1 5 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი დაზღვევის და „ლივოს“ ერთობლივი აქცია

თიბისი დაზღვევა და უძრავი ქონების ციფრული პლატფორმა - „ლივო“ მომხმარებელს ერთობლივ აქციას სთავაზობს. ბინის დაზღვევის შეძენა ახლა უკვე პირდაპირ livo.ge-ზე შეგიძლიათ, რა დროსაც პირველ თვეს საჩუქრად, უფასოდ მიიღებთ.

დაზღვევა განკუთვნილია იმ მომხმარებლებისთვის, ვინც არანაკლებ 18 წლისაა, ბინის მესაკუთრე ან მფლობელია და ვის ბინაშიც მუდმივად ცხოვრობენ.

რა შემთხვევები აგინაზღაურდებათ:- მეზობლისგან შემოსული წყლით ქონების დაზიანება ან განადგურება- კანალიზაციის ან წყალგაყვანილობის მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლით ქონების დაზიანება- ელ. გაყვანილობის და გათბობის სისტემების მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლით დაზიანდა ქონება- ხანძარი და აფეთქება- სტიქიური მოვლენები- ქურდობა შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა- ვანდალიზმი- გაქირავების შემთხვევაში ანაზღაურდება დამქირავებლის მიზეზით გამოწვეული დაზიანებებიც

თიბისი დაზღვევის და „ლივოს“ ერთობლივი აქცია 20 მარტამდე გაგრძელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები