0 3 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლიბერთი სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების პროგრამას უერთდება

20.05.20, თბილისი - დღეიდან, სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,  200 000-ზე მეტი ფერმერი ლიბერთის "აგრო ბარათს“ მიიღებს და მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი პროგრამით ისარგებლებს. 

20 მაისიდან, ლიბერთი ბანკის აქტიური ანგარიშის მქონე ბენეფიციარებისათვის ეტაპობრივად იწყება სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ პროგრამით გათვალისწინებული ქულების დარიცხვა და  ლიბერთის მიერ ‘აგრო ბარათების’ დამზადებისა და დარიგების პროცესი. 

37 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე პროგრამით გათვალისწინებულ სუბსიდიას მიიღებს ყველა ის ფიზიკური და იურიდიული პირი, ვისაც საკუთრებაში ან თანასაკუთრებაში აქვს საჯარო რეესტრში  რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0.25ჰა-დან 10 ჰა-ს ჩათვლით მიწის ნაკვეთი. პროგრამის თანახმად, ფერმერებს, სუბსიდიის თანხის შესაბამისი ქულები (1 ქულა = 1 ლარს) დაერიცხებათ ლიბერთი ბანკის "აგრო ბარათებზე“ 0.25 ჰექტარზე -  50 ქულა,1 ჰექტარზე -  200 ქულა,  10 ჰექტარზე - 2 000 ქულა. 

ბარათის ასაღებად ფერმერმა უნდა მიმართოს ლიბერთი ბანკს. სუბსიდიის მოცულობისა და ბარათის მიღების თარიღის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე myliberty.ge. დარიცხული სუბსიდიის შესაბამისი ქულების გახარჯვა შესაძლებელია "აგრო ბარათის“ პოსტერმინალზე გატარებით, ლიცენზირებულ სასოფლო-სამეურნეო საქონლის სპეციალიზირებულ მაღაზიებსა და შპს სოფლის მეურნეობის ლოგისტიკისა და სერვისების კომპანიაში.  დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის მფლობელებს 2020 წლის 31 დეკემბრამდე, შესაძლებლობა აქვთ მოახდინონ მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია, რის შემდგომაც ისინი შეძლებენ პროგრამაში მონაწილეობას. 

პროგრამის განხორციელება დაიწყება 2020 წლის 20 მაისიდან.  ფიზიკური პირები რომელთაც, თანასაკუთრებაში გააჩნიათ მიწის ნაკვეთები, ‘აგრო ბარათებზე’ ქულები დაერიცხებათ ეტაპობრივად 1 ივნისიდან და დარიცხული ქულების გამოყენება  შესაძლებელი იქნება 2021 წლის 20 მაისის ჩათვლით. 

‘მმოხარული ვართ, რომ დღეს მოგვეცა საშუალება ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ ახალი პროდუქტი - ‘აგრო ბარათები’, რომელზეც მათ დაერიცხებათ სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირებისსახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდია. ლიბერთის გააჩნია ყველაზე ფართო ქსელი და ყველაზე ახლოს არის ფერმერებთან. ეს პროგრამა ეხმარება ფერმერებს, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის მიზნით. მათი უსაფრთხოდ მომსახურებისთვის, ჩვენ შევქმენით სპეციალური პლატფორმა myliberty.ge, სადაც შესაძლებელი იქნება ამ პროგრამით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღება. ’ - განაცხადა ლიბერთი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილემ, ირაკლი აბაშიძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:06

    თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი...

    საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 30-31 მაისს პირველად თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი გაიმართება. მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც გავრცელებულმა...

  • 14:26

    „ვოლვო საქართველო“ მომხმარებელს 20 000 ლარიან ფასდ...

    „ვოლვო საქართველო“ მომხმარებელს ავტომობილის შეძენის საუკეთესო პირობებს სთავაზობს. მიმდინარე აქციის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ვოლვო S90, XC60 და XC90 მოდელები 20 000 ლარ...

  • 14:24

    ავერსის სააფთიაქო თარო...

    ავერსის სააფთიაქო თარო ავერსი მომხმარებლებს სთავაზობს ახალ პროექტს „სააფთიაქო თარო“. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, განათავსოს ვირტუალურ სააფთიაქო თაროზე თავისთვის საჭირო 10 მედიკამენტი დ...

  • 18:00

    აჭარაბეთის 75 მომხმარებელს უკვე ახალი იაგუარი ჰყა...

    აჭარაბეთის უპრეცედენტო 100 დღიან გათამაშებას, რომელიც მიმდინარე წლის 8 მარტიდან მიმდინარეობს უკვე 225 გამარჯვებული ჰყავს.  225  ადამიანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ვინც უკვე მოიგო ...

  • 17:20

    თელიანი ველი ბრიტანეთში...

      „თელიანი ველის“ გამორჩეული ღვინოები უკვე ბრიტანეთშია ხელმისაწვდომი . თელიანი ველი და ღვინის წამვანი იმპორტიორი „ბუტინო“,  „გლეხურისა“ და ახალი პრემიუმ ხ...

  • 11:45

    "ჩვენ ძალიან მალე გიმასპინძლებთ!"- "ვენდის" და "და...

    "ჩვენ ძალიან მალე გიმასპინძლებთ!" - ასე პასუხობს "ვენდის" და "დანკინის" საერთაშორისო ქსელის რესტორნების გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე ათასობით წერილს, რომელიც კომპანიამ სოციალური ქსელით მიიღო ...

  • 17:30

    ახლა უკვე Volvo-ს ყველა მოდელს აქვს 180 კმ/სთ სიჩქ...

    ვოლვო ქარსი ასრულებს თავის დაპირებას, სცდება ყველანაირ რეგულაციას იმისათვის, რომ ნულამდე დაიყვანოს ავტოსაგზაო შემთხვევისგან მიღებული დაზიანებები და უბედერი შემთხვევები, Volvo-ს ყველა ახალი მოდელს აქვს...