1 4 : 5 0
 | 

ბიზნესი

თიბისი ბანკის განცხადება

თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მიერ საბჭოს დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების, ასევე ახალ თავმჯდომარედ ნიკოლოზ ენუქიძის დანიშვნის შედეგად, საბჭომ ცვლილებები შეიტანა თიბისი ბანკის ჯგუფისა და თიბისი ბანკის მმართვლობის სტრუქტურაში. 

ზოგიერთი აქციონერის, პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის და სხვა მონაწილე მხარეების რეკომენდაციების, ასევე საკუთარი, დადებითი გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც არააღმასრულებელი წევრების ერთდროულად თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოსა და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას გულისხმობს, საბჭომ არააღმასრულებელი დირექტორებისთვის მართვის „სარკისებური სტრუქტურა“ (Mirror Board) დაამტკიცა. 

ახალი სტრუქტურის მიხედვით:

· თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს ყველა არააღმასრულებელი წევრი, ამავე დროს იქნება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
· თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ასევე, იქნება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
· თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს მთავარი დამოუკიდებელი დირექტორი, ამავე დროს, იქნება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი დირექტორი.
ამ გადაწყვეტილების შედეგად შემდეგი ცვლილებები განხორციელდა:
· ნიკოლოზ ენუქიძე, თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ამავდროულად, არჩეულ იქნა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ;
· ნიკოლას დომენიკ ჰააგი, თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს ამჟამინდელი მთავარი დამოუკიდებელი დირექტორი, ამავდროულად, არჩეულ იქნა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მთავარ დამოუკიდებელ დირექტორად;
· არნე ბერგრენი თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს შემოურთდა, როგორც დამოუკიდებელი დირექტორი;
· ამავე დროს, თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭომ დააკმაყოფილა იურკი კოსკელოს განცხადება მისი თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და წევრის თანამდებობებიდან გადადგომის შესახებ;
საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებები მაქსიმალურად გაზრდის ჯგუფის საქმიანობის და ზედამხედველობის ეფექტიანობას და ასევე, ხელს შეუწყობს მმართველობის სტაბილურობას.

საბჭოს სტრუქტურა სრულად შესაბამისობაში იქნება, როგორც ადგილობრივ, ისე დიდი ბრიტანეთის კორპორაციული მმართველობის კოდექსის მოთხოვნებთან.

საბჭოს შემადგენლობაში განხილული ცვლილებების შედეგად, თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს ამჟამინდელი არააღმასრულებელი დირექტორები არიან:

· ნიკოლოზ ენუქიძე - თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
· ნიკოლას დომინიკ ჰააგი - თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მთავარი დამოუკიდებელი წევრი ;
· მარია ლუისა ჩიკონიანი - თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი;
· ცირა კემულარია - თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი;
· არნე ბერგრენი - თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:31

    საქართველოს ბანკი კიდევ ერთი ახალი ინოვაციური პროდ...

    26 თებერვალი, 2020 - საქართველოს ბანკი მთელი რეგიონის მასშტაბით ინოვაციური პროდუქტების დანერგვას აგრძელებს. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს კიდევ ერთი პროდუქტი- „სამადლობელი“ წარუდგინა. ახალი პროდუქტი მომ...

  • 14:24

    PSP პირველი ჩაერთო გაეროს განვითარების პროგრამის პ...

    დაინახე, გაიგონე, გადადგი ნაბიჯი - ბიზნესი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის ტრენინგების ჩატარების იდეას კომპანია PSP პირველი გამოეხმაურა. 24 თებერვალს PSP აკადემიაში შეზღუდული შესაძლ...

  • 12:27

    ზოგჯერ უბრალოდ იცი, რომ სწორად იქცევი - „სოკარი“ 2...

    ხეების დარგვა, მზის პანელები, საქველმოქმედო აქციები, ახალგაზრდების და შშმ პირთა მხარდაჭერისთვის განხორციელებული პროექტები - „სოკარმა“ 2019 წელს CSR პლატფორმის „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის“ ფარგლებში...

  • 12:12

    საბა 2020 დაიწყო

    წელს ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ კონკურსი მეთვრამეტედ გამოაცხადა. ავტორებსა და გამომცემლებს უკვე შეუძლიათ წიგნები წარადგინონ კონკურსზე. ამისათვის მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი ვებგვერდზე sab...

  • 16:52

    HUAWEI P30 lite - ახალი შესაძლებლობები მობილური ...

    დღეს უამრავი  ბრენდია მსოფლიოში, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა ტექნოლოგიებით აღჭურვილ სმარტფონებს სთავაზობს, მაგრამ არცერთი არ ჰგავს HUAWEI-ს, რომელიც არასდროს ყოფილა მორცხვი თანამედროვე ტექნოლ...

  • 16:50

    SOLO HOLOSEUM-ში ბავშვებისთვის შემეცნებით მასტერკლ...

    თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით SOLO შემეცნებითი მასტერკლასების  სერიას იწყებს. იმისათვის რომ უქმეებზე ოჯახთან, მეგობრებთან საინტერესოდ და შემოქმედებითად გაატარონ დრო, SOLO...

  • 16:44

    თეგეტა მოტორსმა ევროპული ბიზნეს ასოციაციის EBA- ს ...

    თეგეტა მოტორსის სათავო ოფისში, ევროპული ბიზნეს ასოციაციის EBA-ს  ბორდის შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს საქართველოში პროფესიული კადრების დეფიციტი და სხვადასხვა დარგის ჩართულობით აღნიშნული პრობ...