2 2 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

adjarabet.com-მა 40 იღბლიანი გამარჯვებული მანქანებით დააჯილდოვა

adjarabet.com-ის გამარჯვებულთა სიას კიდევ 40 ახალთახალი ავტომობილის მფლობელი შეუერთდა. გამარჯვებულები საზაფხულო აქციის „მობილური ისტორიების“ ფარგლებში გამოვლინდნენ.

გათამაშება 8 კვირის განმავლობაში „რუსთავი 2“-ზე მიმდინარეობდა. adjarabet.com ყოველკვირეულად 5 ერთგულ მომხმარებელს ასაჩუქრებდა. გამარჯვებულები საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან იყვნენ.

„მოხარული ვართ, რომ adjarabet.com-ის გამარჯვებულებს კიდევ 40 ჩვენი ერთგული მომხმარებელი შეემატა. მსგავსი მასშტაბის გათამაშება საქართველოში ჯერ არ ყოფილა. გარდა ავტომობილების გათამაშებისა, adjarabet.com მომხმარებელს მთელი ზაფხულის განმავლობაში მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობდა,“ - აცხადებენ adjarabet.com-ში.

adjarabet.com მსგავსი ტიპის გათამაშებებს კვლავაც აგრძელებს. ამჯერად მომხმარებელს პროექტ „არიქას“ ფარგლებში 50 საგზურიდან ერთ-ერთის მოგება შეუძლია, ხოლო მთავარი გამარჯვებული იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები