0 5 : 4 8
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკმა Deutsche Bank-ისგან Operational Excellence Award-ი მიიღო

20 აგვისტო, 2019-  Deutsche Bank-მა საქართველოს ბანკს  2018 და 2017 წლებისთვის ევროსა და დოლარში სწრაფი, ეფექტური და კომფორტული გადარიცხვებისა და საუკეთესო  STP (Straight-Through-Processing) პროცესებისთვის საოპერაციო ჯილდო გადასცა. 
„მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ საქართველოს ბანკი Deutsche Bank New York-ის მიერ აღიარებულია, როგორც საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც 2017-2018 წლებში განხორციელებული ფულადი გადარიცხვებისას საუკეთესო სტანდარტები აჩვენა. Operational Excellence Award ენიჭება ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მაღალ სტანდარტებს. ამისათვის კი მიუკერძოებელი ჟიური შეისწავლის კორესპონდენტი ბანკების შეფასებებს, და ასევე,   ბანკის მიერ განხორციელებული გადახდების ხარისხსა და  ტრანზაქციების  რაოდენობას. სწორედ ამ კრიტერიუმების შეფასების შედეგად ვლინდებიან გამარჯვებული ბანკები. წელს კი ეს აღიარება საქართველოს ბანკმა მოიპოვა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
ინფორმაციისთვის, Deutsche Bank-ი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ასახელებს ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც გამოირჩევა ევროსა და დოლარში განხორციელებული გადარიცხვებისას მაღალი სტანდარტებითა და ეფექტურობით. ჯილდო ბანკებს ენიჭებათ გამართული  STP პროცესებისთვის. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:44

    რე|ბანკის ფილიალი გორში გაიხსნა...

    გორში რე|ბანკის, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდის, ფილიალი გაიხსნა. დღეიდან მომსახურების მიღებას მომხმარებლები უკვე ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე #13-ში შეძლებენ. თბილისში რე|ბანკ...

  • 16:40

    ბათუმი - ოდესღაც შორეული ნაოსნობიდან დაბრუნებული ხ...

    როგორია დათო ტრაპაიძის #ქალაქიხასიათით #ქალაქიხასიათით - ასე ჰქვია ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“   შემოქმედებით კონკურსს, რომელიც ფინალური ეტაპზე გადადის და გამარჯვებული რამდენიმე დღე...

  • 15:37

    „შენც გახდი ჩვენი ბინადარი“!...

    აქცია ნოემბრის ბოლომდე ლისის ტბის მიმდებარედ მშენებლობის დაწყებისთანავე დეველოპერული კომპანია „ბინადარის“  პროექტმა „ბინადარი ლისზე“ უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. „პროექტს ძალიან ბევრი უ...

  • 15:28

    „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფი“ საქართველოში უა...

    15 ნოემბერს, 14:30 საათზე „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ ინიციატივით, უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკურ ცენტრში (მის: თბილისი, თამარაშვილის #4), მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო ტური მოეწყ...

  • 11:20

    თიბისი IT აკადემია სტუდენტების მეორე ნაკადის მიღებ...

    თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმა, თიბისი IT აკადემია სტუდენტებისთვის backend development-ის კურსზე მეორე ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, IT აკადემიაში ...

  • 16:20

    თბილისში ბავშვებისთვის განკუთვნილი ახალი სივრცე გა...

    ყველაფერი ერთ სივრცეში - ქალაქის ცენტრში 10 ნოემბერს, ბავშვებისთვის განკუთვნილი ახალი ცენტრი, „ტალღა“ გაიხსნა. ეს არის სივრცე, რომელიც ბავშვთა სპას, ხელოვნების სტუდიასა და ფოტოსტუდიას აერთიანებს. ა...

  • 15:13

    თიბისი დაზღვევის ახალი პროდუქტი - მასპინძლის სახლი...

    თიბისი დაზღვევა მომხმარებელს ახალ პროდუქტს - მასპინძლის დაზღვევას სთავაზობს.სახლის გაქირავება ხშირად გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირდებული. ახალი პროდუქტი კი გაქირავებულ საცხოვრებელ ფართს ი...