2 0 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს

17 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სასტუმროში „თბილისი მერიოტი“  (მის: რუსთაველის გამზ.#13)  ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია "ევროპა დონა საქართველო" კამპანია „სამიზნე სიცოცხლისთვის“  ფარგლებში, მორიგ ღონისძიებას გამართავს.

შეხვედრა  სამუშაო ფორმატში მოეწყობა, რომელშიც მონაწილოებას მიიღებენ სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის,  ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის, თბილისის საკრებულოს  წარმომადგენლები, ექიმები, პაციენტები, მხარდამჭერი ორგანიზაციები და მედია.

ღონისძიების მიზანს,  კიბოსთან ბრძოლის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შეფასება (2016-2019 წლებში განხორციელებული აქტივობებისა და შედეგების  წარდგენა) და არსებული პრობლემების იდენტიფიცირება წარმოადგენს;  ასევე სამოქმედო გეგმის დასახვა, რათა  კიბოთი დაავადებულ ყველა ადამიანს მიეცეს სიცოცხლის შანსი.

განსახილველ საკითხებს შორის მნიშვნელოვან პრობლემად, არასრულყოფილი დაფინანსება რჩება, კერძოდ, მკურნალობის განმავლობაში და შემდგომ პერიოდში საკონტროლო კვლევების დაუფინანსებლობა, არ ფინანსდება ბიოფსია, იმუნოჰისტოქიმია, ასევე in situ ჰიბრიდიზაციის მეთოდით კვლევა (FISH, CISH), რადიოლოგიური კვლევები. არ ფინანსდება საერთაშორისო რეკომენდაციებით მოწოდებული თანამედროვე მკრუნალობა: ბისფოსფონატები,  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თარგეტული მედიკამენტების დიდი ნაწილი და სიმსივნის იმუნოთერაპია. ამასთან, დაბალია  სკრინინგ ცენტრებში  მიზნობრივი ასაკობრივი ჯგუფების მიმართვიანობის მაჩვენებელი. საყურადღებოა, რომ რეაბილიტაცია და ფსიქოლოგიური დახმარება ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის თითქმის არ ხორციელდება.   

„მიუხედავად მიღწეული გარკვეული პროგრესისა ონკოლოგიის მიმართულებით საქართველოში რჩება ძალიან ბევრი მოუგვარებელი პრობლემა. საქართველოში კიბოთი გამოწვეული სიკვდილობა მნიშვნელოვნად მაღალია განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით. სამუშაო შეხვედრაზე არ მინდა შემოვიფარგლო მხოლოდ ძუძუს კიბოთი, მინდა აქცენტი გავაკეთო ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ზოგადად ონკოლოგიის მიმართულებით გვაქვს. ვფირქობ, საჭიროა შეიქმნას ონკოლოგიის პროგრამა, რომლის ფარგელბშიც მოხდება წინასწარ განსაზღვრული მედიკამენტების და სადიაგნოსტიკო კვლევების   დაფინანსება ან განახლდეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა და დაემატოს დიაგნოსტიკური კვლევები და   თარგეთული და იმუნოთერაპია.   ჯანდაცვის სერვისები

ყველა ონკოლოგიური პაციენტისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყოველგვარი ფინანსური რისკის და გაღატაკების გარეშე!!!“ - აღნიშნავს „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი. 

ღონისძიების დასასრულს გაიმართება დისკუსია. შედეგად გამოიკვეთა კონკრეტული მიზნები, რაც შესაბამისობაში იქნება ჯანდაცვის მიმართულებით დღეს არსებულ რესურსებთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები