1 7 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბექა გოჩიაშვილი და კახა თოლორდავა - იმპროვიზაცია აქ.ახლა

თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა გრძელდება. 5 ივნისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს მუსიკოსის - ბექა გოჩიაშვილის სესიას ვირტუალურად დაესწროს თიბისის Facebook გვერდის (https://www.facebook.com/tbcbank/) დახმარებით. 

ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, რომლის მოდერატორი კრიტიკოსი და ჟურნალისტი - კახა თოლორდავა იქნება. 

სესიის - „იმპროვიზაცია - აქ.ახლა“ ფარგლებში, კახა თოლორდავა და ბექა გოჩიაშვილი მუსიკასთან ერთად, ახალ რეალობაში მუსიკოსების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ახალ შესაძლებლობებსა და ცოდნის გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. 

ჯაზ-პიანისტი, რომელიც ამჟამად ამსტერდამში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ახლანდელ ცხოვრებასა და შემოქმედებაზეც ისაუბრებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები