1 7 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტაში მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნას 5%-ით ამცირებს

ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტაში მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნას 5%-ით ამცირებს – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა. 

“ლარის ბოლოდროინდელმა გაუფასურებამ, ლარის ნომინალური ეფექტური კურსის გაუფასურებამ დაწოლა მოახდინა ინფლაციაზე. ვინაიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი სწორედ ინფლაციასთან ბრძოლაა. აქედან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა დაიწყო სათანადო ზომების მიღება. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ბოლო ორი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგ გავაკმაცრეთ საკრედიტო პოლიტიკა და 0.5%-ით ავწიეთ რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი. ამავე დროს, განვახორციელეთ ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე. იმისთვის რომ ხელი შევუწყოთ ლარის გაუფასურებიდან მომდინარე წნეხის შემცირებას ინფლაციაზე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების 5%-ით შემცირების შესახებ. ამავე დროს, გარკვეულწილად უხოური ვალუტის ლიკვიდობის მიმართულებით, შეღავათი მიეცემათ კომერციულ ბანკებს. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 700 მილიონი დოლარის დამატებითი რესურსი, უცხოური ვალუტის რესურსი იქნება შესაძლებელი რომ გასცენ კომერციულმა ბანკებმა სესხებად. ეს ამავდროულად ნიშნავს, რომ საპროცენტო განაკვეთი უცხოური ვალუტის სესხებზე შემცირდება. ამ ღონისძიებებმა ხელი უნდა შეუწყონ გაცვლითი კურსის დინამიკის შეცვლას და გაცვლითი კურსის დასტაბილურებას. ამავე დროს, დროთა განმავლობაში შემცირდება წნეხი ინფლაციაზე. ამასთან დაკავშირებით შეიძლება გაჩნდეს კითხვა - ხომ არ ნიშნავს ეს ლარიზაციის პოლიტიკის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს?

ეს არავითარ შემთხვევაში ასე არ არის. ლარიზაციის პოლიტიკა არაერთხელ მითქვამს, რომ არის გრძელვადიანი პოლიტიკა მას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს, რომ იმაზე რაზეც ახლა ვსაუბრობთ, დამატებით 700 მილიონი დოლარის სისტემაში მობილიზება შესაძლებელს გახდის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის გაიცეს სესხები. რაც შეეხება 200,000 ლარამდე სავალუტო სესხების გაცემას, მოგეხსენებათ რომ 200,000 ლარამდე სესხების გაცემა არის დაშვებული მხოლოდ ლარში, ანუ ჩვენ კვლავ ერთგული ვრჩებით ლარიზაციის. შესაძლებელია დროებით ეს პროცესი შენელდეს, თუმცა ეს იქნება მხოლოდ კორპორატიული სექტორის მიმართულებით,”- ამბობს კობა გვენეტაძე.

  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები