2 2 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

რა გეგმები აქვს კომპანია Huawei-ს 2020-ში

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კომპანიის HUAWEI-ს მენეჯმენტი 2019 წელს აჯამებს და მადლობას უხდის კომპანიის პარტნიორებსა და ერთგულ მომხმარებლებს გამოცხადებული ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის.

„2019 წელი ნამდვილად გამორჩეული იყო HUAWEI-ს ისტორიაში. შექმნილმა მდგომარეობამ ბევრი რამ გვასწავლა და გადაგვაფასებინა. კომპანიამ ჩვეულ რეჟიმში განაგრძო ხარისხიანი და მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქციის შექმნა. ჩვენი შეფასებით, 2019 წელს HUAWEI-ს გაყიდვებიდან შემოსული თანხა 850 მილიარდ ჩინურ იუანს გადააჭარბებს, რაც უხეშად 18%-იანი მატებაა. აღნიშნული მაჩვენებელი მოსალოდნელზე ნაკლებია, თუმცა კომპანია ინარჩუნებს თავის პოზიციებსა და სიმტკიცეს“ - განაცხადა HUAWEI-ს თავმჯდომარემ, ერიკ ქსიუმ.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, HUAWEI-ს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით. 2019 წლის მონაცემით, მსოფლიოს 700-ზე მეტმა ქალაქმა და 500-ზე მეტმა კომპანიამ აარჩია HUAWEI, როგორც მათი პარტნიორი ციფრული განვითარების მიმართულებით.

2019-ში კომპანიამ ასევე, გააჟღერა ორი ახალი პროექტის განვითარების გეგმა: მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ხელოვნური ინტელექტის პროცესორი Ascend 910 და AI კლასტერული მომსახურება.

„ჩვენი მობილური ტელეფონების წარმოება, როგორც წინა წლებში, წელსაც კვლავინდებურად განაგრძობს ზრდას. 2019 წლის განმვალობაში, კომპანიამ გაყიდა 240 მილიონი მოწყობილობა.  წელს ასევე მნიშვნელოვნად განვავითარეთ შიდა ეკოსისტემა მოწყობილობებისთვის - იმისათვის, რომ სხვადასხვა ტიპის გაჯეტი მარტივად დაუკავშირდეს  ერთამენეთს და მომხმარებლებმა შეძლონ მაქსიმალურად მოქნილი, მოსახერხებელი და მაღალ ინტელექტუალური მომსახურების მიღება“ - ვკითხულობთ კომპანია HUAWEI-ს განცხადებაში.

HUAWEI-ში, მტკიცედ სჯერათ, რომ ციფრული ტექნოლოგიები ცვლის სამყაროს ჩვენს გარშემო და კომპანიის მენეჯმენტის სურვილია, ყველა ადამიანს შეეძლოს სარგებლის მიღება ამ ცვლილებების შედეგად. 5G, ღრუბლოვანი ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი და blockchain - ეს არის ტექნოლოგიები, რომლებიც დააჩქარებენ ცვლილებებს და ხელს შეუწყობენ ნებისმიერი სექტორის განვითარებას.

„2020-ში ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ციფრული ტრანსფორმაციის უპირატესობები, გავაძლიეროთ ჩვენი ოპერაციული შესაძლებლობები, პროაქტიულად დავგეგმოთ და გავაუმჯობესოთ ბიზნეს გარემო. ასევე,  შევქმნათ უფრო მეტად ღირებული პროდუქტები და მომსახურებები ჩვენი მომხმარებლებისთვის“ - განაცხადა ერიკ ქსიუმ.

კომაპნია HUAWEI -ს მენეჯმენტის განცხადებით, 2020 წლის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და უწყვეტი მომსახურება. HUAWEI თავის წვლილს შეიტანს კიბერუსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებაში და იზრუნებს თავისი მომხმარებლების კონფიდენციალურობის დაცვაზე. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ყველა ქვეყანაში, რომელშიც ის ოპერირებს, მკაცრად დაიცვას მათი შიდა რეგულაციები და კანონმდებლობა.

„ 2019 წლის მიწურულს, დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენ მომხმარებლებსა და პარტნიორებს მათი ნდობისთვის და თანადგომისთვის. გარდა ამისა, მადლობას ვუხდით ჩვენს ერთგულ თანამშრომლებს, ჩვენი იდეების სრულყოფისთვის“ - ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში. 

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები