თიბისიმ და EBRD-იმ “ლოპოტა სპა რეზორტის” ინფრასტრუ...
თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, “ლოპოტა სპა რეზორტის” ახალი პროექტები 9 400 000 ევროთი დააფინანსეს, რომლის ფარგლებშიც, ივნისში ახალი ობიექტები გაიხსნება:...
|
HUAWEI-მ TechRadar Mobile Choice Consumer-ის ყოველწლიურ ღონისძიებაზე ორი პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა. წელს დაჯილდოების ცერემონიალი ლონდონში, Café de Paris-ში გაიმართა.
მომხმარებელთა შორის ჩატარებული ფართომასშტაბიანი გამოკითხვის შედეგების მხიედვით, HUAWEI P30 Pro საუკეთესო კამერის, ხოლო HUAWEI P Smart 2019 საუკეთესო მახასიათებლების მქონე სმარტფონად დაასახელდა. HUAWEI-ს მომხმარებელთა ბიზნეს ჯგუფის განმარტებით, მომხმარებლებს საუკეთესო მახასიათებლების მქონე სმარტფონების შეძენა საკმაოდ ხელმისაწვდომ და როგორც ღონისძიებაზე აღნიშნა „წარმოუდგენელ“ ფასად შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს HUAWEI-მ „TechRadar Mobile Choice Awards”-ის 3 ჯილდო მიიღო, ისეთ ნომინაციებში, როგორიც არის - „წლის მწარმოებელი“, „წლის მობილური ტელეფონი“ და „საუკეთესო კამერის მქონე მობილური ტელეფონი“. ასევე, 2017 წელს, კომპანიამ ორ სხვადასხვა ნომინაციაში აიღო ჯილდო, ხოლო 2016 წელს, მხოლოდ ერთი ნომინაციაში გაიმარჯვა. აღნიშნული სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ კომპანია წლიდან-წლამდე აუმჯობესებს პროდუქციას, რაც მომხმარებელთა დადებითი შეფასებების ზრდაზეც აისახა.
„მოხარულები ვართ, რომ მომხმარებლებმა და ექსპერტებმა კიდევ ერთხელ გვაღიარეს და მოგვანიჭეს TechRadar”-ის ჯილდოები, საამაყოა, რომ HUAWEI P სერიის მოწყობილობებმა გაიმარჯვა ორ მნიშვნელოვან ნომინაციაში. HUAWEI მოწოდებულია, რომ მომხმარებლებს შესთავაზოს ახალი და გაუმჯობესებული მობილური ფოტოგრაფიის შესაძლებლობა,“ - აღნიშნა HUAWEI-ს მომხმარებელთა ბიზნეს ჯგუფის ვიცე პრეზიდენტმა, ლი ჩანგჟუმ.
„დიდ ბრიტანეთში 19 წლიანი მოღვაწეობის შედეგად, როდესაც გამოვკითხეთ 34000 მომხმარებელი, ჩვენმა შედეგებმა ყველა არსებულ მონაცემს გადაუსწრო. კვლევამ გვაჩვენა, რომ მომხმარებლებს ძალიან ახარებთ საყვარელი პროდუქტის შეფასების შესაძლებლობა“ - აღნიშნა „TechRadar Mobile Choice Consumer Awards“-ის დირექტორმა, მარკ ფერმორმა.
HUAWEI-ს გამარჯვება „საუკეთესო კამერის მქონე მობილური ტელეფონის“ კატეგორიაში, ფოტოგრაფიისადმი კომპანიის ინოვაციური მიდგომის ტენდენციას პასუხობს, რომელმაც საპატიო ადგილი დაიკავა “TechRadar Mobile Choice Consumer Awards“ 2019 წლის ღონისძიებაზე. HUAWEI-მ ახალი დიზაინის მქონე P30 Pro 2019 წლის სექტემბერში გამოუშვა, რომელიც ესთეტიკური დიზაინისა და ინოვაციური ტექნოლოგიების ტრადიციებს აგრძელებს. ახალი P30 Pro გამოირჩევა მოდური ფერების დიზაინით და ფოტო/ვიდეო რედაქტირების გაუმჯობესებული ფუნქციებით.
HUAWEI P30 სერია რჩება მომხმარებლების ფავორიტად, რომლის გაყიდვებმაც გადააჭარბა 17 მილიონ ერთეულს. ის აღიარებულია მსოფლიოს მრავალი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის მხრიდან, როგორიცაა მაგალითად „European Image“ და „Sound Association (EISA).“ EISA-ს მიერ HUAWEI P30 Pro შეფასდა, როგორც „საუკეთესო სმარტფონი“, ზედიზედ მეორე წელია, რაც HUAWEI აღნიშნული კატეგორიის გამარჯვებულია.
HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 30 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
HUAWEI-ს მომხმარებელთა ბიზნეს ჯგუფი არის HUAWEI-ს სამი ბიზნესიდან ერთ-ერთი და მოიცავს: სმარტფონებს, პერსონალურ კომპიუტერებს, პლანშეტებს, სმარტ მოწყობილობებს და ა.შ. HUAWEI-ს გლობალური ქსელი ეფუძნება სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის 30 წელიან გამოცდილებას და მომხმარებლებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწვდის უახლეს ტექნოლოგიებს.
თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, “ლოპოტა სპა რეზორტის” ახალი პროექტები 9 400 000 ევროთი დააფინანსეს, რომლის ფარგლებშიც, ივნისში ახალი ობიექტები გაიხსნება:...
იაპონური კულტურისა და სამზარეულოსადმი გამორჩეული ინტერესი საქართველოში ოცდამეერთე საუკუნესთან ერთად დაიწყო. ამ ინტერესს, უპირველეს ყოვლისა, ახალი თაობა იჩენს. ახალგაზრდებში ანიმეს სიყვარული, როგორც წ...
თიბისი ბიზნესის ორგანიზებით, თიბისი ბიზნესის განათლების ფარგლებში, თბილისსა და გორში ორი შეხვედრა გაიმართა. თბილისში გამართულ ვორქშოფზე მოსულ აუდიტორიას საშუალება ჰქონდა მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ...
“თიბისი დაზღვევამ” და “ენთებმა” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც “ენთების” პარტნიორ კომპანიებს შეეძლებათ მიიღონ სპეციალური პირობა თიბისი დაზ...
ზაფხულის მოახლოებასთან და ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკაც. მნიშვნელოვანია, თითოეულმა მძღოლმა იცოდეს, როგორ მოამზადოს ავტომობილი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის,...
“თეგეტა აკადემიის“ დელეგაცია ჰოლანდიაში იმყოფებოდა. სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი - ეს იმ ქვეყნების ჩამონა...
მსოფლიო საავტომობილო ბაზრის 14% დღეისათვის ელექტრომობილებს უჭირავს. მსხვილი ავტომწარმოებლები ერთგულად მიჰყვებიან განაცხადსა და დანაპირებს ეკომეგობრული ტრანსპორტის განვითარებასთან დაკავშირებით. წ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები