1 4 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

პროგრამა Social Impact Award 2020-ის საკონკურსო ნაწილი იწყება

13 ივნისი, 2020 - საქართველოს ბანკის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, Impact Hub Tbilisi საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award 2020-ის საკონკურსო ნაწილს იწყებს. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, პროგრამა სრულად ონლაინ რეჟიმზე გადაეწყო და გაფართოვდა საქართველოს რეგიონებში. პროგრამის ფარგლებში  სამუშაო შეხვედრების სერია უკვე გაიმართა თბილისში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, აჭარასა და იმერეთში, რომელშიც საერთო ჯამში, 580 ახალგაზრდა დარეგისტრირდა. 

პროგრამის მეორე ეტაპი, საკონკურსო ნაწილი უკვე  გაიხსნა. დღეიდან მონაწილეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, სოციალური ბიზნესიდეები, პროექტის სახით ონლაინ პლატფორმაზე წარადგინონ. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 26 ივნისია. ბიზნესიდეის წარსადგენად დაინტერესებული ახალგაზრდები უნდა ეწვიონ ბმულს: https://apply.socialimpactaward.net/georgia/ 

პროგრამის შემდეგ ეტაპზე, განაცხადების საფუძველზე შერჩეული ფინალისტი გუნდები გაივლიან ორთვიან ინკუბაციას, სადაც ინდივიდუალური მენტორების დახმარებით გამართავენ ბიზნესმოდელს, შეადგენენ ბიზნესგეგმებს და მოემზადებიან ჟიურის წინაშე წარსადგენად. პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად. გარდა ამისა, გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე. 

Social Impact Award სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური ახალგაზრდული პროგრამაა, რომელიც 25 ქვეყანაში ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. 

იმფაქთ ჰაბ თბილისმა პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და უკვე მეოთხე წელია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 500+ სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; ინკუბაცია გაიარა 60-მა ახალგაზრდამ და გამოვლინდა 9 გამარჯვებული გუნდი. ყველა პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. 

„წელს განსხვავებული ფორმატი გვაქვს, გადავწყვიტეთ, რომ მოვერგოთ არსებულ რეალობას და პროგრამა მთლიანად გადავიტანოთ ონლაინ რეჟიმზე. გარდა ამისა, გვაქვს ძალიან კარგი სიახლეები რეგიონების გაძლიერების კუთხით. თუ აქამდე პროგრამა მხოლოდ 6 ფინალისტ გუნდს აძლევდა შესაძლებლობას გაევლოთ საინკუბაციო პერიოდი და ამ ექვსეულში ძირითადად მხოლოდ თბილისის გუნდები ხვდებოდნენ, წელს გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, დამატებით 4 გუნდს რეგიონებიდან მიეცემა შანსი, რომ გაიარონ ინკუბაცია და მენტორებთან ერთად იმუშაონ სამეწარმეო იდეების განვითარებაზე.“ - აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელმა ქეთი ებანოიძემ.  

„საქართველოს ბანკისათვის სოციალური მეწარმეობა და ბიზნესის ხელშწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და მოხარული ვართ, რომ პროგრამისადმი ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება. წლევანდელი პროგრამა კიდევ უფრო საინტერესო გახდა, რადგან გაიზარდა რეგიონების რაოდენობა და პროგრამა მთლიანად გადაეწყო ახალ რეალობაზე, რაც ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს დაინახონ ახალი გამოწვევები, ხელს უწყობს მათ ახალი მიზნების, იდეების დასახვასა და განხორციელებაში, პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში. 

„გაეროს განვითარების პროგრამა, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით, აქტიურად მუშაობს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე. ამ პროცესში ახალგაზრდებს უდიდესი როლის შესრულება შეუძლიათ, შესაბამისად მნიშვნელოვანია მათი აღჭურვა საჭირო უნარებითა და ცოდნით. გასულ წელს პირველად დავუჭირეთ მხარი Social Impact Award-ის განხორციელებას. წელს კი ჩვენი მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ოთხი სამიზნე რეგიონის ახალგაზრდების ჩართვა ამ პროგრამაში, რაც ადგილობრივ დონეზე სოციალური მეწარმეობის განვითარებას შეუწყობს ხელს“ - აღნიშნა თიკო ტყეშელაშვილმა, UNDP-ის პროექტის მენეჯერმა. 

პროექტი მეორე წელია ხორციელდება გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.

R

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:02

    თიბისი ბანკის პარტნიორი ატელიე La Mode შოურუმს ხს...

    ატელიე “ლა მოდი”, ერთი შეხედვით, კლასიკური მცირე ბიზნესია, მაგრამ ბიზნესად ყოფნა უფრო გვერდითი ეფექტია, ვიდრე მიზანი. “ლა მოდის” დამფუძნებლის, სოფო ჭუმბურიძისთვის მსგავსი ატელ...

  • 11:54

    „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, E...

    ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მოძრაობაც მეტად ინტენსიური ხდება. უსაფრთხო გადაადგილებისთვის კი აუცილებელია, ჩვენი ავტომობილი სრულად გამართული იყოს. ერთ-ერთი მნიშვნელოვა...

  • 10:42

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში სა...

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.   საინვესტიციო ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისგან და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა საერთაშორისო ჟიურ...

  • 19:53

    30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებ...

    ცხელი სეზონის დადგომასთან ერთად, ავტომობილის შესაბამისი მომზადება აუცილებელია. როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7-10 გრადუსამდე იზრდება, მანქანა ზაფხულის საბურავებით უნდა აღიჭურვოს. „თეგეტა მოტორსმა&...

  • 19:46

    „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღ...

      „თეგეტა ჰოლდინგმა“ 22 აპრილს დედამიწის დღე აღნიშნა და, 193 ქვეყანასთან ერთად, ყოველწლიურ ღონისძიებას შეუერთდა. დედამიწის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება. „დედამიწის დღ...

  • 14:29

    #1 ავტოდაზღვევა 2018 წლიდან - თიბისი დაზღვევა...

    თიბისი დაზღვევა 2018 წლიდან საცალო ავტოდაზღვევაში ბაზრის წილით უცვლელად, პირველ ადგილზეა. მხოლოდ 2023 წელს კომპანიამ 28 მილიონ ლარზე მეტი აანაზღაურა. მომხმარებლების კმაყოფილება, პირველ რიგში, კომპანი...

  • 16:05

    მცხეთაში თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტ...

    მცხეთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე შესაძლებელია თიბისის ნებისმიერი ბარათით.  მგზავრობის საფასურის გადახდა შეიძლება, როგორც ფიზიკური ბარათით ასევე ციფრული საფულის...