0 3 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

influencer.ge – საქართველოში ინფლუენსერ მარკეტინგი ბრენდის ცნობადობაზე და გაყიდვებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს

ინფლუენსერ მარკეტინგი და ინფლუენსერები მთელს მსოფლიოში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბრენდების, პროდუქტების, იდეებისა და მომსახურების ცნობადობის შექმნასა და გაყიდვების სტიმულირებაში. საქართველოში, ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით, ინფლუენსერ მარკეტინგის მომსახურებით ბევრი მარკეტერი და კომუნიკაციის სპეციალისტი სარგებლობს.

რა არის და როგორ მუშაობს ინფლუენსერ მარკეტინგი - ამ საკითხზე საქართველოში წამყვან ინფლუენსერ სააგენტოს influncer.ge  –ს  წარმომადგენლებს ვესაუბრეთ.

ელდარ პირმისაშვილი:

სოციალური ქსელების პოპულარობა და მასში ჩართული ადამიანების რიცხვი დღითიდღე იზრდება. კომუნიკაციის სპეციალისტებისთვის სოციალურ ქსელებში ჩართული ადამიანები მნიშვნელოვანი აუდიტორიაა. ბოლო გამოკვლევების მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით სოციალურ ქსელში ჩართული ადამიანების უმრავლესობა იღებს ინფორმაციას ამა თუ იმ პროდუქტის ან ბრენდის შესახებ და ყიდულობს მას, ამიტომ განვითარდა ინფლუენსერ მარკეტინგის სფერო აქტიურად.

ინფლუნსერი სოციალურ ქსელში ჩართული ადამიანია, რომელსაც ჰყავს მნიშვნელოვანი მიმდევრები და აქვს გავლენა მიმდევრების განწყობების და ქცევის ცვლილებაზე,  სჯერათ და ენდობიან მას. ინფლუენსერ მარკეტინგი არის დაგეგმილი და სწორად ჩამოყალიბებული სტრატეგია  სოციალურ ქსელებში, სადაც ბრენდი ინფლუენსერის გავლით უქმნის პროდუქტს ცნობადობას და სტიმულირებას უკეთებს გაყიდვების ზრდას.

ბოლო წლებში, მსოფლიოს მასშტაბით, ბრენდებმა ინფლუენსერ მარკეტინგში 7 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს, ყველაზე მეტი ინფლუენსერ კამპანია განხორციელდა ინსტაგრამზე, ფეისბუქსა და იუთუბზე.  კომუნიკაციის სპეციალისტების 73% ბრენდების პოპულარიზაციისთვის  ინფლუენსერების გამოყენებას ირჩევს, რაც მის შედეგიანობაზე მეტყველებს.

 

ნინა პერტენავა:

ინფლუენსერ სააგენტოს influncer.ge–ს გუნდი ფლობს ძალიან მნიშვნელოვან მონაცემებს, თუ როგორ ვითარდება სოციალური ქსელი, ქსელში ჩართული ადამიანები და რა შედეგს იძლევა ის. წარმოგიდგენიათ?! - ერთ ქართველ ინფლუენსერს შეუძლია ინსტაგრამ სთორის საშუალებით 50–80 ათასზე მეტ ადამიანს გააცნოს პროდუქტი ან მომსახურება და გაუჩინოს ყიდვის სურვილი. ჩვენ პროფესიონალურად ვარჩევთ ინფლუენსერებს, სწორ და შედეგზე ორიენტირებულ სტრატეგიებს და კამპანიებს ვგეგმავთ. ვდებთ წარმოუდგენელ შედეგებს, ერთთვიანი კამპანიის შედეგი შეიძლება მილიონ ნახვაზე მეტი იყოს. ასევე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუ როგორ ახდენენ ინფლუენსერის გამომწერები ჩართულობას და რეაქციების გამოხატვას.  ამ სფეროში ჩვენი გამოცდილება 10 წელზე მეტს  ითვლის, ვიცნობთ ბაზრის ტენდენციებს და მუშაობის სპეციფიკას და რაც მთავარია, გვენდობიან როგორც ინფლუენსერები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები.

თეა აგლაძე:

კომუნიკაციის სფეროში მნიშვნელოვანია ქართული სპეციფიკის ცოდნა და გამოცდილება, რაც ინფლუენსერ კამპანიის წარმატებას განაპირობებს. დიდი ხანია ვმუშაობთ ამ სფეროში, ვაკვირდებით და ვიცით როგორც ბრენდების სტრატეგიები, ასევე რა შეუძლიათ ინფლუენსერებს. მიუხედავად იმისა, რომ მეორე წელია ინფლუენსერ სააგენტო  influncer.ge ჩამოვაყალიბეთ, უკვე განვახორციელეთ მნიშვნელოვანი პროექტები და კამპანიები. მივიღეთ ძალიან კარგი შედეგები, როგორც  ბრენდის ცნობადობის, ასევე გაყიდვების კუთხით. ჩვენ გვენდობიან ისეთი კომპანიები როგორებიც არის: BOCH, BOG-APPLE PAY, CK-ARTTIME, PONTE VECCHIO, USAID და სხვა.

ირინა ონაშვილი:

მთავარი ინფლუენსერ მარკეტინგში არის ბუნებრიობა და მიმდევრებში/გამომწერებში ნდობის მოპოვება. მხოლოდ სწორად ჩამოყალიბებულ სტრატეგიას და კარგად შექმნილ კონტენტს შეუძლია კმაყოფილი დატოვოს როგორც კომპანია და მისი ბრენდი, ასევე მომხმარებელი, რომელმაც რაღაც ახალი პროდუქტი აღმოაჩინა და შეიძინა. როდესაც კომპანიები მიკავშირდებიან თავიანთი პროდუქტების პოპულარიზაციისთვის, ყველას ვეუბნები, რომ არსებობს პროფესიონალური გუნდი influncer.ge,  სადაც ხდება ბრენდის ღირებულებების კარგად შესწავლა, გზამკვლევის ჩამოყალიბება, ინფლუენსერების სწორად შერჩევა და რაც მთავარია, მიღებული შედეგების დათვლა და ანალიზი. ყველა ინფლუენსერს უხარია, როდესაც ის პროდუქცია, რასაც ის მოიხმარს, აინტერესებს მათ მიმდევრებს. მათთვის ყოველთვის აქტუალურია აზრების და რჩევების გაზიარება და რაც მთავრია, სასარგებლო შედეგის მიღება.

https://influencer.ge/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები