0 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბესიკ ხარანაული: „თავისუფლების ქარხანა“ არის ვინც მიისწრაფვის - იყოს თავისუფალი“

ახალი სივრცე - კულტურული პლატფორმა ახალი აღმოჩენებისთვის, შემოქმედი და საინტერესო ადამიანებისთვის 

 „თავისუფლება არის ყველაზე უპირველესი, რაც ადამიანს შეიძლება ან წაართვა ან მიანიჭო. თავისუფლება უკიდეგანო ცნებაა, რაც უფრო მეტს ცდილობს ადამიანი იგრძნოს, გაიგოს მისი არსი, მით უფრო უსხლტება ხელიდან. თავისუფლება არაფერს არ კეტავს, არაფერს არ იწყებს, არაფერს არ ამთავრებს. თავისუფლებაა ისიც, ადამიანი რომ იბადება, თავისუფლებაა, რომ კვდება კიდეც…თავისუფლების ქარხანაარის ამისთვის და მათთვის, ვინც მისკენ მიისწრაფვის - იყოს თავისუფალი,“ - აღნიშნა მწერალმა ბესიკ ხარანაულმა „თავისუფლების ქარხნის“ იდეისა და პლატფორმის პრეზენტაციაზე. 

რამდენიმე დღის წინ, საინიციატივო ჯგუფმა „თავისუფლების ქარხნის“ იდეისა და პლატფორმის პრეზენტაცია  გამართა, სადაც ორგანიზატორებმა რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ  თავისუფლების იდეის „დისტრიბუცია“ წლის ბოლომდე დაიწყება. ერთი სიტყვით, სივრცე, რომელიც თბილისში, ღვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე, პეტრიაშვილის #1-ში შეიქმნება,  ეს იქნება სრულიად ახალი და განსხვავებული ინოვაციური, კულტურული პლატფორმა ახალი აღმოჩენებისთვის, შემოქმედი და საინტერესო ადამიანებისთვის, თავგადასავლების მოყვარული პიროვნებებისთვის, სწავლის, დასვენებისა და გართობის მსურველთათვის. 

“სწორედ ასეთი წამოწყებებით, სწორედ ასეთი ინიციატივებით ვუხლოვდებით ნაბიჯ-ნაბიჯ თავისუფლებას და მივაგებთ მას პატივს. ეს საკაცობრიბო იდეაა, რომელიც კაცმა არ იცის როდის დამთვარდება, როდის მივაღწევთ იმ ნამდვილ თავისუფლებას, რომელიც ნაოცნებია და რომელიც დაიბადა ადამიანის დაბადებისთანავე. მინდა ამ მნიშვნელოვან საქმეში ამ ადამიანების გვერდში ვიყო და წარმატებებს ვუსურვებ,“ - მიაჩნია მწერალს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები