0 1 : 0 4
 | 

ბიზნესი

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2019 წლის ფინალისტები ცნობილია

ლიტერატურული პრემია „საბას“ წლევანდელი ფინალისტების სია უკვე ცნობილია პირველ 6 ნომინაციაში.

წლის საუკეთესო რომანი

1.      აკა მორჩილაძე, „კუპიდონი კრემლის კედელთან“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

2.      ზურაბ ქარუმიძე, „Untergang: მოგზაურობა ევროპაში“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

3.      ივა ფეზუაშვილი, „ფსკერის სახარება“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

1.      ინა არჩუაშვილი, „მე ახლა არავის ველოდები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

2.      ზაალ სამადაშვილი, „ოსტატთან შეხვედრა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

3.      ნატო დავითაშვილი, „დაბრუნება - ადამიანები და სხვები“ (ქარჩხაძის გამომცემლობა)

4.      გურამ მეგრელიშვილი, „საქართველოს ალტერნატიული რუკა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

1.      ბექა ახალაია, „მტრედების იონა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

2.      ზაზა ბიბილაშვილი, „ფაზლი“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა)

3.      ეთერ თათარაიძე, „ორი, სამი, ოთხი“ (გამომცემლობა „მერიდიანი“)

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

1.      ირაკლი მახარაძე, „კანვოი - რუსეთის იმპერატორთა ქართველი მცველები“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

2.      ნინო ლომაძე, „ვაშლის ბაღები“ (გამომცემლობა „ინდიგო“)

3.      დავით წერედიანი, „თემა და ვარიაციები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

4.      სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა, „sHEROes“ (წიგნები ბათუმში)

5.      ლანა ღოღობერიძე, „გამოსვლები, ინტერვიუები, წერილები“ (საქართველოს კულტურის პალატა)

6.      სულხან სალაძე, „უცნობი ძველი აჭარა“ („გაზეთი ბათუმელები“)

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

1.      ნილს სიმეონი (გიორგი მასხარაშვილი), „14 კრისტალის თეორია“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

2.      ნეფერტარი (ნინო ჭიპაშვილი), „ბედუინი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

3.      თემურ ბაბლუანი, „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

4.      დავით გორგილაძე, „ღმერთი სამსახურშია“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

5.      ილია ჭანტურია, „ნინოშვილის 25“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

წლის საუკეთესო პიესა

1.      მიხო მოსულიშვილი, „ობობა“ (saba.com.ge)

2.      ბასა ჯანიკაშვილი, „სულები და თანამოაზრეები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

3.      ალექსანდრე ლორთქიფანიძე, „დისტოპიესები“ (წიგნები ბათუმში)

2019 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური სულ 8 ნომინაციაში ავლენს:

1.   საუკეთესო რომანი

2.   საუკეთესო პოეტური კრებული

3.   საუკეთესო პროზაული კრებული

4.   საუკეთესო პიესა

5.   საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

6.  საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

7.   უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი

8.   ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

 „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები მოგვიანებით, ოქტომბრის ბოლოს გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაცია „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ -  გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე  გახდება ცნობილი. წელს „საბა“ არ გაიცემა ნომინაციაში  „საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“, ვინაიდან ჟიურიმ ვერ გამოავლინა ფინალისტები.  

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. მეჩვიდმეტე კონკურსი საინტერესო სიახლეებით დაიწყო.   წელს „საბას“  საპრიზო ფონდი გაიზარდა, გამარჯვებული ავტორები 4 000 ლარის ნაცვლად 6 000 ლარს მიიღებენ, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ საპრიზო თანხა 8 000 ლარის ნაცვლად 10 000 ლარი იქნება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:30

    სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის...

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ნოემბრიდან საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. მომდევნო დღეების განმავლობაში გავრცელდება ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 4...

  • 15:19

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Fuckup Nights გაიმა...

    19 ნოემბერი, 2019- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მორიგი Fuckup Nights Tbilisi გაიმართება. ღონისძიება განკუთვნილია მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის. ...

  • 14:37

    „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ ინივიატივით უახ...

    15 ნოემბერს, „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ ინიციატივით, უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკურ ცენტრში მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო ტური მოეწყო. ტური გაცნობითი ხასიათის იყო, რომლის მიზანს ...

  • 11:54

    მაგთიკომის ინტერნეტიზაციის პროცესი გრძელდება...

    დღეიდან მაგთის მაღალხარისხიანი ინტერნეტითა და IP ტელევიზიით ისარგებლებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ოდიში, რუხი, ახალაბასთუმანი.  მაგთიკომს დღეში 40 კილომეტრზე მეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კა...

  • 18:39

    „ნატახტარი პლატინუმი - 4 მარცვლის გემო“ - ახალი გ...

    ქართული ლუდის ბაზარზე ახალი ბრენდი გამოჩნდა. კომპანია ”ნატახტარი” ყოველთვის ცდილობს, ახალ-ახალი რეცეპტურით დამზადებული ლუდი შესთავაზოს მომხმარებელს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს, სპეციალურ ჩამოსხმასთან...

  • 12:27

    როგორი იყო გამწვანება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ...

    ალბათ, გაგიგიათ გამოთქმა - „ხარ ის, რითიც იკვებები“. აქვე უნდა ითქვას, რომ ნელ-ნელა „ვხდებით ისინი, რითიც ვსუნთქავთ“, რადგან ჩვენი ჯანმრთელობა ამაზე პირდაპირ მეტყველებს. თბილისის მსგავსად, აქტიური ურ...

  • 12:14

    დეველოპერული კომპანია „რედკოს“ შეთავაზება თიბისი ს...

    დეველოპერული კომპანია „რედკო“ თიბისი სტატუსის მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს პროექტში - „ახალი გუდაური“ ბინის შეძენისას მიიღონ ბინა + რემონტი.შეთავაზების ფარგლებში, ბინის შეძენის შემთხვევაში, თიბი...