0 2 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი იტალიის საგზურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რამდენიმე კვირის წინ, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა მომხმარებელთათვის გამოაცხადა გათამაშება, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გათამაშების ბოლოს, 11 იღბლიან მომხმარებელს გადაეცემა ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩზე დასასწრები ორკაციანი საგზური. მატჩი რომში, ზაფხულში გაიმართება. თუმცა, კომპანიამ იტალიაში კორონა ვირუსის გამო შექმნილი ვითარება გაითვალისწინა და საჯარო განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„კორონა ვირუსმა მსოფლიოს ტურისტული რუკა და მილიონობით ადამიანის გეგმები შეცვალა. გადაიდო უამრავი ღონისძიება, მათ შორის ისეთი მასობრივი, როგორიც სპორტული ტურნირები და საფეხბურთო მატჩებია.

უახლესი ცნობების მიხედვით, კარანტინში მოექცა სრულიად იტალია, სადაც 12 ივნისს, წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის გახსნის მატჩი უნდა ჩატარდეს.

5 მაისს, სოკარის გათამაშების 11-მა იღბლიანმა გამარჯვებულმა მატჩზე დასასწრები ორკაციანი საგზურები უნდა მიიღოს, რომელშიც მატჩის ბილეთები, ორმხრივი ფრენა და სასტუმროში განთავსება შედის;

თუმცა, ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს იტალიაში განვითარებულ მოვლენებს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. თუ ივნისამდე მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, მზად ვართ განსხვავებული პრიზები შევიძინოთ ყველა გამარჯვებულისთვის.

გულდასაწყვეტი იქნება ასეთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების გაუქმება, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ფასდაუდებელია.

ამ ეტაპზე, ვმოქმედებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და უეფას რეკომენდაციების მიხედვით.

მანამდე კი ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და მშვიდობას,“ - ნათქვამია სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები