სანამ სპორტი გაჩერებული იყო აჭარაბეთმა კვლევა ჩაატარა იმის გასარკვევად თუ “რამდენად შეიცვალა ჩვენი ცხოვრება კარანტინში’’?
2020-06-04 21:47:31
გამოკითხვაში მონაწილეობა 500-მდე ადამიანმა მიიღო. მონაწილეთა უმრავლესობა (38%) 18-25 წლის გახლდათ, ხოლო 66% კი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი.
გამოკითხულთა 66% მუშაობს, 11% თვითდასაქმებულია, 10% უმუშევარი, 8% კი უნივერსიტეტში სწავლობს.
კარანტინისდროსშეიჭერიშენითთმა?
კარანტინის დროს სილამაზის სალონების დახურვა მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა. ახალი "საშინაო" ვარცხნილობები კი უამრავმა სპორტსმენმა და სხვა პოპულარულმა ადამიანმა შემოგვთავაზა.
გამოკითხული კაცების 49%-მა კარანტინის დროს თმები თავად შეიჭრა, ქალბატონებში კი ეს რიცხვი მხოლოდ 20%ია.
დღე-ღამეშირამდენისაათიგძინავს?
ჯანსაღი ძილი თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, სამეცნიერო კვლევების მიხედვით კი ოპტიმალური ძილის რეჟიმის დროს ადამიანს დღე-ღამეში 8 საათი უნდა ეძინოს.
გამოკითხულთა უმრავლესობას კარანტინამდე (52%) სწორედ 7-8 საათი ეძინა, კარანტინის დროს კი ძილის ხანგრძლივობა ძალიან გაიზარდა.
10 საათზე მეტი კარანტინამდე მხოლოდ 1%-ს ეძინა, კარანტინის დროს კი ასეთი ადამიანების რაოდენობა 10%-მდე გაიზარდა.
იმზადებთუარასაჭმელსშენით?
კარანტინამდე გამოკითხულთა 66% საჭმელს კვირაში 2-ჯერ ან ნაკლებჯერ იმზადებდა, კარანტინის დროს კი ასეთი ადამიანების რაოდენობა 44%-მდე დაეცა.
ხოლო პირიქით, იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც საჭმელს კვირაში 5-ზე მეტჯერ იმზადებს, 18%-დან 28%-მდე გაიზარდა.
კარანტინისპერიოდშიროგორშეიცვალაშენიწონა?
ალბათ, როცა კომენდანტის საათი გამოცხადდა და ყველანი მივხვდით, რომ კორონას გამო მომდევნო თვეებში ძალიან ბევრი თავისუფალი დრო გვექნებოდა, უმრავლესობამ დავისახეთ გეგმები თუ როგორ დავიწყებდით ვარჯიშს და როგორ ჩავდგებოდით ზაფხულისთვის ოპტიმალურ ფიზიკურ ფორმაში .
თუმცა, როგორც ჩვენმა კვლევამ აჩვენა, ეს მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა. გამოკითხულთა 47%-მა წონაში მოიმატა, 38%-ს წონა არ შეცვლილა, დაკლებით კი მხოლოდ 15%-მა დაიკლო.
კარანტინისდროსგადმოწერეტიკტოკი?
ტიკტოკი 2020 წელს მსოფლიოში ყველაზე ტრენდული აპლიკაცია გახდა, მაგრამ 10 წამიანი ვიდეოების ყურებაში საათების გაყვანის ცდუნებისდა მიუხედავად, აპლიკაცია მხოლოდ 30%-მა გადმოწერა.
როგორშეიცვალათამბაქოსმოხმარება?
თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლები კარანტინის დროს საკმაოდ საინტერესოდ გადანაწილდა. კარანტინამდე სიგარეტს გამოკითხულთა 51% არ ეწეოდა, კარანტინის დროს კი ეს მაჩვენებელი 55%მდე გაიზარდა.
თუმცა, საპირისპიროდ მსუბუქი მწეველების რაოდენობაც გაიზარდა და თუ აქამდე დღეში 20+ ღერს მხოლოდ 10% ეწეოდა, კარანტინმა ეს რიცხვი 15%-მდე გაზარდა.
რამდენადხშირადუყურებდიფილმებს/სერიალებს?
რა თქმა უნდა, თავისუფალი დროის გაჩენამ ადამიანებს ფილმებისა და სერიალების ყურების მეტი შესაძლებლობა დაუტოვა და იმ ხალხის 75%, ვინც აქამდე მედიას იშვიათად ან საერთოდ არ უყურებდა, ახლა ფილმებს და სერიალებს ხშირად უყურებს.
დღეშირამდენფინჯანყავასსვამ?
საინტერესოა, რომ ყავის დალევის სიხშირეზე კარანტინს პრაქტიკულად არ უმოქმედია და 2-3%-ზე დიდი ცვლილება არც ერთ კატეგორიაში არ გვაქვს.
დღეშირამდენადამიანთანგაქვსპირადიკონტაქტი?
კარანტინის ყველაზე ნეგატიური მხარე ადამიანებთან კონტაქტის გაიშვიათებაა, რაც ჩვენმა კვლევამაც ძალიან მკაფიოდ ასახა.
დღეში 20-ზე მეტ ადამიანთან კარანტინამდე კონტაქტი გამოკითხულთა 48%-ს ჰქონდა, მაგრამ კარანტინის შემდეგ ეს რიცხვი 7%-მდე დაეცა.
საპირისპიროდ, ადამიანების მხოლოდ 15%-ს ჰქონდა დღეში 5-ზე ნაკლებ ადამიანთან კონტაქტი, კარანტინმა კი ეს მაჩვენებელი 69%-მდე გაზარდა.
დღეშირამდენმეტრსდადიხარფეხით?
ქალაქში გამონაბოლქვის შეჩერებისგან გამოწვეულმა ჰაერის დასუფთავებამ, როგორც ჩანს, მოსახლეობაში სეირნობა ვერ წაახალისა, რადგან გამოკითხულთა აბსოლუტური უმეტესობა კარანტინის დროს დღეში ბევრად ნაკლებ მანძილს გადის ფეხით, ვიდრე კარანტინამდე.
თბილისი ჰილსის მულტიფუნქციურ კომპლექსში, ქალაქის ცენტრიდან 15 წუთის გზაზე, თიბისის მხარდაჭერით, ახალი აპარტამენტების მშენებლობა იწყება. ტერიტორიაზე ახალი აპარტამენტების 3 ოთხსართულიანი შენობა ...
„გლობალური ფულის კვირეულის“ ფარგლებში, თიბისის თანამშრომლები, ზესტაფონისა და საჩხერის სკოლებს ესტუმრნენ. მათ სკოლის მოსწავლეებს ფინანსური და ეკონომიკური განათლების, ასევე სამეწარმეო საქმი...
თიბისი, ტრადიციულად, აგრძელებს ბიზნესისთვის ხუთშაბათის შეხვედრებს. მორიგი შეხვედრა 28 მარტს, 20:00 საათზე “ონორეში” გაიმართება. დაინტერესებულ პირებს რიგით მეხუთე ღონისძიებაზე თიბი...
გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ქალაქგარეთ გამსვლელთა რიცხვი სულ უფრო იზრდება და გზებზე მოძრაობაც მეტად ინტენსიური ხდება. სანამ სასიამოვნო დასვენებას დაგეგმავთ, არ დაგავიწყდეთ, რომ შორ გზაზე მგ...
გაზაფხულის დადგომა ყველა ფერმერისთვის ბუნების გამოღვიძებასთან არის დაკავშირებული, იმისათვის, რომ წლის ბოლოს მოსავალი კარგი მიიღო, გადამწყვეტია როგორ დაიწყებ წელს, ამიტომაც საგაზაფხულო სამ...
განაახლე თიბისის ციფრული ბანკი საუკეთესო გზა იმისთვის, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნო ციფრულ ბანკში, არის აპლიკაციის განახლება, რა დროსაც ახლდება უსაფრთხოების სისტემაც. შესაბამისად, რაც ...
„თეგეტა ჰოლდინგი“ გლობალურ გარემოსდაცვით აქტივობას „დედამიწის საათს“ შეუერთდა, რომელიც წელს 23 მარტს აღინიშნა. მთელი საქართველოს მასშტაბით, ჰოლდინგის ფილიალებში 20:30-დან 21:30...
კომენტარები