1 4 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას აგრძელებს

13 დეკემბერი, 2019- საქართველოს ბანკი სტუდენტური პროგრამის - “ლიდერატორის“ განხორციელებასა და დასაქმების ხელშეწყობას აგრძელებს. საქართველოს ბანკი წელს საუკეთესო სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის  9 ახალ პროგრამაზე აცხადებს მიღებას. ესენია: ბიზნესის განვითარების ანალიტიკა; ბიზნესის ეფექტურობა; კორპორაციული/ საინვესტიციო ბანკინგი და დაგროვილი ქონება; მონაცემთა მეცნიერება; ფინანსური მენეჯმენტი; ინფორმაციული ტექნოლოგიები; საცალო საბანკო მომსახურება (RB, Express, SOLO); ციფრული პროდუქტები, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულება. აღნიშნული პროგრამები  ბანკის მასშტაბით ჯამში 31 სხვადასხვა მიმართულებას და ბანკის შვილობილ კომპანიებს მოიცავს. საქართველოს ბანკი სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით სტუდენტებს სთავაზობს მათ სასწავლო პროცესზე მორგებულ გრაფიკს. თითოეულ სტუდენტებს ეყოლება მენტორი, რომელიც მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით მისცემს რჩევებს და უკუკავშირს.  

პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მონაწილეები დასაქმდებიან საქართველოს ბანკში. ბანკში განხორციელებული სტუდენტური პროგრამების  შედეგად 80 საუკეთესო მონაწილე გახდა საქართველოს ბანკის თანამშრომელი.   

„განათლებისა და დასაქმების  მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის, როგორც სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის,  მნიშვნელოვან და უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ  სტუდენტებს  პროფესიულ განვითარებაში, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კარიერული გეგმების განსაზღვრაში. საქართველოს ბანკი ამ პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, აიმაღლონ კვალიფიკაცია, გაიღრმავონ პრაქტიკა მათთვის საინტერესო სფეროებში მუშაობით. გვინდა სტუდენტებს მხარდაჭერა გავუწიოთ, იპოვონ თავიანთი ნამდვილი ინტერესის სფერო, რათა მიიღონ მაღალი ხარისხის პრაქტიკული გამოცდილება, ყოველივე ეს კი გამოიყენონ, როგორც საკუთარი მომავლისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისათვის”,- აცხადებენ  საქართველოს ბანკში.  


ინფორმაციისთვის, ახალგაზრდა ლიდერების მომზადება საქართველოს ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ბანკი ზრუნავს კარიერული განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი საუკეთესო ტალანტების მოზიდვასა და შემდგომ განვითარებაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: www.lideratori.bog.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    „სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ მართავს...

    „სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ მართავს „სმარტმა“ ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა მომსახურები...

  • 12:50

    რა სიახლეები აქვთ chaynik catering and event-ში და...

    სამი მეგობრის ქეითერინგის ბიზნესად ქცეული სტარტაპი... რებრენდირებული chaynik, ახალი ლოგოთი და დაფინანსების მოლოდინში მყოფი ყველაზე გემრიელი chaynik catering and event კომპანია. სტარტაპი, რომელიც წუთებ...

  • 11:10

    საქართველოს ბანკის დაფინანსებით დიდ ბრიტანეთში ს...

    14 აგვისტო, 2020- საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აგრძელებს განათლების ხელშეწყობას და ჩივნინგის პროგრამის ფარგლებში 3 რჩეულ სტუდენტს დიდ ბრიტანეთში ს...

  • 17:21

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ კოდაში ნუშის ...

    13 აგვისტო, 2020- საქართველოს ბანკი აგრომეურნეობის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკისა და შპს ნათს ჯორჯიას ერთობლივი ძალისხმევით სოფელ კოდაში ნუშის ბაღი გაშენდება. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინა...

  • 17:20

    აქ და ახლა „ჩირუკას“ წარმოება თიბისის მხარდაჭერით ...

    თუ გამხმარი ხილი გიყვართ, სუპერმარკეტების ქსელებში „ჩირუკას“ პროდუქცია ალბათ შემჩნეული გექნებათ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოყვანილ ვაშლს, ატამს, მსხალს, კომშს და ქლიავს საგანგებოდ თ...

  • 15:15

    Global Finance-მა საქართველოს ბანკი მომხმარებლისთვ...

    13 აგვისტო, 2020- საერთაშორისო გამოცემის, Global Finance-ის მიერ, საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა.  Global Finance-მა საქართ...

  • 12:25

    მაგთიკომმა მე-5 თაობის ტექნოლოგია სატესტო რეჟიმში ...

    მაგთიკომმა მსოფლიოს უახლესი, მე-5 თაობის ტექნოლოგიის ტესტირება დაიწყო.  მაგთიკომი ამ მიმართულებით თანამშრომლობს მსოფლიოს სამ წამყვან სატელეკომუნიკაციო  აპარატურის მწარმოებელ კომპანიასთან. უ...