2 1 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სქროლის და თიბისის საზაფხულო აქცია სტუდენტებისთვის - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30%

თიბისის, სქროლისა და ვიზას თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისი სტუდენტებს მთელი ზაფხულის განმავლობაში აქციას სთავაზობს - სქროლით მგზავრობის საფასურის თიბისის სტუდენტური #შენიბარათით გადახდის შემთხვევაში, თანხის 30%-ს უკან დაიბრუნებ.

ელექტრო სკუტერების გაზიარების სერვისით და შესაბამისად ამ აქციით სარგებლობა თბილისსა და ბათუმში შეგიძლია. გადახდილი თანხის 30% კი უკან დაგიბრუნდება არაუგვიანეს 4 სამუშაო დღისა.

 

აქციით სარგებლობისათვის:

  • გადმოწერე აპლიკაცია - Bird მობილურში;
  • გაიარე რეგისტრაცია;
  • მიაბი თიბისის სტუდენტური #შენიბარათი აპლიკაციას და მონიშნე გადახდის მეთოდად;
  • იპოვე რუკაზე სკუტერი;
  • დაასკანერე QR კოდი, დააჭირე unlock ღილაკს და სკუტერი აქტიურია.

 

„თიბისისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია ყველა იმ პროექტისა თუ ინიციატივის მხარდაჭერა, რომელიც ახალ თაობას, ტექნოლოგიებსა და ცხოვრების გამარტივებას უკავშირდება. სტარტაპი სქროლი ამ სამივე მიმართულებას წარმატებით აერთიანებს. სტუდენტებისთვის, ვისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანია ფულის დაზოგვა და ქალაქის სხვადასხვა წერტილში სწრაფად მოხვედრა, სქროლთან ერთად,  აქ, ახლა მარტივად და ხელსაყრელ ფასად გადაადგილებას ვთავაზობთ. რაც მთავარია, გადაადგილების ეკოლოგიურად სუფთა, ინდივიდუალური, სწრაფი და მობილური მეთოდი, რომელიც სოციალურ დისტანცირებასაც უწყობს ხელს, ახალგაზრდებს ცხოვრებას უმარტივებს და ქალაქს საცობებისგან ათავისუფლებს“, - თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე. 

სქროლის მიზანია დიდ ქალაქებში ურბანული მობილობის დღევანდელი სირთულეების მოგვარება და ეკოლოგიური პრობლემების ინოვაციური მეთოდებით გაუმჯობესება.

R

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:07

    Express დაზღვევა- ითამაშე დაზღვეულმა მხოლოდ „აჭარა...

    Express დაზღვევა არის უნიკალური შესაძლებლობა, დაიცვათ თქვენი ფსონი წაგებისგან! Express დაზღვევა გაძლევთ საშუალებას მიიღოთ თქვენი ფსონის 300%-მდე თანხა იმ შემთხვევაში, თუ ვერ გამოიცნობთ ბილეთში მხოლოდ ...

  • 16:21

    SME Banking Club-მა საქართველოს ბანკი კავკასიის რე...

    14 აგვისტო, 2020 − SME Banking Club-მა საქართველოს ბანკი კავკასიის რეგიონში, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ეკოსისტემების მქონე ბანკად დაასახელა.    SME Banking Club-ი არის სა...

  • 16:01

    Global Finance-მა თიბისის კორპორატიული ციფრული ბან...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance თიბისის სამომხმარებლო და კორპორატიული ციფრული ბანკი საუკეთესოდ დაასახელა რამდენიმე კატეგორიაში. ავტორიტეტულმა გამოცემამ, თიბისის კორპორატიული ციფრული ბ...

  • 13:54

    „სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ მართავს...

    „სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ მართავს „სმარტმა“ ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა მომსახურები...

  • 12:50

    რა სიახლეები აქვთ chaynik catering and event-ში და...

    სამი მეგობრის ქეითერინგის ბიზნესად ქცეული სტარტაპი... რებრენდირებული chaynik, ახალი ლოგოთი და დაფინანსების მოლოდინში მყოფი ყველაზე გემრიელი chaynik catering and event კომპანია. სტარტაპი, რომელიც წუთებ...

  • 11:10

    საქართველოს ბანკის დაფინანსებით დიდ ბრიტანეთში ს...

    14 აგვისტო, 2020- საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აგრძელებს განათლების ხელშეწყობას და ჩივნინგის პროგრამის ფარგლებში 3 რჩეულ სტუდენტს დიდ ბრიტანეთში ს...

  • 17:21

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ კოდაში ნუშის ...

    13 აგვისტო, 2020- საქართველოს ბანკი აგრომეურნეობის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკისა და შპს ნათს ჯორჯიას ერთობლივი ძალისხმევით სოფელ კოდაში ნუშის ბაღი გაშენდება. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინა...