1 1 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

არჩილ თაბაგარი: „პროკურატურას მივმართავთ,”სავანე ღვინის N1 ქარხანა” სასამართლოს ატყუებდა“

 „პროკურატურას აუცილებლად მივმართავთ, “სავანე ღვინის N1 ქარხანა”  საზოგადოებას და სასამართლოს, 5 წელი ატყუებდა!“ -  ამის შესახებ, “ღვინის ქარხანა #1-ის” ადვოკატმა, არჩილ თაბაგარმა ურნალისტებთან, სააპელაციო სასამართლოში, “ღვინის ქარხანა #1-ის” სასამართლოს სხდომის დასრულებისას განაცხადა.

არჩილ თაბაგარის თქმით, მოსარჩელე – სააქციო საზოგადოება “სავანე ღვინის #1 ქარხანა” მიზნად ისახავდა ქონების თაღლითური გზით მითვისებას კეთილსინდისიერი შემძენებისაგან.

პროკურატურას მივმართავთ ჩვენ აუცილებლად, იმისთვის რომ გავარკვიოთ ეს ჯგუფი, რომელიც გვედავებოდა 5 წლის განმავლობაში. ისინი ცდილობდნენ ტყუილზე აგებული სარჩელით, სასამართლოში დაზარალებულების ილუზია შეექმნათ. ჩვენი აზრით, საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს იმის, რომ ისინი მიზნად ისახავდნენ თაღლითური გზით ქონების მითვისებას კეთილსინდისიერი შემძენებისაგან. მათ ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული რომ, საკუთრება თავის დროზე ძალიან მართლზომიერად გაასხვისეს, საკუთრების დაბრუნების  არანაირი საფუძველი არ არსებობდა. ისინი 5 წელი ატყუებდნენ საზოგადოებას და სასამართლოს. ეს ჩვენ გვიჩენს იმის განცდას და შეგრძნებას, რომ ეს იყო ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც მიზნად ისახავდა საფარველის შექმნით მატერიალური გამორჩენა მიეღოთ. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ამ საქმეში ჩართული იყო ყოფილი მთავარი გენერალური პროკურორი. ეს პროცესები გაგრძელდება. პროკურატურისგან ფაქტების სამართლებრივ შეფასებას მოვითხოვთ.“,-ამბობს არჩილ თაბაგარი.

შეგახსენებთ, რომღვინის ქარხანა #1-ისსაქმეზე სასამართლო დავა 2015 წლიდან დაიწყო. ქონების უკან დაბრუნებას ის ხალხი ითხოვდა, ვინც ტერიტორიას 2004 წლამდე ფლობდა და დაკარგა, ამის შემდეგ ღვინის უძველესმა ქარხანამ ათამდე მესაკუთრე გამოიცვალა. თბილისში, პეტრიაშვილის ქ. #1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ისტორიული შენობა დღევანდელმა მესაკუთრეებმა საქართველოში მოქმედი ორი ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკისაგან გამოისყიდეს. 2014 წლის დეკემბერში ღვინის ქარხნის შემძენების – შპსარტ ღვინოს – მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სამოქალაქო დავა. მოსარჩელე – სააქციო საზოგადოება სავანე ღვინის #1 ქარხანა. მისი წარმომადგენლად აღნიშნულ დავაში საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ჩაერთო.

დღეს კი, სააპელაციო სასამართლომ სავანე ღვინის #1 ქარხანისსარჩელი, რომელიც ქონების უკან დაბრუნებას ითხოვდა, არ დააკმაყოფილა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:42

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში სა...

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.   საინვესტიციო ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისგან და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა საერთაშორისო ჟიურ...

  • 19:53

    30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებ...

    ცხელი სეზონის დადგომასთან ერთად, ავტომობილის შესაბამისი მომზადება აუცილებელია. როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7-10 გრადუსამდე იზრდება, მანქანა ზაფხულის საბურავებით უნდა აღიჭურვოს. „თეგეტა მოტორსმა&...

  • 19:46

    „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღ...

      „თეგეტა ჰოლდინგმა“ 22 აპრილს დედამიწის დღე აღნიშნა და, 193 ქვეყანასთან ერთად, ყოველწლიურ ღონისძიებას შეუერთდა. დედამიწის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება. „დედამიწის დღ...

  • 14:29

    #1 ავტოდაზღვევა 2018 წლიდან - თიბისი დაზღვევა...

    თიბისი დაზღვევა 2018 წლიდან საცალო ავტოდაზღვევაში ბაზრის წილით უცვლელად, პირველ ადგილზეა. მხოლოდ 2023 წელს კომპანიამ 28 მილიონ ლარზე მეტი აანაზღაურა. მომხმარებლების კმაყოფილება, პირველ რიგში, კომპანი...

  • 16:05

    მცხეთაში თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტ...

    მცხეთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე შესაძლებელია თიბისის ნებისმიერი ბარათით.  მგზავრობის საფასურის გადახდა შეიძლება, როგორც ფიზიკური ბარათით ასევე ციფრული საფულის...

  • 16:00

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპია...

    საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მო...

  • 14:32

    „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორე...

    ინოვაციური ტექნოლოგია, გამძლეობა და ხანგრძლივი საექსპლუატაციო პერიოდი - ეს Energizer-ის აკუმულატორების მთავარი მახასიათებლებია. „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს ამერიკული ...