2 2 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საბურთალოზე სითი მოლში მაკდონალდსის რესტორანი და მაკკაფე გაიხსნა

საბურთალოზე,  ვაჟა-ფშაველას N70-ში  მაკდონალდსის ახალი რესტორანი და მაკკაფე გაიხსნა. სავაჭრო ცენტრის „სითი მოლის“ მეოთხე სართულზე განთავსებული, მაკდონალდსის რიგით მეთექვსმეტე რესტორანი 200-ზე მეტ პერსონაზეა გათვლილი და მოიცავს როგორც დახურულ, ასევე ვერანდის ტიპის ღია სივრცეს. ახალი რესტორანი მომხმარებელს 10:00 საათიდან 22:00 საათამდე ყოველდღიურად მოემსახურება. 
მაკდონალდსთან ერთად განთავსდა უკვე კარგად ნაცნობი და მომხმარებლებისთვის საყვარელი „მაკკაფეც“, რომელიც არომატული და პრემიუმ კლასის ყავის მრავალფეროვან ასორტიმენტს და უგემრიელესი დესერტების არჩევანს შესთავაზებს სტუმრებს. პირველი „მაკკაფე“ ვაკეში გაიხსნა და დღეისათვის თბილისში სამ ხოლო ბათუმში ერთ ლოკაციაზეა წარმოდგენილი. 
ახალი მაკდონალდსი სტუმრებს უმაღლეს სტანდარტებზე დაფუძნებული „მომავლის გამოცდილების“ პლატფორმით მოემსახურება. რაც გულისხმობს მომხმარებლის რესტორანში შესვლისთანავე სტუმართმოყვარეობის ლიდერის დახმარებას, მაგიდასთან მომსახურების სერვისს, რომლის მეშვეობითაც სტუმრებს შეკვეთის ზონაში ლოდინი აღარ სჭირდებათ და სასურველ პროდუქტს მაგიდასთან იღებენ. ასევე მოიცავს შესაკვეთ კიოსკებს, რომლებიც მორგებულია მომსახურების უფრო მარტივ და სწრაფ მოდელზე და მაქსიმალურად ფოკუსირდება მომხმარებლის კომფორტზე.
„მაკდონალდს საქართველო“ ევროპაში ერთ-ერთი მოწინავეა უმაღლესი სტანდარტების და ინოვაციების დანერგვის კუთხით. საქართველოს მაკდონალდსი ისეთ ქვეყნებს შორისაა მოწინავე, როგორებიცაა ავსტრია და პორტუგალია.

 „მაკდონალდსი“ რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში გეგმაზომიერად ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავში მთლიანობაში 16 ობიექტს მოიცავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:19

    საქართველოს ბანკისა და „წიგნების თაროს სკოლის“ პარ...

    კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის უშუალო ჩართულობით „წიგნების თაროს სკოლის" მო...

  • 15:02

    სტერეოტიპების ნგრევაში - 4 ქალს მამაკაცების სამყარ...

    „ქართველები ძალიან დაკომპლექსებულები ვართ. განსაკუთრებით ქალებს უწევთ ყველაზე ხშირად დოგმებთან გამკლავება. ჩემი აზრით, ჩვენ ვიქნებით ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაამსხვრიო სტერეო...

  • 12:52

    საქართველოს ბანკი მომხმარებელს სესხის აღების კიდევ...

    საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების და სერვისების შეთავაზებას განაგრძობს. ამიერიდან ბანკის ციფრულ არხებში: მობილბანკში, ინტერნეტბანკსა თუ ვებგვერდზე სესხის აღება გამარტივ...

  • 14:02

    საუკეთესო შემოთავაზებები 1xBet კომპანიისგან ...

    ცნობილი ტოტალიზატორი კომპანია ოპერირებს ბაზარზე 2007 წლიდან და ამ ხნის განმავლობაში მოიგო მოთამაშეთა აღიარება. 1xBet შესანიშნავი შეთავაზებები ბევრმა მოიწონა, მაგრამ ოფისი არ ჩერდება აქ და განაგრძობს ...

  • 13:50

    აქ. ახლა თიბისი სულ შენთანაა...

    „ბევრი რამ იცვლება, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სულ შენთანაა.“ ახალი აღმოჩენებით და თავგადასავლებით სავსე ზაფხული დაიწყო და დღეს თიბისი ისევ დროსთან სრულად შესაბამისი გზავნილით უბრუ...

  • 12:09

    გალტ & თაგარტმა ელექტრონული კომერციის სექტორზე კონფერენცია ონლაინ გამართა, სადაც უახლესი კვლევის შედეგები წარადგინა. კვლევაში განხილულია სექტორში მიმდინარე ტენდენციები, COVID-19 პანდემიის გავლენა ...

  • 10:52

    ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში თიბისის სტუდენტ...

    სტუდენტები, რომლებიც ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურს თიბისის სტუდენტური ბარათით გადაიხდიან, სპეციალური საშეღავათო ტარიფით ისარგებლებენ. მგზავრობა ამ შემთხვევაში განახევრებული ფ...