0 7 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

COVID 19-თან საბრძოლველად საქართველოს ბანკი ჯანდაცვის სამინისტროს 20 000 ლაბორატორიულ ტესტს და სხვა სამედიცინო აღჭურვილობას გადასცემს

27 მარტი, 2020- საქართველოს ბანკი COVID 19-ის გავრცელების საწინააღმდეგო ზომების მიღებას აგრძელებს. იმისთვის რომ საერთო ძალებით წინ აღვუდგეთ პანდემიას, საქართველოს ბანკი ჯანდაცვის სამინისტროსთვის ამ ეტაპზე ყველაზე საჭირო სამედიცინო ნივთებს - ლაბორატორიულ ტესტს, სასუნთქ აპარატს, ხელთათმანსა და პირბადეს შეიძენს. 20 000 ლაბორატორიული ტესტი, 10 სასუნთქი აპარატი,  50 000 პირბადე და 60 000 ხელთათმანი ერთ კვირაში უკვე საქართველოში იქნება და ის ვირუსთან ბრძოლის ეფექტურად გასაგრძელებლად მთლიანად გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს.

 

 “ახლა როცა ასე მნიშვნელოვანია ჩვენ საერთო მტერთან, ვირუსთან ბრძოლა, მიგვაჩნია რომ ყველამ ერთად, ჩვენი ერთობით უნდა ვიზრუნოთ პანდემიასთან გამკლავებისთვის. COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია საჭირო ოდენობის დეფიციტური სამედიცინო აღჭურვილობის- სასუნთქი აპარატის, ხელთათმანის, პირბადის ქონა. ლაბორატორიული ტესტი მთავარი იარაღია პანდემიის წინააღმდეგ, რაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ვირუსთან ბრძოლაში. რაც მთავარია, უნდა დავიცვათ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები და მივცეთ ჩვენს მედიკოსებს შესაძლებლობა, შეასრულონ თავისი სამუშაო ისეთივე წარმატებით, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც მცირედი წვლილი მაინც შეაქვს ამ საქვეყნო საქმეში. დღეს განსაკუთრებით მეომრები და გმირები არიან ჩვენი ექიმები და ექთნები, რომლებსაც  ჩვენ ყველა ერთხმად ვუჭერთ მხარს. მჯერა რომ ერთად საქართველოსთვის ყველაფერი შეგვიძლია!“, - განაცახდა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

 

 

ერთად ყველაფერი შეგვიძლია

ერთად საქართველოსთვის

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:00

    აჭარაბეთის 75 მომხმარებელს უკვე ახალი იაგუარი ჰყა...

    აჭარაბეთის უპრეცედენტო 100 დღიან გათამაშებას, რომელიც მიმდინარე წლის 8 მარტიდან მიმდინარეობს უკვე 225 გამარჯვებული ჰყავს.  225  ადამიანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ვინც უკვე მოიგო ...

  • 17:20

    თელიანი ველი ბრიტანეთში...

      „თელიანი ველის“ გამორჩეული ღვინოები უკვე ბრიტანეთშია ხელმისაწვდომი . თელიანი ველი და ღვინის წამვანი იმპორტიორი „ბუტინო“,  „გლეხურისა“ და ახალი პრემიუმ ხ...

  • 11:45

    "ჩვენ ძალიან მალე გიმასპინძლებთ!"- "ვენდის" და "და...

    "ჩვენ ძალიან მალე გიმასპინძლებთ!" - ასე პასუხობს "ვენდის" და "დანკინის" საერთაშორისო ქსელის რესტორნების გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე ათასობით წერილს, რომელიც კომპანიამ სოციალური ქსელით მიიღო ...

  • 17:30

    ახლა უკვე Volvo-ს ყველა მოდელს აქვს 180 კმ/სთ სიჩქ...

    ვოლვო ქარსი ასრულებს თავის დაპირებას, სცდება ყველანაირ რეგულაციას იმისათვის, რომ ნულამდე დაიყვანოს ავტოსაგზაო შემთხვევისგან მიღებული დაზიანებები და უბედერი შემთხვევები, Volvo-ს ყველა ახალი მოდელს აქვს...

  • 19:36

    „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დიზელს შეღავათიან ფასად ...

    კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მემორანდუმი 15 მაისს გააფორმა კომპანიამ „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობის შეთანხმება ...

  • 16:41

    ლიბერთი სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულ...

    20.05.20, თბილისი - დღეიდან, სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,  200 000-ზე მეტი ფერმერი ლიბერთის "აგრო ბარათს“ მიიღებს და მთელი ქვეყნის ...

  • 12:35

    GM Pharma-ს ახალი სტრატეგიული პარტნიორი - ევროპული...

    GM Pharma წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები)  იწარმოება საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების (გერმანია...