0 1 : 0 4
 | 

ბიზნესი

პაშა ბანკის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „პირველი ნაბიჯი“ აუტიზმის ცენტრი გახსნა

პაშა ბანკის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „პირველი ნაბიჯი“  აუტიზმის ცენტრი გახსნა. გახსნის ოფიციალური საზეიმო ღონისძიება 9 ოქტომბერს შედგა. პაშა ბანკმა პარტნიორების და თანამშრომლების სახელით, ორგანიზაციას მშენებლობისთვის  5 000 ლარი გადაურიცხა.

 „პირველი ნაბიჯი“ – 1998 წელს დაარსდა და მისი მიზანია ინტელექტუალური და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათი უფლებების დაცვა.

პაშა ბანკის და ფონდის თანამშრომლობა პირველად 2015 წელს შედგა. ბანკმა ორგანიზაციას ახალი წელი გამორჩეულად მიულოცა და საჩუქრად რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატი „არჩევანი“ (2015, შერეული ტექნიკა, აბრეშუმი, 50*50სმ) გადასცა, მისი პირდაპირი ან აუქციონის გზით რეალიზაციის უფლებით.  ამავე წელს, აღდგომის მისალოცად, პაშა ბანკმა ფონდს, თავისი პარტნიორების სახელით, 10 000 ლარი გადაურიცხა.

2018 წელს პაშა ბანკმა „პირველ ნაბიჯს“ აღდგომა ტრადიციული გარემოსდაცვითი აქტივობით მიულოცა. ფონდის ბენეფიციარების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისთვის, ბანკმა ორგანიზაციის ეზოში კავკასიური სოჭის ოცდაათი ძირი ხე დარგო.

„პირველი ნაბიჯი 21 წელია ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე. აუტიზმის ცენტრი 2002 წელს აშენდა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ცენტრის რემონტი კი მხოლოდ ერთგული მეგობრების დახმარებით შევძელით. პაშა ბანკი ნამდვილად გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და ყოველთვის მზად არის დაეხმაროს მათ ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. „პირველი ნაბიჯის“ და პაშა ბანკის მეგობრობა უკვე 7 წელია გრძელდება. ბავშვები მათი დახმარებით სუფთა და უსაფრთხო გარემოში მიიღებენ მათთვის ასე საჭირო მომსახურებებს“. - განაცხადა „პირველი ნაბიჯის“ დირექტორმა, თამარ ზაალიშვილმა.

„პაშა ბანკი განაგრძობს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში  საქველმოქმედო და გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელებას. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კლიენტები და პარტნიორები, ფონდთან „პირველი ნაბიჯი“ თანამშრომლობას დადებითად შეაფასებენ. როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონდე კომპანია, ვიზიარებთ ფონდის ხედვას და მადლობას ვუხდით მათ განხორციელებული პროექტებისთვის. იმედი გვაქვს, ჩვენი მცირედი წვლილით და ერთობლივი ძალებით, კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ, ფონდის ბენეფიციარებისთვის უკეთესი გარემოს შესაქმნელად.“ - განაცხადა პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ.

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:30

    სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის...

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ნოემბრიდან საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. მომდევნო დღეების განმავლობაში გავრცელდება ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 4...

  • 15:19

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Fuckup Nights გაიმა...

    19 ნოემბერი, 2019- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მორიგი Fuckup Nights Tbilisi გაიმართება. ღონისძიება განკუთვნილია მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის. ...

  • 14:37

    „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ ინივიატივით უახ...

    15 ნოემბერს, „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ ინიციატივით, უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკურ ცენტრში მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო ტური მოეწყო. ტური გაცნობითი ხასიათის იყო, რომლის მიზანს ...

  • 11:54

    მაგთიკომის ინტერნეტიზაციის პროცესი გრძელდება...

    დღეიდან მაგთის მაღალხარისხიანი ინტერნეტითა და IP ტელევიზიით ისარგებლებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ოდიში, რუხი, ახალაბასთუმანი.  მაგთიკომს დღეში 40 კილომეტრზე მეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კა...

  • 18:39

    „ნატახტარი პლატინუმი - 4 მარცვლის გემო“ - ახალი გ...

    ქართული ლუდის ბაზარზე ახალი ბრენდი გამოჩნდა. კომპანია ”ნატახტარი” ყოველთვის ცდილობს, ახალ-ახალი რეცეპტურით დამზადებული ლუდი შესთავაზოს მომხმარებელს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს, სპეციალურ ჩამოსხმასთან...

  • 12:27

    როგორი იყო გამწვანება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ...

    ალბათ, გაგიგიათ გამოთქმა - „ხარ ის, რითიც იკვებები“. აქვე უნდა ითქვას, რომ ნელ-ნელა „ვხდებით ისინი, რითიც ვსუნთქავთ“, რადგან ჩვენი ჯანმრთელობა ამაზე პირდაპირ მეტყველებს. თბილისის მსგავსად, აქტიური ურ...

  • 12:14

    დეველოპერული კომპანია „რედკოს“ შეთავაზება თიბისი ს...

    დეველოპერული კომპანია „რედკო“ თიბისი სტატუსის მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს პროექტში - „ახალი გუდაური“ ბინის შეძენისას მიიღონ ბინა + რემონტი.შეთავაზების ფარგლებში, ბინის შეძენის შემთხვევაში, თიბი...