1 7 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს სესხს გაუმჯობესებული პირობებით სთავაზობს

19 ივნისი, 2020- საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს და მცირე და საშუალო ბიზნესს სესხის გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს. 

ბიზნესის დასაწყებად ან გასაფართოებლად საჭირო ფინანსური რესურსის მოზიდვა საქართველოს ბანკში უკვე  გაუმჯობესებული პირობებით არის შესაძლებელი. 

თუ აქამდე მცირე ან საშუალო ბიზნესი ვერ აკმაყოფილებდა სესხის უზრუნველყოფის მოთხოვნებს - ახლა ეს პირობები გამარტივებულია! 

მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის თანხის მინიმალური ოდენობა შეადგენს 50 000 ლარს, მაქსიმალური − 5 000 000 ლარს. 

„ეკონომიკური გაჯანსაღების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს სესხს გაუმჯობესებული პირობებით სთავაზობს.  ბიზნესის მეტი პოტენციალის ათვისებისთვის, მათ უნდა შეავსონ განაცხადი. სესხზე გაუმჯობესებული პირობები ბიზნესებს ფინანსურ რესურსზე წვდომის, სამუშაო ადგილების შენარჩუნების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და განვითარების რეალურ შანსს მისცემს, რაც ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:  

https://bankofgeorgia.ge/ka/about/news/details/5ee714878637e53c8689ce0e

 

R

კომენტარები

მსგავსი სიახლეები