1 5 : 4 5
 | 

ბიზნესი

HUAWEI-ს ახალი 1300 კვადრატულ მეტრიანი მაღალტექნოლგიური მაღაზია, აღჭურვილია 5G კავშირი უსწრაფესი კავშირით

კომპანია HUAWEI- ახალი  1300 კვადრატულ მეტრიანი მაღალტექნოლგიური მაღაზია, აღჭურვილია 5G კავშირი უსწრაფესი კავშირით და მოიაზრება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრად. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს იქნება პირველი პირდაპირი გაყიდვების მაღაზია მსოფლიოში, სადაც მოსულ სტუმრებს შეუძლიათ სრულად გაეცნონ HUAWEI- უახლეს ტექნოლოგიებს და ადგილზე გამოსცადონ უსწრაფესი 5G კავშირი. მნიშვნელოვანია, რომ მაღაზიის კონცეფციაზე მუშაობა 2017 წლიდან დაიყო.

 

„შენჟენი არის საერთაშორისო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ HUAWEI -ს გლობალური ფლაგმანური მაღაზია გახდება ახალი დამაკავშირებელი ჰაბი HUAWEI -სა და მომხმარებლებს შორის,“ - განაცხადა HUAWEI ს მომხმარებელთა გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ იუმ.  მისივე განმარტებით, MixC-ის სამყარო არის შეკრების ადგილი სადაც მოდა, ტექნოლოგიები და ხელოვნება ერთმანეთს ერწყმის და HUAWEI -ს გლობალური ფლაგმანური მაღაზია გახდება ადგილი, რომელიც მომხმარებლებს გაართიანებს.

 

HUAWEI -ს გლობალური ფლაგმანური მაღაზია სამი სართულისგან შედგება და ერთდროულად ითავსებს ტრადიციულ ჩინურ და დასავლურ არქიტექტურას. HUAWEI -ს გლობალურ ფლაგმანურ მაღაზიაში მომხმარებლებს არა მხოლოდ დასვენება და მეგობრებთან შეხვედრა, არამედ HUAWEI -ს  უფასო კურსებზე დასწრებაც შეეძლებათ, რომლებიც  ფოტოგრაფიას, ვიდეოგრაფიას, სპორტსა და ჯანმრთელობის თემებს შეეხება.

 

„ტექნიკურ ენთუზიასტებს ან აპლიკაციების დეველოპერებს შეუძლიათ ისწავლონ მეტი ჩვენი ტექნიკური ექსპერტებისგან და ასევე ჩვენთან ერთად ააშენონ HUAWEI -ს  გლობალური ეკოსისტემა,” - აღნიშნა რიჩარდ იუმ. 

 

მაღაზიაში 120 გამოცდილი კონსულტანტი მუშაობს, სხვადასხვა სფეროდან როგორიცაა,  სასტუმროები, ავიაციები, ხელოვნება და ა.შ. ისინი მომხმარებლებს სხადასხვა სერვისს სთავაზობენ, მათთვის მისაღებ ენაზე, მათ შორის არის გაყიდვების და ტრენინგი ტექნოლოგიურ საკითხებზე.

 

„ჩვენ აღარ ვეძახით ჩვენს თავს საცალო მაღაზიას, ეს არის ღია საზოგადოება ყველასთვის. მომხმარებლებს შეუძლიათ მოვიდნენ და გაიგონ სიახლეები ყველაზე განვითარებულ ტექნოლოგიებსა და ტრენდებზე, ან უბრალოდ შეხვდნენ ერთმანეთს,“ - განაცხადა HUAWEI -ს მომხმარებელთა ბიზნეს გუნდის მარკეტინგის მთავარმა ოფიცერმა, ჰერმან ჯუმ.  „მაღაზიაში გამოყენებულია HUAWEI -ს ახალი ტექნოლოგიური ინოვაციები, რომლებიც შენობას უფრო „ჭკვიანს“და ეკოლოგიურად სუფთას ხდის“.

 

5G ქსელი HUAWEI -ს მთლიან გლობალურ ფლაგმანურ მაღაზიაშია ხელმისაწვდომი. ამასთან, საუკეთესო მომსახურების გაწევის მიზნით, მაღაზია აღჭურვილია, HUAWEI - ს Hilink ტექნოლოგიაზე დაფუძნებული, ინტელექტუალური გარემოს კონტროლის სისტემით, რომელსაც შეუძლია ავტომატურად შეცვალოს განათება, ტემპერატურა და ტენიანობა მაღაზიაში, რათა ყველა მომხმარებელს ჰქონდეს შესაბამისი კომფორტი მაღაზიის ნებისმიერ წერტილში.  გარდა ამისა, მაღაზია იყენებს, დიდი რაოდენობის,  ეკოლოგიურად მეგობრულ და გადამუშავებად მასალას რათა შექმნას გარემოსთან თავსებადი მწვანე ნაგებობა.

 

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:09

    საქართველოში უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკური ც...

    „მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრი“ GENERAL ELECTRIC –ის ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი 15 ნოემბერს, 17:00 საათზე, „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფი“ უახლესი სტანდარტების დიაგ...

  • 13:14

    ახალი ონლაინ-სივრცე თიბისი სტატუსის შეხვედრებისთვი...

    თიბისი სტატუსმა ყველა დაინტერესებული ადამიანისათვის ახალი ონლაინ-პლატფორმა - სტატუს შეხვედრების ონლაინ-სივრცე - www.statusevents.ge შექმნა.  დღევანდელი დინამიური და დატვირთულ...

  • 11:34

    “ვიზამ” სრულად ციფრულ ბანკ „სფეისთან“ სტრატეგიული ...

    „ვიზამ“, კავკასიის რეგიონში, დიჯიტალ ბანკინგის მიმართულებით, თავისი პირველი სტრატეგიული პარტნიორობისთვის, „სფეისი“ შეარჩია. თანამშრომლობის მიზანია, ინოვაციური საბანკო პროდუქტების განვითარების ხელშეწყო...

  • 10:52

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონაცემთა ყოველწლიუ...

    13 ნოემბერი, 2019 - საქართველოს ბანკის, BOG Fintech -ის მხარდაჭერით კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური ფესტივალი- DataFest Tbilisi 2019 გაიმართება.  DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევ...

  • 16:44

    რე|ბანკის ფილიალი გორში გაიხსნა...

    გორში რე|ბანკის, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდის, ფილიალი გაიხსნა. დღეიდან მომსახურების მიღებას მომხმარებლები უკვე ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე #13-ში შეძლებენ. თბილისში რე|ბანკ...

  • 16:40

    ბათუმი - ოდესღაც შორეული ნაოსნობიდან დაბრუნებული ხ...

    როგორია დათო ტრაპაიძის #ქალაქიხასიათით #ქალაქიხასიათით - ასე ჰქვია ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“   შემოქმედებით კონკურსს, რომელიც ფინალური ეტაპზე გადადის და გამარჯვებული რამდენიმე დღე...

  • 15:37

    „შენც გახდი ჩვენი ბინადარი“!...

    აქცია ნოემბრის ბოლომდე ლისის ტბის მიმდებარედ მშენებლობის დაწყებისთანავე დეველოპერული კომპანია „ბინადარის“  პროექტმა „ბინადარი ლისზე“ უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. „პროექტს ძალიან ბევრი უ...