1 8 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ვისოლ ჯგუფი“ თბილისის მერიასთან ერთად მარტოხელა მოხუცებს ყოველდღიური მოხმარების საგნებითა და საკვები პროდუქტებით მოამარაგებს

„ვისოლ ჯგუფი“ უერთდება ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივას და სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს  ყოველდღიური მოხმარების საგნებითა და საკვები პროდუქტებით მოამარაგებს. „ვისოლ ჯგუფი“ ასევე მოუწოდებს სხვა ბიზნეს კომპანიებს ჩაერთონ ინიციატივაში და გაიზიაროინ სოციალური პასუხისმგებლობა. #ჩაერთე ერთგვარი გამოწვევაა, რომელიც საქართელოს კერძო სექტორს მერიასთან ერთად საერთო სოციალური პასუხისმგებობის მიზნის გარშემო გააერთიანებს. #ჩაერთე დევიზით სოციალური რგოლი თბილისის მასშტაბით „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი სარეკლამო კომპანია „ალმას“ ყველა გარე მონიტორზე და „ვისოლ ჯგუფის“ სოციალურ მედია გვერდებზე გაზიარდება და მოუწოდებს კომპანიებს ერთად დავძლიოთ COVID-19-ით გამოწეული კრიზისი.

„როგორც ვიცით, COVID-19 ვურუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფი ხანდაზული ადამიანები არიან. მათ შორის კი განსაკუთრებულად უჭირთ მოხუცებს, რომლებიც მარტო ცხოვრობენ და სოციალურად დაუცველობის გარდა, გადაადგილების და პროდუქტებით მომარაგების პრობლემები აქვთ. შესაბამისად, მადლობა გვინდა გადავუხადოთ თბილისის მერიას. რომელმაც საშუალება მოგვცა პირველადი მოხმარების საგნებითა და საკვები პროდუქტებით მოვამარაგოთ სიციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცები თბილისის მასშტაბით. ასე ვეცდებით მცირედით მაინც შევუმსუბუქოთ მათ კრიზისული პერიოდის გადატანა. იმედს ვიტოვებთ ჩვენს ინიციატივას სხვა ბიზნეს კომპანიებიც შემოუერთდებიან“, აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები