2 0 : 3 1
 | 

ბიზნესი

ესპანელი შეფ მზარეული ალან გონსალესი სასტუმროში Holiday Inn Telavi კულინარულ შოუს გამართავს

სასტუმრო Holiday Inn Telavi ესპანელ შეფ მზარეულს ალან გონსალესს უმასპინძლებს. ცნობილი შეფი საერთაშორისო მმართველი კომპანიის HCI Hotel Collection International -ის კორპორატიული F&B დირექტორია.

სამზარეულოს ამ ჯადოქარმა გულდასმით შეისწავლა ქართული სამზარეულო. უკირკიტა, შეიყვარა, სულ ცოტათი დახვეწა და დღეს ჩვენთან უკვე მის შესახებ ყველამ იცის. მას შეუძლია რესტორნის შემთხვევითი სტუმარი მუდმივ და ერთგულ მომხმარებლად აქციოს.ყველაზე ნიჭიერი, წარმატებული, თავის სამსახურზე უზომოდ შეყვარებული, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შეფ-მზარეული საუცხოო კულინარულ შოუს წარმოგიდგენთ. შოუს დაწყებამდე სასტუმროს ლობი ბარში ყველი მარლეტას და თელავის ღვინის მარნის ღვინოების დეგუსტაცია მოეწყობა.

მოწვეულ სტუმრებს ქართულ რესტორანში Batontan გაუმაპინძლდბიან, რომელიც სასტუმრო Holiday Inn Telavi -ს პირველ სართულზეა განთავსებული. „ თქვენი სახლი სახლიდან გაუსვლელად“ - ასე უწოდებენ რესტორანს. ეს არის ადგილი სადაც შესაძლებელია დააგემოვნოთ ეკოლოგიურად სუფთა საკვები. რესტორნის დამფუძნებლების მიზანს Holiday Inn -ს სტუმრებსა და ადგილობრივი მოსახლეობასთან ცოცხალი, სახლში მომზადებული კერძების გაზიარება წარმოადგენდა. კერძოდ, ადგილობრივი მომწოდებლებისგან სათუთად შერჩეული საკვები მასალის შერჩევა და მიწოდება, რაც შეეხება მომსახურებას, სტუმრებს ისევე უნდა მოეპყრო, როგორც ოჯახის წევრებს. ეს არის ოჯახზე ორიენტირებული რესტორანი, კარგად მომზადებული პერსონალით, ყველა საჭირო მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დატკბნენ უგემრიელესი თანამედროვე და ტრადიციული კერძებით, ცნობილი ადგილობრივი ღვინით. მშვენიერი, კომფორტული ლაუნჯ ბარით, რომელიც აღჭურვილია სამაგიდო თამაშებით.

ინფორმაცია სასტუმროს შესახებ:

Holiday Inn Telavi განთავსებულია XIX საუკუნის ისტორიულ შენობაში, თელავის ცენტრში, კახეთის რეგიონის დედაქალაქში, რომელიც ცნობილია გამორჩეული ღვინის კულტურით.

სასტუმროს საზოგადოებრივი სივრცეები მოიცავს ინოვაციურ, ღია ლობი ბარის კონცეფციას, რომელიც ბრენდმა შეიმუშავა. თანამედროვე და კომფორტული სივრცე აღჭურვილია სამაგიდო თამაშებით, ეკრანებით, იდეალურად მყუდრო გარემოა შექმნილი სტუმრების გასართობად და სამუშაოდ. რესტორანი და ბარი „იბერიკო“ რომელიც სასტუმროს მეხუთე სართულზეა განთავსებული, გთავაზობთ არა მხოლოდ განსაკუთრებული ევროპულ და ქართული კერძების მრავალფეროვან მენიუს, არამედ ულამაზესი ალაზნის ველისა და კავკასიონის ხედებს. პანორამული ხედები იშლება ასევე სასტუმროს საცურაო აუზიდან. სტუმრებს შეუძლით ისარგებლონ საუნით, ორთქლის ოთახით, სავარჯიშო დარბაზით.სასტუმროში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი 50 -70 სტუმარზე. შიდა ინტერიერი ასახავს ბრენდის თანამედროვეობას და ხაზს უსვამს ადგილმდებარეობის და შენობის ისტორიულ მემკვიდრეობას.

Holiday Inn ბრენდის სასტუმროები გვთავაზობს სრულ მომსახურეობას რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ცნობილია თავისი კომფორტით, ფასეულობებით, დამოკიდებულებით და მიჩნეულია როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი.

"Intercontinental Hotel Group’’, მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ქსელია, რომელსაც ეკუთვნის ბრენდი Holiday Inn. სასტუმრო არის შპს „სასტუმრო თელავის“ მფლობელობაში და მას მართავს Hotel Collection International (მანამდე ცნობილი "T3 Hospitality Management’’-ად) , Intercontinental Hotel Group -ის მიერ ლიცენზიის ხელშეკრულების საფუძველზე.

IHG-ს პორტფოლიოში საკუთრებაში ან მართვის, ფრანჩაიზინგის თუ იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში არის 5200-ზე მეტი სასტუმრო და თითქმის 780 000 ნომერი მსოფლიოს 100 ქვეყანაში, ასევე 1500-ზე მეტი სასტუმრო განვითარების სტადიაში მსოფლიოს გარშემო. IHG ასევე მართავს IHG® Rewards Club-ს, გლობალურ ლოიალურობის პროგრამას, რომელსაც ჰყავს 100 მილიონზე მეტი წევრი.

InterContinental Hotels Group PLC არის ჰოლდინგი დიდ ბრიტანეთში, ასევე რეგისტრირებული ინგლისსა და უელსში. IHG-ს მსოფლიოს სასტუმროებსა და კორპორატიულ ოფისებში დასაქმებულია 350 000-ს ადამიანზე მეტი.

Hotel Collection International არის საერთაშორისო, სასტუმროების მმართველი კომპანია, რომლის სათაო ოფისიც მდებარეობს ლუქსემბურგში და მართავს 20 მდე სასტუმროს ევროპასა და აფრიკაში.

https://www.ihg.com/holidayinn/hotels/us/en/telavi/tbste/hoteldetail


კომენტარები

მსგავსი სიახლეები