0 7 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოში უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკური ცენტრის პრეზენტაცია გაიმართება

„მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრი“ GENERAL ELECTRIC –ის ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი

15 ნოემბერს, 17:00 საათზე, „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფი“ უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკური ცენტრის (მის: თბილისი, თამარაშვილის #4) პრეზენტაციას ოფიციალურად გამართავს. თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობილი ახალი დიაგნოსტიკური ცენტრი 3,000 კვ/მ ფართობზეა განლაგებული და GENERAL ELECTRIC –ის ულტრათანამედროვე, უახლესი მოდელების სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი.

პრეზენტაციაზე მოწვეული არიან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, თბილისი მერი კახა კალაძე,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე,  ასევე  ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხვა წარმომადგენლები, პრაქტიკოსი ექიმები და ჯანდაცვის სფეროს  სპეციალისტები.

ჩვენ რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ GENERAL ELECTRIC-თან და შესაბამისად, ახალი დიაგნოსტიკური ცენტრი აღჭურვილია კომპანიის ულტრათანამედროვე აპარატურით, რომელიც უნიკალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაგნიტურ - რეზონანსული (MRI) უახლესი 3 „ტესლასკანერი, რომელიც მთელი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის, სიმსივნის ადრეულ სტადიაზე დადგენის და დაავადების გავრცელების ზუსტი დიაგნოსტირების შესაძლებლობას იძლევა. ულტრათანამედროვე ტექნოლოგიის წყალობით, ის ასევე ქმნის დიაგნოსტიკის ახალ პერსპექტივებს ნევროლოგიაში და თავის ტვინის კვლევას დროის მცირე მონაკვეთში უზრუნველყოფს. ამავე დროს, ის ორჯერ სწრაფია, ვიდრე წინა თაობის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი- GENERAL ELECTRIC-ის აპარატურის უნიკალურობაზე საუბროს „მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის“ დირექტორი, ზაზა კოპლატაძე.

გარდა ამისა, „მარდალეიშვილის დიაგნოსტიკურ ცენტრში“ ხელმისაწვდომი იქნება    ულტრაბგერითი და კომპიუტერული, ენდოსკოპიური და რენტგენოლოგიური კვლევები, ასევე ძვლების და მეტაბოლური სიჯანსაღის შემოწმება.

პრეზენტაციამდე 14:30 საათზე „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ ინიციატივით, უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკურ ცენტრში მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო ტური მოეწყობა. ტური გაცნობითი ხასიათისაა, რომლის მიზანს უახლესი სტანდარტების ახალი დიაგნოსტიკური ცენტრის დემონსტრირება წარმოადგენს. მოწვეულ მედიის წარმომადგენლებს  „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ დირექტორი, ბატონი ზაზა კოპლატაძე უმასპინძლებს.

მოწვეული სპეციალისტები ტურის მონაწილეებს გააცნობენ დიაგნოსტიკური ცენტრის უნიკალურ შესაძლებლობებს, რომელიც პაციენტებს რადიოლოგიური კვლევების სრულ სპექტრს, მათ შორის, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებითა და  დახურულ ავტომატიზირებულ სისტემებზე მოწყობილ ლაბორატორიას სთავაზობს. მნიშვნელოვანია, რომ  აღნიშნული სტანდარტების შესაბამისად ჩატარებული ლაბორატორიული კვლევა მაქსიმალური სიზუსტით დიაგნოსტირებას უზრუნველყოფს.

„მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის“ აღჭურვისთვის 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამ ეტაპზე კლინიკაში დასაქმებულთა რიცხვი 120 ადამიანს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ „მარდალეიშვილის დიაგნოსტიკურ ცენტრში“ პაციენტებს სამედიცინო კვლევებს და კონსულტაციებს უტარებენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკასა და ევროპაში აღიარებული წამყვანი ექიმები. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი დიაგნოსტიკური ცენტრი  მაღალი ხარისხით შეძლებს საქართველოს მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები