი თანამედროვე ტექნოლ...

  • 16:50

    SOLO HOLOSEUM-ში ბავშვებისთვის შემეცნებით მასტერკლ...

    თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით SOLO შემეცნებითი მასტერკლასების  სერიას იწყებს. იმისათვის რომ უქმეებზე ოჯახთან, მეგობრებთან საინტერესოდ და შემოქმედებითად გაატარონ დრო, SOLO...

  • 16:44

    თეგეტა მოტორსმა ევროპული ბიზნეს ასოციაციის EBA- ს ...

    თეგეტა მოტორსის სათავო ოფისში, ევროპული ბიზნეს ასოციაციის EBA-ს  ბორდის შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს საქართველოში პროფესიული კადრების დეფიციტი და სხვადასხვა დარგის ჩართულობით აღნიშნული პრობ...

  • 16:30

    თიბისისა და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის თანამშრომ...

    თიბისისა და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორმა - ვატო ლეჟავამ და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოა...

  • 16:04

    ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების მე-40 სე...

    30 მარტიდან პიარსკოლაში ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების გაზაფხულის კურსი იწყება. როგორც პიარსკოლაში ამბობენ, კურსი გათვლილია მათთვის, ვინც კომუნიკაციების სფეროთი არის დაინტერესებული და სურს ...