0 5 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

“სილქნეტმა ფართი იქირავა ჩემგან და ქირის ფულს არ მიხდის, ასე ექცევა სხვებსაც..” “კომპანია სილქნეტმა იძულებით შვებულებაში გაგვიშვა და ეს დღეები კუთვნილ საშვებულებო დღეებში გაგვიქვითა” - რა განმარტებას აკეთებს კომპანია?

ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისითა და საგანგებო მდგომარეობით უამრავმა კომპანიამ  ბოროტად ისარგებლა. როგორც ირკვევა,  ამ კომპანიების სიაში სილქნეტიც აღმოჩნა.

ლელა კვიტაშვილი უკვე რამდენიმე დღეა დახმარებას იურისტებს სთხოვს. კომპანია სილქნეტს მისგან ფართი ჰქონდა ნაქირავები, თუმცა საგანგებო მდგომარეობით ისარგებლა და  კუთვნილი ქირის ფული არ გადაიხადა. 

“ბევრი ოფისი აქვთ დაქირავებული და ალბათ ყველას ასე გაუკეთეს, მე მინდა რომ მათაც დავეხმარო და ჩემი შემთხვევა მაგალითი იყოს“ - ამბობს ჩვენთან საუბარში ლელა კვიტაშვილი

“ამბროლაურში მაქვს ფართი, რომელიც კომპანია სილქნეტმა იქირავა. ქვეყანაში შემნილი ვითარების გამო, ქირის ფული არ გადამიხადეს. ნუ,  მეც გაგებით მოვეკიდე. 

შემდეგ რამაც გამაბრაზა იყო ის ფაქტი, რომ 5 ლარის გამო შემიწყვიტეს მომსახურება და მივხვდი, რომ მათ არანიარი ფინანსური პრობლემები და ფორსმაჟორული მდგომარეობა არ შეხებიათ, ხალხი ინტერნეტზეა დამოკიდებული პაკეტებს აორმაგებენ, ვინმე არსებობს ვინც ინტერნეტზე უარი თქვა? 

ოპერატორთან დავრეკე, როგორც ხდება, მათ არფერი არ იციან. შემდეგ  იურისტ ანი ჯიბუტთან გადამამისამართეს , მოგეხსენებათ რომ მათ მოსმენაც არ უნდათ. ვეკითხები, რას აპირებთ ამ თვეში? მპასუხობს: თქვენ არ გაგიათ ქვეყანაში რა მდგომარეობააო? ზოგადად, ხომ იცით მანდ არ გისმენენ, ხელშეკრულებაშიც  ძირითადად თავის უფლებებს იცავენ, ამხელა ხელშეკრულებაში ალბათ მხოლოდ ერთ გვერდზე წერია ჩემი უფლებები, დანარჩენი 1000 სულ მაგათი მოთხოვნებია. 

ყველაზე შეურაცხმყოფელი ის იყო რომ წარმომადგენელმა დამირეკა და მითხრა, არ ვიცოდი ჩვენი აბონენტი თუ იყავითო. ანუ რას ფიქრობენ, რომ 5 ლარშია პრობლემა? 

ფულს არ ეხება საქმე , მიზანი ის არის რომ დარწმუნებული ვარ,  უამრავი ადამიანია ჩემს მდგომარეობაში. ბევრი ოფისი აქვთ დაქირავებული და ალბათ ყველას ასე გაუკეთეს, მე მინდა რომ მათაც დავეხმარო და ჩემი შემთხვევა მაგალითი იყოს”- ამბობს ლელა კვიტაშვილი.

როგორც აღმოჩნდა, კომპანიისგან განაწყენებულ პირთა წრე ფართოა. აიტივი.ჯის სილქნეტის ერთ ერთი თანამშრომელიც დაუკავშირდა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა იმის გამო, რომ სამსახური არ დაეკარგა. მამაკაცის თქმით, კომპანიამ ის 14 დღიან იძულებით შვებულებაში ისე გაუშვა,  რომ ამის შესახებ მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ შეიტყო..

“ კომპანი სილქნეტმა გადაწყვიტა, რომ ორი კვირა გვამუშაოს და ორი კვირა დაგვასვენოს თან ისე, რომ ეს დასვენება ჩვენს კუთვნილ შვებულების დღეებს გამოაკლო. არავინ ვიცოდით ამის შესახებ. ყველას ეგონა, რომ ორი კვირა გადაბმულად იმიტომ გვამუშავეს, რომ შემდგომი ორი კვირა დაგვესვენა. როგორც შემდეგ გავიგეთ, მოგვაგყუეს და ეს მხოლოდ მაშინ გვითხრეს, როცა იძულებითი შვებულების მეათე დღე სრულდებოდა..”

აიტივი.ჯი  დაუკავშირდით კომპანია სილქნეტის პრ. სამსახურის წარმომადგენელს, კომპანიის პოზიცია ასეთია: 

"გმადლობთ, რომ მოგვმართეთ. ჩვენ ვაფასებთ, რომ საკითხის გარკვევას სრული ინფორმაციის მიღებით ახდენთ. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ მკითხველი: საზოგადოება, მილიონობით მომხმარებელი და ათასობით მისი თანამშრომელი, თქვენი მეშვეობით, ობიექტურად მიიღებს ინფორმაციას. ჩვენ, ისევე როგორც ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რამოდენიმე სექტორი, განსაკუთრებულად რთულ ვითარებაში ვაგრძელებთ საქმიანობას, იმისათვის, რომ მომხმარებელს არ შეუწყდეს სატელეკომუნიკაციო საშუალებების მიწოდება.

ჩვენ მოგვიწია მთელი რიგი რთული და ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება, იმისათვის, რომ არ მომხდარიყო შეფერხება ინტერნეტისა თუ სხვა ჩვენი სერვისების მიწოდებაში. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ მოსახლეობისთვის დღეს ინტერნეტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალება, მაშინ როდესაც ვირუსის პრევენციისთვის სახლში დარჩენა გარდაუვალია და ადამიანები სახლებიდან აგრძელებენ მუშაობას და სწავლას. რთული აღმოჩნდა ეს პერიოდი საზოგადოების ბევრი ჯგუფისთვის, მათ შორის ჩვენთან პირდაპირ, ან ირიბად საქმიან ურთიერთობაში მყოფი სხვადასხვა მხარისთვისაც. სილქნეტი დღეს თითქმის მთლიანად გადასულია ონლაინ მომსახურებაზე. კომპანიის ათასობით თანამშრომელი მუშაობას სახლებიდან აგრძელებს. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაიხურა კომპანიის მომსახურების ოფისები.

მსოფლიოში გამოცხადებული პანდემია არის ფორს-მაჟორული მდგომარეობა ყველასთვის. მათ შორისაა სილქნეტიც. თანამშრომელთა და მომხმარებელთა უსაფრთხოების მიზნით, კომპანია იძულებული გახდა, დაეკეტა მომსახურების ოფისები მთელი საქართველოს მასშტაბით.  აღნიშნული ოფისების უმეტესი ნაწილი კომპანიას იჯარით აქვს აღებული. ფორს მაჟორული სიტუაციის გამო, კომპანია ამ პერიოდში ფართებს ვეღარ მოიხმარს და იძულებული გახდა, რომ კონტრაქტის პირობების მიხედვით, დროებით, მომსახურების აღდგენამდე შეეჩერებინა ფართების სარგებლობისთვის დაწესებული იჯარის გადახდა. კომპანიისთვის ეს  არ იყო სასურველი გადაწყვეტილება, თუმცა ასეთ განსაკუთრებულ პირობებში აუცილებელი იყო ამ და მთელი რიგი ისეთი ზომების მიღება, რაც უზრუნველყოფდა კომპანიის სრულყოფილ ფუნქციონირებას.  ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, ჩვენთანაც,  კომპანიები და ადამიანები გადართული არიან ექსტრემალური მუშაობისა და ყოფის რეჟიმში.

ოპერატორებს და კერძოდ, სილქნეტს ძალიან დიდი ინვესტიციების განხორციელება ესაჭიროება ყოველთვის. მსოფლიო პანდემიის დადგომასთან დაკავშირებით კი ეს ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ფორს-მაჟორულ რეჟიმში მუშაობამ სილქნეტშიც შექმნა იმის აუცილებლობა, რომ კომპანიას დროებით მოეხდინა იჯარისა თუ სხვა სახის ხარჯების მაქსიმალური ოპტიმიზაცია. ამასთან ერთად, კომპანიას აქვს ორი უმთავრესი მიზანი და გამოწვევა: არ შეაფერხოს მომსახურება და უზრუნველყოს ათასობით დასაქმებულ თანამშრომელთა სამუშაო პირობები დისტანციურ რეჟიმში. უხილავია ის სირთულეები, რასაც ასეთ უპრეცედენტო გამოწვევის დროს ინტერნეტის, ტელევიზიისა და მობილური მომსახურების სამსახურში მყოფი ადამიანები - სილქნეტის ათასობით თანამშრომელი უმკლავდება. კომპანია მადლობელია თითოეული მათგანის და ზრუნავს მათ უსაფრთოებასა და ჯანმრთელობაზე. მედიაში გავრცელებული ნებისმიერი მცდარი შეხედულება განსაკუთრებით მტკივნეულია მათთვის, მით უმეტეს, ყველასათვის რთულ დროს.

ასევე, სამწუხაროა, რომ სილქნეტი ვერ ახერხებს ჩვეულ რეჟიმში მეიჯარეებთან საქმიანი ურთიერთობების გაგრძელებას დაკეტილი ოფისების გამო, რაც დროებითია და იმედია, რომ ძალიან მალე მოხდება ოფისების მუშაობის აღდგენა და ამასთან ერთად გაგრძელდება ჩვეული თანამშრომლობა მეიჯარესა და მოიჯარეს შორის.

რაც შეეხება თანამშრომელთა იძულებით შვებულებას, ასეთ ფაქტს კომპანია არ ადასტურებს. სილქნეტი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავის თანამშრომლებს შეუნარჩუნოს სამუშაო პირობები და შეუქმნას დაცული სამუშაო გარემო. დიდი ნაწილი ვირუსის გავრცელების ადრეული ეტაპიდანვე გადავიყვანეთ დისტანიურ მუშაობაზე და მათთვის შევქმენით ონლაინ მუშაობისთვის ადაპტირებული გარემო, ხოლო ტექნიკური ნაწილი, პრევენციის უმაღლესი ზომების დაცვით, აგრძელებს მუშაობას. ვფიქრობთ, ვრცელდება კომპანიის მაკომპრომენტირებელი ინფორმაციები და მაშინ, როდესაც, სილქნეტის ათასობით თანამშომელი ცდილობს საქართველოს მოსახლეობას შეუნარჩუნოს მაღალი ხარისხის სერვისი, გარკვეული ჯგუფები ავრცელებენ მცდარ ინფორმაციას.

გვინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ, რომ თქვენი მომართვით მოგვეცა კომპანიის განსაკუთრებული მუშაობის რეჟიმის შესახებ ინფორმაციის გაზიარების საშუალება. ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში ვახორციელებთ მომხმარებელთან და საზოგადოებასთან კომუნიკაციას, თუმცა ძირითადად, ეს კომუნიკაცია არის უფრო საჭიროებებზე მორგებული, როგორიცაა ვირუსის პრევენციის პირობებში მომხმარებლისთვის ახალი შეღავათიანი პროდუქტების შეთავაზება"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:25

    თიბისის მობაილბანკს ფულადი გზავნილების განაღდების ...

    თიბისის მობაილბანკში ფულადი გზავნილების განაღდება უკვე შესაძლებელია. მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, შესაბამისი ფუნქციონალი მობაილბანკს უკვე დაემატა.  სიახლით სარგებლობისთვის მომხ...

  • 15:16

    საქართველოს ბანკმა მომხმარებლისათვის „ჩატის“ ფუნქც...

    27 მაისი, 2020- საქართველოს ბანკმა მომხმარებლისათვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნის მიზნით ციფრულ არხებში ჩატის ფუნქცია დანერგა. ამიერიდან მობილბანკში, ინტერნეტბანკსა თუ საქართველოს ბანკის ვებგვერდ...

  • 12:35

    თიბისის მხარდაჭერით, პირბადეების მწარმოებელი - შპს...

    ქართულ ბაზარზე, თიბისის მხარდაჭერით, უმაღლესი ხარისხის პირბადეების მწარმოებელი - შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ იწყებს ფუნქციონირებას. პროექტის ჯამური ღირებულება 1.8 მილიონი დოლარია. საწარმო ...

  • 19:06

    თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი...

    საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 30-31 მაისს პირველად თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი გაიმართება. მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც გავრცელებულმა...

  • 14:26

    „ვოლვო საქართველო“ მომხმარებელს 20 000 ლარიან ფასდ...

    „ვოლვო საქართველო“ მომხმარებელს ავტომობილის შეძენის საუკეთესო პირობებს სთავაზობს. მიმდინარე აქციის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ვოლვო S90, XC60 და XC90 მოდელები 20 000 ლარ...

  • 14:24

    ავერსის სააფთიაქო თარო...

    ავერსის სააფთიაქო თარო ავერსი მომხმარებლებს სთავაზობს ახალ პროექტს „სააფთიაქო თარო“. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, განათავსოს ვირტუალურ სააფთიაქო თაროზე თავისთვის საჭირო 10 მედიკამენტი დ...

  • 18:00

    აჭარაბეთის 75 მომხმარებელს უკვე ახალი იაგუარი ჰყა...

    აჭარაბეთის უპრეცედენტო 100 დღიან გათამაშებას, რომელიც მიმდინარე წლის 8 მარტიდან მიმდინარეობს უკვე 225 გამარჯვებული ჰყავს.  225  ადამიანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ვინც უკვე მოიგო ...