1 3 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს 2020 წლის მოსაწავლეთა საუკეთესო კომპანია გამოვლინდა

„ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით, USAID-ის პროექტის - „სამეწარმეო განათლების მხრადაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში, მინიკომპანიების კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა. 

2020 წლის საუკეთესო მინიკომპანია - თბილისის N175 საჯარო სკოლის მოსწავლეების კომპანია - Helmet vision გახდა. Helmet Vision მეხანძრის უნივერსალური ჩაფხუტია, რომლის ფუნქცია მეხანძრისთვის კვამლიან გარემოში გზის გაკვალვაა. ჩაფხუტზე განლაგებულია 5 ულტრაბგერითი მანძილმზომი. დაბრკოლების არსებობის შემთხვევაში, ჩაფხუტზე შესაბამისი მიმართულებით დამაგრებული სენსორი მეხანძრეს მოსალოდნელი დაბრკოლების შესახებ ხმოვან სიგნალს აძლევს. 

გამარჯვებული მინიკომპანია 2020 წლის 22-დან 24 ივლისის ჩათვლით, საქართველოს ონლიან რეჟიმში წარადგენს ევროპის მოსწავლეთა კომპანიების რიგით 31-ე კონკურსზე - www.jacompanyoftheyear.org, სადაც ევროპის 40 ქვეყნის საუკეთესო მინიკომპანიები იქნება წარმოდგენილი.

კონკურსის გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებშიც გამოვლინდნენ:

·       Facebook მომხმარებლის რჩეული - თბილისის 94-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მინიკომპანია - Eიფ2ა

·       საუკეთესო პროდუქტი - თბილისის N175 საჯარო სკოლის მოსწავლეების მინიკომპანია - Helmet vision

·       საუკეთესო ინტერვიუ - ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეების მინიკომპანია - Eco Friend

 

არსებული ვითარების გამო, წელს კონკურსი დისტანციურად, Zoom აპლიკაციის დახმარებით ჩატარდა. ჟიურიმ და საზოგადოებამ მოსწავლეების მიერ დაფუძნებული 10 მინიკომპანიის პრეზენტაცია მოისმინა. 

თიბისიმ კონკურსის 43-ივე მონაწილე თიბისის სამაჯურებით დაასაჩუქრა, რომელიც მომხმარებელს ინოვაციური მეთოდით - ბარათისა და ელექტრონული საფულის გარეშე გადახდის საშუალებას აძლევს. 

ინფორმაცია პროექტის შესახებ: 

2019-2020 სასწავლო წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, 250-ზე მეტ სკოლაში მოსწავლეებმა „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს’’ მიერ მომზადებული პროგრამა - „მეწარმეობის საფუძვლები’’ გაიარეს.

პროგრამა მომზადებულია „ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს’’ (JA Worldwide) „მოსწავლეთა კომპანიის’’ პროგრამის (Student Company Programme) მასალებზე დაყრდნობით, რომელიც ევროკომისიის მთავარი დირექტორატისა და ევროპის ტრენინგ–ფონდის (ETF) მიერ, სამეწარმეო განათლებაში საუკეთესოდ არის აღიარებული. 

პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებმა ბიზნესიდეები რეალურ ბიზნესებად აქციეს: საკუთარი მინიკომპანიები ჩამოაყალიბეს, თანატოლებისგან კომპანიის მმართველი დირექტორთა საბჭო აირჩიეს, მოიზიდეს კაპიტალი, გამოიკვლიეს მომხმარებელთა საჭიროებები, აწარმოეს საქმიანი დოკუმენტაცია და მათ მიერ შექმნილი საქონელი თუ მომსახურება პროგრამის სხვა მონაწილეებს წარუდგინეს. სასწავლო წლის ბოლოს აქციონორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, ანგარიშგებაც მოამზადეს. 

მეწარმეობის შემსწავლელი პროგრამა 15-20 წლის მოსწავლეებს აერთიანებს და ერთი აკადემიური წლის მანძილზე მიმდინარეობს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:02

    თიბისი ბანკის პარტნიორი ატელიე La Mode შოურუმს ხს...

    ატელიე “ლა მოდი”, ერთი შეხედვით, კლასიკური მცირე ბიზნესია, მაგრამ ბიზნესად ყოფნა უფრო გვერდითი ეფექტია, ვიდრე მიზანი. “ლა მოდის” დამფუძნებლის, სოფო ჭუმბურიძისთვის მსგავსი ატელ...

  • 11:54

    „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, E...

    ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მოძრაობაც მეტად ინტენსიური ხდება. უსაფრთხო გადაადგილებისთვის კი აუცილებელია, ჩვენი ავტომობილი სრულად გამართული იყოს. ერთ-ერთი მნიშვნელოვა...

  • 10:42

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში სა...

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.   საინვესტიციო ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისგან და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა საერთაშორისო ჟიურ...

  • 19:53

    30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებ...

    ცხელი სეზონის დადგომასთან ერთად, ავტომობილის შესაბამისი მომზადება აუცილებელია. როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7-10 გრადუსამდე იზრდება, მანქანა ზაფხულის საბურავებით უნდა აღიჭურვოს. „თეგეტა მოტორსმა&...

  • 19:46

    „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღ...

      „თეგეტა ჰოლდინგმა“ 22 აპრილს დედამიწის დღე აღნიშნა და, 193 ქვეყანასთან ერთად, ყოველწლიურ ღონისძიებას შეუერთდა. დედამიწის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება. „დედამიწის დღ...

  • 14:29

    #1 ავტოდაზღვევა 2018 წლიდან - თიბისი დაზღვევა...

    თიბისი დაზღვევა 2018 წლიდან საცალო ავტოდაზღვევაში ბაზრის წილით უცვლელად, პირველ ადგილზეა. მხოლოდ 2023 წელს კომპანიამ 28 მილიონ ლარზე მეტი აანაზღაურა. მომხმარებლების კმაყოფილება, პირველ რიგში, კომპანი...

  • 16:05

    მცხეთაში თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტ...

    მცხეთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე შესაძლებელია თიბისის ნებისმიერი ბარათით.  მგზავრობის საფასურის გადახდა შეიძლება, როგორც ფიზიკური ბარათით ასევე ციფრული საფულის...