0 9 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„სოკარმა“ ავტოგასამართი სადგური სამყურა ფოთლებითა და ირლანდიური პაბის ელემენტებით გააფორმა

ჩამოტვირთვა

კომპანია „სოკარის“ კრეატიული კამპანიის შესახებ უკვე თითქმის მთელმა საქართველომგაიგო. ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატთან დაკავშირებით მიმდინარეკამპანიის ფარგლებში, „სოკარის“ რებრენდირებული ავტოგასამართი სადგურები არა მარტოთბილისში, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიხსნა.

რიგით მერვე რებრენდირებული ავტოგასამართი სადგური თბილისის საერთაშორისოაეროპორტის მიმდებარედ გაიხსნა და სწორედ ის მიესალმება საქართველოში შესარჩევიმატჩისთვის ჩამოსულ ირლანდიელ მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს. ავტოგასამართისადგური, რომელიც დუბლინში გამოგზაურებთ, დიზაინერებმა ბევრი სამყურა ფოთლითადა ტრადიციული ირლანდიური პაბის ვიზუალური ელემენტებით გააფორმეს.

UEFA-ს ინიციატივით, ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი გლობალურადაღინიშნება და მატჩები მსოფლიოს 12 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. ჩემპიონატისგლობალურ აღნიშვნას „სოკარიც“ შეუერთდა და გადაწყვიტა, საკუთრებაში არსებულირამდენიმე ავტოგასამართი სადგური მატჩების მასპინძელი ქალაქების დამახასიათებელიელემენტებით გააფორმოს. თუმცა, მთლიანობაში, 11 ავტოგასამართი სადგურიგაფორმდება ახლებურად, რადგან ჩამონათვალში არ შედის მხოლოდ პეტერბურგი.

კომპანია „სოკარი“ ითვალისწინებს ქვეყნებს შორის არსებულ ვითარებას და საქართველოშირუსეთის ქალაქის წარმოჩენისაგან თავს იკავებს. 2020 წლის ფეხბურთის ევროპისჩემპიონატისადმი მიძღვნილი კამპანია 2019 წლის დეკემბერში სრულდება.„სოკარის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის„პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ ერთ-ერთი მიმართულება ახალგაზრდებისმხარდაჭერაა, რაც განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის, მათ შორის,ფეხბურთის პოპულარიზაციის ხელშეწყობას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები