0 3 : 4 9
 | 

ბიზნესი

კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები ვუდი ალენის ფილმის პრემიერით გრძელდება

კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები გრძელდება. კინოკოლექციის მარათონი 10 ოქტომბერს ვუდი ალენის ფილმის  „A rainy day in New York” პრემიერით დაიწყება. 

რომანტიკული კომედია რეჟისორის რიგით 50-ე ფილმია, სადაც მთავარ როლებს სელენა გომესი და ტიმოთი შალამე ასრულებენ. 

ვუდი ალენის რეტროსპექტივის აფიშა კი ასე გამოიყურება:

·       12 ოქტომბერი - „ენი ჰოლი

·       13 ოქტომბერი - „მანჰეტენი

·       18 ოქტომბერი - „ჰანა და მისი დები

·       19 ოქტომბერი - „კაიროს მეწამული ვარდი“

·       20 ოქტომბერი - „შუაღამე პარიზში“

12 ოქტომბერს, ფილმის დაწყებამდე, 19:30-ზე ვუდი ალენის შემოქმედებაზე აუდიტორიის წინაშე მწერალი ლაშა ბუღაძე ისაუბრებს. 

კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ყოველი თვე სხვადასხვა რეჟისორის შემოქმედებას ეთმობა. თიბისი სტატუსისა და „ამირანის“ ერთობლივი კინოკოლექცია ისეთი რეჟისორების უკვდავი ფილმებით შეივსება, როგორებიც არიან: პოლ ტომას ანდერსონი, ალფრედ ჰიჩკოკი, მიქელანჯელო ანტონიონი, ტიმ ბარტონი, ტერენს მალიკი, მილოშ ფორმანი, ვიმ ვენდერსი, ინგმარ ბერგმანი და სხვა. 

კინოსეანსები ინგლისურ ენაზე ტარდება. 

თიბისი სტატუსის მომხმარებლები ბილეთის შეძენისას tkt.ge-ზე 20%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ. 

ახალი ფილმის პრემიერა 10 ოქტობერს 22:15 საათზე შედგება, რეტროსპექტივის ყოველი სეანსი კი 20:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:13

    პაშა ბანკის ახალი სათავო ოფისი აქსის თაუერსში...

    პაშა ბანკის სათავო ოფისმა ახალ მისამართზე - აქსის თაუერსში, ილია ჭავჭავაძის გამზ. 37მ-ში გადაინაცვლა. „პაშა ბანკის პასუხისმგებლობები საქართველოს წინაშე გრძელვადიან შედეგებზეა გათვლილი. ახლად შექმნილმ...

  • 13:28

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით NASA Space Apps Cha...

    21 ოქტომბერი, 2019- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ NASA Space Apps Challenge Abastumani-ს უმასპინძლა. 18-20 ოქტომბერს გამართული ...

  • 12:30

    სპეციალური შეთავაზება თიბისი სტატუსის მომხმარებლებ...

    თიბისი სტატუსის მომხმარებლებს დეველოპერული კომპანიისგან - „m2 უძრავი ქონება“ სპეციალური შეთავაზებით შეუძლიათ სარგებლობა. m2-ის ახალ, თანამედროვე და ინოვაციურ უბანში - „m3 საბურთალო“ ბინის შეძენის შემთ...

  • 11:33

    ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ კორპორატიულ მომხმარებლებს კ...

    ტოიოტა ცენტრი თეგეტას მიერ კურორტ საირმეში მოეწყო სპეციალური ღონისძიება კორპორატიული მომხმარებლებისთვის, რომელიც უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა და ყოველწლიურად იმართება. ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგ...

  • 10:14

    მაგთიკომის ინტერნეტიზაციის პროცესი გრძელდება...

    მაგთის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით დაფარულ 400-ზე მეტ ქალაქსა და სოფელს 9 ლოკაცია დაემატა. დღეიდან მაგთის მაღალხარისხიანი ინტერნეტითა და IP ტელევიზიით ისარგებლებენწყალტუბოს რაიონის სოფლებში: საყ...

  • 10:09

    მაზდას იპონური საღამო...

    იაპონური პრემიუმ ბრენდის მაზდას ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველში, მაზდა ცენტრი თეგეტამ, თბილისში არსებულ შოურუმში მომხმარებელთათვის იაპონური საღამო გამართა. სტუმრებმა მაზდას შოურუმის ნაცვლად ი...

  • 21:28

    „ღვინის ქარხანა # 1-მა “საქართველოში აკრედიტებულ დ...

    ღვინის ქარხანა # 1-მა“ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, მასმედიისა და ბიზნესის  წარმომადგნლებს უმასპინძლა, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.ღონისძიების მიზა...